კვლევის რა მეთოდია ქოლანგიოგრაფია და როდისაა საჭირო მისი ჩატარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვლევის რა მეთოდია ქოლანგიოგრაფია და როდისაა საჭირო მისი ჩატარება

ეს არის უახლესი და მაღალინფორმაციული კვლევის მეთოდი, რომელიც უმტკივნეულოდ და ორგანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად იძლევა ნაღვლის სადინარებსა და ნაღვლის ბუშტზე მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციას. მისი საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს კონკრემენტების, პოლიპებისა და სტრიქტურების არსებობა, მოხდეს სისხლძარღვებსა და ლიმფურ კვანძებში არსებული ცვლილებების ვიზუალიზაცია. დიაგნოსტიკის აღნიშნული მეთოდი იძლევა საშუალებას, გამოვლინდეს პათოლოგიები მათი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე, მათ შორის ადრეულზე.

მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოგრაფიის მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი არაინვაზიურობა, იმდენად რამდენადაც აპარატურის პროგრამები ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების მკაფიო ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა მასში ბუნებრივი კონტრასტის - ნაღვლის არსებობის გამო და არ საჭიროებს საკონტრასტო ნივთიერების შეყვანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლივალენტური ალერგიის მქონე პაციენტებისთვის.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დიდი დიაგნოსტიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა აიგოს სანაღვლე გზების მოცულობითი (3D) გამოსახულება, რაც სისხლძარღვოვანი სურათის უმცირესი ცვლილებების დანახვის საშუალებას იძლევა, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული შემთხვევების დიაგნოსტიკისთვის.

როდის ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოგრაფია

  • ნაღვლის ბუშტში, სანაღვლე და კუჭუკანა ჯირკვლის სადინარებში კონკრემენტების (კენჭი) გამოსავლენად;ნ სადინარების სტრიქტურა (შევიწროება), მათ შორის - ოპერაციის შემდგომი;ნ ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების ფორმის თანდაყოლილი ანომალიები;ნ სისხლძარღვებისა და ლიმფური კვანძების შეფასება;ნ დიდი დუოდენალური დვრილის სტენოზის გამოვლენა;ნ ნაღვლის გამომყოფი სისტემის პოლიპები, სიმსივნეები;ნ სანაღვლე სადინარებზე გარედან ზეწოლის (კომპესიის) მიზეზების გამოვლენა და დადგენა; ნ სანაღვლე გზების ტრავმული დაზიანება;ნ პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი;ნ ნაღველგამომტანი გზების ორგანოებზე ოპერაციული ჩარევის დაგეგმვა და ჩარევის ეფექტიანობის შეფასება;ნ სიყვითლე, მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივლის შეგრძნება, წონის კლება, გულისრევა და ა.შ.;ნ მკურნალობის ეფექტიანობის კონტროლი.

რა არის მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოგრაფიის უკუჩვენებები

სრული უკუჩვენებაა:

  • კარდიოსტიმულატორის IჩD (იმპლანტირებული კარდიო ვერტერ-დეფიბრილატორი), გულის სარქვლების ლითონის პროთეზების არსებობა;ნ თავის ტვინის, მუცლის ღრუსა და ფილტვების სისხლძარღვებზე ლითონის (ფერომაგნიტური) კლიფსების არსებობა;ნ თვალბუდეში, ქალას ღრ­­უში, კისრისა და გულმკერდის რბილ ქსოვილებში ლოკალიზებ­ული ლითონის საგნები (ნამსხვრევი, ტყ­ვია);ნ სახსრების ფერომაგნიტური პროთეზები;ნ შიგნითა ყურის ელექტრონული ან ლითონის იმპლანტები;ნ ნერვული სტიმულატორები;ნ ორსულობის პირველი ტრიმესტრი;ნ კონტრასტულ ნივთიერებაზე ალერგიული რეაქციები.

როგორ მოვემზადოთ მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოგრაფიისათვის

კვლევა ტარდება უზმოზე. საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს კვლევის დაწყებამდე 6-8 საათით ადრე.

ვიზუალიზაციის გასაუმჯობესებლად და მიღებული მონაცემების სწორი შეფასებისთვის აუცილებელია:

  • კვლევამდე 2 დღით ადრე არ მივიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იწვევს ზედმეტი აირების დაგროვებას ნაწლავებში. ესენია: ახალი ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები (ბარდა, ლობიო), კომბოსტო, შავი პური, ვაშლი, რძის, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეული პროდუქტი;ნ რეკომენდებულია ზედმეტი სითხის მიღებისგანაც თავის შეკავება (გარდა არაგაზიანი სუფთა წყლისა), როგორებიცაა გაზიანი, ალკოჰოლური სასმელები, ყავა, მაგარი ჩაი. კვლევამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა აღიკვეთოს მოწევა და საღეჭი რეზინის გამოყენებაც კი.

მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოგრაფია უსაფრთხოა პაციენტის ჯანმრთელობისათვის და აქვს მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება.