მეტაბოლური დარღვევებისას D-დიმერის დონის კონტროლი თრომეოემბოლიური გართულებების რისკს ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტაბოლური დარღვევებისას D-დიმერის დონის კონტროლი თრომეოემბოლიური გართულებების რისკს ამცირებს

ფიბრინის დაშლისას მისი ცალკეული ნაწილები და მათ შორის D-დიმერი,აგრძელებენ სისხლში ცირკულაციას. ანალიზით ზუსტად არის შესაძლებელი სისხლში D-დიმერის განსაზღვრა, რაც ექიმს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის საშუალებას აძლევს. ნორმულ მაჩვენებლად ითვლება 500 ნგ/მლ-მდე. გამონაკლისია ორსულობა, რომლის ბოლო ტრიმესტრშიც მისმა დონემ ნორმაზე 3-4-ჯერ შეიძლება მოიმატოს.

D-დიმერის განსაზღვრის კლინიკური გამოყენების სფერო

ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი. აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის გამშვები მექანიზმია ტრავმები, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, იძულებითი სტატიკური მდგომარეობა (ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, ხანგრძლივი იმობილიზაცია), ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ხანგრძლივი ჰორმონოთერაპია, ინსულტის მწვავე პერიოდი და ა.შ. D-დიმერის დონის განსაზღვრა ამ საშიში მდგომარეობის მაქსიმალურად ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. D-დიმერის განსაზღვრა საშუალებას იძლევა ამ მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.

ორსულობა. ორსულობისას ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს ჰემოსტაზის სისტემაში კომპენსატორულ-შეგუბებითი ცვილებები, რის შედეგადაც D-დიმერის დონე თანდათანობით იზრდება და მშობიარობის დროისთვის საწყის დონეს 3-4-ჯერ აჭარბებს.

გერონტოლოგია. მეტაბოლური დარღვევების გამო, რაც ადამიანის ორგანიზმში ასაკთან ერთად მიმდინარეობს, D-დიმერის დონის კონტოროლი საშუალებას იძლევა განისაზღვროს თრომეოემბოლიური გართულებების რისკის ხარისხი (ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკის ჯგუფი ოპერაციული ჩარევებისას).

ონკოლოგია. კარგადაა ცნობილი ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტთა თრომბოემბოლიური გართულებების სიხშირის შესახებ. პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰემოსტაზის სისტემის ცვლილებები, რაც გამოწვეულია როგორც სიმსივნის, ისე ჩატარებული თერაპიის ფონზე განვითარებული ცვლილებების შედეგად.

დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი შეიძლება ორგანიზმის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის გართულება იყოს. აღნიშნულ სინდრომს თან ახლავს სისხლძარღვებში მიკროთრომბების მასიური დალექვა. ამის შედეგად ხდება ფიბრინოლიზის აქტივაცია და D-დიმერის დონის მომატება.