რატომ არის საშიში ოსტეოპოროზი და როდის უნდა ჩაიტაროთ დენსიტომეტრიული კვლევა - რეკომენდაციები თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის საშიში ოსტეოპოროზი და როდის უნდა ჩაიტაროთ დენსიტომეტრიული კვლევა - რეკომენდაციები თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისგან

რომელიც ხასიათდება ძვლის მასის და სიმკვრივის შემცირებით. ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ცვლილების შედეგად ძვალი ხდება მყიფე, მცირდება მისი სიმტკიცე, რაც უმნიშვნელო დატვირთვის დროსაც კი მოტეხილობის მიზეზი ხდება.

ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წელს გადაცილებული ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით.

ოსტეოპოროზის განვითარების მიზეზებია:

• მოტეხილობის გენეტიკური წინასწარგანწყობა

• ადრეული მენოპაუზა

• ასაკი ქალებში 50 წელზე მეტი, მამაკაცებში 75 წელზე მეტი

• სხეულის მასის დეფიციტი

• ქრონიკული ენდოკრინული და რევმატიული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი დროით მიღება.

ჩამოთვლილი რისკ ფაქტორების არსებობის შემთხვევაში სასურველია დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება, რომელსაც თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გთავაზობთ.

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის დენსიტომეტრია უსაფრთხო და არაინვაზიური კვლევის მეთოდია, რომლის საშუალებითაც ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი დაავადების გამოვლენა და ნაადრევი პრევენცია.

დენსიტომეტრიული კვლევა საშუალებას იძლევა:

• განისაზღვროს ძვლის მინერალური სიმკვრივე;

• განისაზღვროს მოტეხილობის 10 წლიანი რისკი;

• განისაზღვროს ორგანიზმში კუნთოვანი მასისა და ცხიმის გადანაწილება.

ოსტეოპოროზი საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მას ვერაგ დაავადებას უწოდებენ. ფარული მიმდინარეობის გამო, დაავადება მრავალგვარი მოტეხილობებით ვლინდება. პირველი სიმპტომი ოსტეოპოროზის მიმდინარეობისას ძლიერი ტკივილია ზურგის არეში, რაც ხერხემლის მალების მიკრომოტეხილობებითაა გამოწვეული. ტკივილი ძლიერდება მძიმე საგნის აწევის, მოუხერხებელი მოძრაობისა და ქმედების შემდეგ. ხშირია ბარძაყის ძვლის მოტეხილობაც. ოსტეოპოროზს ახასიათებს აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის შემცირება, ხერხემლის გამრუდება და სიარულის მანერის შეცვლა.

ოსტეოპოროზის საწყის ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობის დროულად ჩატარება მოტეხილობების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.

mkurnali.ge

ჩაიტარეთ დენსიტომეტრია თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის თანამედროვე, კომფორტულ გარემოში და აირიდე გართულებები!