მეტი ინფორმაციულობა, მკაფიო გამოსახულება მინიმალური დასხივებით - რა არის მიელოგრაფია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტი ინფორმაციულობა, მკაფიო გამოსახულება მინიმალური დასხივებით - რა არის მიელოგრაფია

მისი საშუალებით შესაძლებელია ხერხემლის სვეტის პათოლოგიების, ნერვული ფესვებისა და ზურგის ტვინის დაავადებების გამოვლენა, ასევე დადგინდეს განვითარებული დარღვევის ადგილი და მიზეზები. პროცედურა ტარდება რენტგენის აპარატის კონტროლით. სუბარაქნოიდულ სივრცეში წინასწარ შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება (კლასიკური მიელოგრაფია) ან ჰაერი (პნევმომიელოგრაფია).

რატომ კეთდება აღნიშნული კვლევა?

ხერხემლის მიელოგრაფია დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდია, რომელიც ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიისგან განსხვავებით, არა მარტო ვიზუალურად აჩვენებს ხერხემლის სვეტს, არამედ სტრუქტურების განლაგების დეტალურად დანახვის საშუალებასაც იძლევა. სურათების მისაღებად გამოიყენება რენტგენის აპარატი, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კონტრასტული ნივთიერების სახით შეიძლება გამოიყენებოდეს აზოტის ოქსიდი, ჟანგბადი, დემირექსი ან სხვა რენტგენოკონტრასტული პრეპარატები.

ხერხემლის მიელოგრაფია ტარდება შემდეგი პრობლემების აღმოსაჩენად:

ზურგის ტვინის ტრავმები, გარსების ანთება;

ახალწარმონაქმნები;

მალათაშუა თიაქარი;

ნევროპათია.

ხერხემლის სვეტის დიაგნოსტიკის აღნიშნული მეთოდი გამოირჩევა ინფორმაციულობით, უსაფრთხოებით (მინიმალური დასხივება) და მკაფიო გამოსახულების მიღების შესაძლებლობით. სამგანზომილებიანი მიელოგრაფია ხერხემლის სვეტის თითოეული დეტალის დათვალიერების საშუალებას იძლევა.

როდისაა ნაჩვენები მიელოგრაფია:

ტკივილის, კიდურების სისუსტისა და დაბუჟების მიზეზის დასადგენია;

ზურგის ტვინის არხის მიდამოში ახალწარმონაქმნის არსებობის დასადგენად;

მალთაშუა თიაქრის დიაგნოსტიკისათვის;

ხერხემლის არხის სისხლძარღვების პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით;

ზურგის ტვინის ფესვების დიაგნოსტიკისთვის;

ზურგის ტვინისა და მისი გარსების ანთების აღმოსაჩენად;

ზურგის ტვინის არხის სტენოზზე ეჭვის შემთხვევაში.