ფილტვების ქსოვილების დაზიანების შემდეგ მათი აღდგენის 3 ნიშანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიკორონავირუსიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვების ქსოვილების დაზიანების შემდეგ მათი აღდგენის 3 ნიშანი

კლინიკური სიმპტომების არარსებობა, რენტგენოლოგიური სურათი და სუნთქვითი ტესტები.

აღდგენის პირველი ნიშანი დაავადების კლინიკური სიმპტომების გაქრობაა. აღნიშნული კლინიკური ნიშნებია: ხველა, ნახველის არსებობა და ქოშინი. თუ ეს სიმპტომები ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღენიშნება პაციენტს და მას თან დაერთო მსტვინავი სუნთქვა, აუცილებელია სამედიცინო დახმარებისთვის ექიმთან მიმართვა.

მეორე ნიშანი უკავშირდება ფილტვებში რენტგენოლოგიურ ცვლილებებს. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის ხშირად ჩატარება არ არის მიზანშეწონილი. მისი გადაღებიდან მოკლე პერიოდში აუცილებელია რენტგენოლოგიური სურათით მდგომარეობის გაკონტროლება.

სუნთქვითი ტესტებიდან აღსანიშნავია: სპირომეტრია, რომლის საშუალებით შესაძლებელია ფილტვების მოცულობის განსაზღვრა. პლეტიზმოგრაფია გვიჩვენებს ფილტვის ნარჩენ მოცულობას. ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს ჟანგბადის ალვეოლებში გავლის უნარი, რაც გვიჩვენებს რამდენად იყო დაზიანებული პაციენტის ალვეოლები.