მედიასტინოსკოპია - რას გულისხმობს კვლევის მეთოდი და რა უნდა გაითვალისწინოს პროცედურამდე პაციენტმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიასტინოსკოპია - რას გულისხმობს კვლევის მეთოდი და რა უნდა გაითვალისწინოს პროცედურამდე პაციენტმა

მედიასტინოსკოპია შუასაყრის კვლევის ენდოსკოპიური მეთოდია. ამ კვლევის დროს მედიასტინოსკოპის შესაყვანად კისრის მიდამოში კეთდება ქსოვილების განაკვეთი. მედიასტინოსკოპია ბიოფსიით სპეციალისტებს ეხმარება ადამიანის ქსოვილის მიკროსკოპული კვლევის ჩატარებაში კიბოს, ინფექციური და ანთებითი პროცესების გამოსავლენად.

ხშირად მედისტინოსკოპიისას გამოიყენება ბიოფსიის სხვა მეთოდები - კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოკარდიოგრაფიის ან ბრონქოსკოპიის გამოყენებით.

კვლევის ჩატარებამდე პაციენტმა ექიმთან ერთად უნდა განიხილოს მისთვის საინტერესო ყველა საკითხი.

ლიმფურ კვანძებში კიბოს უჯრედების არსებობისას ქირურგმა შესაძლებელია კვლევის დროს ისინი მოაშოროს.

კვლევამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რა წამლებს იღებს, აქვს თუ არა ალერგია ამა თუ იმ პრეპარატზე და ა.შ. კვლევამდე, სულ მცირე, 6 საათით ადრე არ უნდა მიიღოს საჭმელი და 2 საათით ადრე - სასმელი.

კვლევისთვის სპეცილისტი იღებს ლიმფური კვანძის ან სხვა ორგანოს პათოლოგიურ ქსოვილს. პროცედურა დაახლოებით 1 საათამდე გრძელდება.

რადგანაც მედიასტინოსკოპია ზოგადი ნარკოზით კეთდება, პაციენტი ვერ გრძნობს ტკივილს მისი მიმდინარეობისას.

რა გართულებები შეიძლება აღინიშნებოდეს მედიასტინოსკოპიის შემდეგ

ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს პნევმოთორაქსი, სისხლდენა, ინფექციური დაავადებები, საყლაპავის გახეთქვა, სასულეს ირგვლივ არსებული ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანება, დისფონია. პაციენტის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანა საჭიროა, თუ ჩატარებული პროცედურის შემდეგ აღინიშნება: ნაკერის ადგილზე სისხლდენა, ცხელება, მკერდის არეში ძლიერი ტკივილი, კისრის შეშუპება, ქოშინი, ყლაპვის გართულება ან დისფონია.

სამედიცინო პრაქტიკაში მედიასტინოსკოპიის ჩატრებისას ნორმულ მაჩვენებლებად ითვლება გლუვი და გაუდიდებელი ლიმფური კვანძები, ქსოვილებში პათოლოგიის, წანაზარდების ან ინფექციური დაავადებების სიმპტომების არარსებობა. პათოლოგიას მიეკუთვნება გადიდებული ლიმფური კვანძები, რომელიც შეიძლება მეტყველებდეს სარკოიდოზზე, კიბოზე, ინფექციურ დაავადებებზე, აბსცესზე. ამასთან, კიბოს უჯრედების გამოვლენისას შესაძლებელია მათი ქირურგიული მოშორება.