ძვირად ღირებული კვლევა, რომელიც მკაცრი ჩვენებით გამოიყენება-რადიონუკლიდური კვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძვირად ღირებული კვლევა, რომელიც მკაცრი ჩვენებით გამოიყენება-რადიონუკლიდური კვლევა

რადიოაქტიური მონიშნული ნივთიერებები (ინდიკატორები) უმნიშვნელო რაოდენობით შეჰყავთ ვენაში. ამ დროს ადამიანი უფრო მცირე დასხივებას ექვემდებარება, ვიდრე რენტგენოლოგიური კვლევის სხვა სახეობისას.

აღნიშნული მეთოდით რომელიმე ორგანოს, კერძოდ, ავთვისებიანი სიმსივნის სისხლით მომარაგება განისაზღვრება. რადიოაქტიური ინდიკატორები სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში, შემდეგ მათი გამოსხივება რეგისტრირდება გამა-კამერით.

გამოსახულება მიიღება ეკრანზე და ფიქსირდება კომპიუტერულ ენაზე შემდგომი ანალიზისთვის. კომპიუტერს შეუძლია სამგანზომილებიანი გამოსახულების გენერირება, მაგალითად, ე.წ. „ცივი“ ან „ცხელი“ კვანძები ფარისებრ ჯირკვალში.

ეს ძვირად ღირებული კვლევა მკაცრი ჩვენებით გამოიყენება რთული დაავადებების დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის: ორგანოების სისხლით მომარაგების დარღვევის, ონკოლოგიური დაავადებების, მეტასტაზებისა და სხვათა გამოსავლენად.

გამოყენება

რადიონუკლიდურ სკანირებას იყენებენ სხეულის მრავალი უბნის – ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, ფილტვების, საშარდე გზების, ძვლების, თავის ტვინისა და ზოგი სისხლძარღვის – გამოსაკვლევად. სხვადასხვა ორგანოს შესასწავლად და დაავადების დიაგნოსტიკისთვის განსხვავებული რადიონუკლიდები გამოიყენება, მაგალითად:

სისხლის მიმოქცევა გულში: გულის მკვებავ არტერიებში სისხლის მოძრაობის შესასწავლად თალიუმი გამოიყენება. მისი საშუალებით ექიმები გვირგვინოვანი არტერიების დაავადების დიაგნოზს სვამენ. ზოგჯერ თალიუმს სტრესტესტის დროსაც იყენებენ, რათა დადგინდეს, როგორ მუშაობს გული ფიზიკური დატვირთვისას, მაგალითად, პაციენტის სარბენ ბილიკზე სიარულის ან სირბილისას. ეს კვლევა ექიმებს გულის, როგორც ტუმბოს, მუშაობის შესახებაც აწვდის ინფორმაციას. იგი შესაძლოა, გულის შეტევის შემდეგ ჩატარდეს პროგნოზის განსაზღვრის მიზნით.

ძვლები: ტექნეციუმი ძვლებში გროვდება, ამიტომ იგი ჩონჩხის გამოსახულების მისაღებად გამოიყენება: ძვლების ინფექციებისა და ავთვისებიანი სიმსივნის მათში გავრცელების (მეტასტაზირების) საკვლევად.

ანთება: ტექნეციუმი და სხვა რადიონუკლიდები გამოიყენება სისხლის თეთრი უჯრედების მოსანიშნად, რომლებიც ანთების ან ინფექციის კერაში გროვდებიან. ეს ეხმარება ექიმებს ამ პროცესების შესწავლაში.

სისხლდენა: ტექნეციუმს ასევე იყენებენ სისხლის წითელი უჯრედების მოსანიშნად, რაც გამოსადეგია ნაწლავიდან სისხლდენის დასადგენად.

რადიონუკლიდურ კვლევას ასევე მიმართავენ ზოგი ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტიკისთვის, მაგალითად, ღვიძლში გავრცელებული ფილტვის კიბოს, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ან კოლორექტალური კიბოს შემთხვევაში.