ნაწლავიდან უცხო სხეულისა და პოლიპის მოშორება, სისხლდენის შეჩერება და სხვ.-კლინიკური ჩვენებები, რომელთა დროსაც კოლონოსკოპია უნდა ჩავიტაროთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავიდან უცხო სხეულისა და პოლიპის მოშორება, სისხლდენის შეჩერება და სხვ.-კლინიკური ჩვენებები, რომელთა დროსაც კოლონოსკოპია უნდა ჩავიტაროთ

– კოლონოსკოპია თანამედროვე დიაგნოსტიკური პროცედურაა, რომელიც ტარდება სპეციალური ზონდის – ენდოსკოპის გამოყენებით. ექიმს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს ნაწლავი შიგნიდან. პროცედურა ანალური ხვრელის, სწორი ნაწლავის, ილეო-ცეკალური არეს, თეძოს ნაწლავის ტერმინალური ნაწილის მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა.

გარდა ნაწლავის დათვალიერებისა, ექიმს შეუძლია მთელი რიგი სამკურნალო პროცედურების გაკეთება, რაც ოპერაციის ჩატარების აუცილებლობას ხსნის დღის წესრიგიდან.

კოლონოსკოპიით შესაძლებელია:

ნაწლავის გარკვეული უბნის გაფართოება ნაწიბუროვანი ქსოვილის მოშორებით;

ქსოვილოვანი მასალის აღება შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევისთვის;

ნაწლავიდან უცხო სხეულის მოშორება;

პოლიპებისა და სხვა კეთილთვისებიანი ბუნების სიმსივნის მოშორება;

სისხლდენის შეჩერება.

სიმპტომები, რომელთაც უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება და ჩაიტაროს კოლონოსკოპია:

  • ფეკალურ მასებში სისხლის არსებობა. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ალისფერი მინარევები. ასეთი სიმპტომი მიუთითებს, რომ სისხლდენა ნაწლავის დისტალური ნაწილიდანაა. მსგავსი სიტუაცია ხშირად აღინიშნება ანალური ნახეთქების, ჰემოროის დროს. ამას გარდა განავალში შეიძლება იყოს ფარული სისხლი, რომელიც შეუიარაღებული თვალით არ ჩანს. მისი აღმოჩენა შესაძლებელია სპეციალური ექსპრეს-ტესტების საშუალებით. ფარული სისხლდენა განავალში შეიძლება მიუთითებდეს პოლიპის, ნაწლავში ანთებითი პროცესის, სიმსივნის, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების არსებობაზე;

 

  • განავალში ლორწოს და ჩირქის გამოყოფა. ეს მიუთითებს ნაწლავის სერიოზულ პათოლოგიას, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს;

  • ანემია და მაღალი ედს-ი. ქრონიკული ანემია, რომელიც არ ექვემდებარება სამედიცინო პრეპარატებით კორექციას, კოლონოსკოპიის საჭიროებას მიუთითებს;

 

  • წონის უმიზეზო კლების დროს საჭიროა საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევა;

  • ნაწლავში პოლიპის არსებობა. ნაწლავში ყველა კეთილთვისებიანი წარმონაქმნი შეიძლება გადაგვარდეს ავთვისებიანად, ამიტომ საჭიროა პოლიპის მოშორება და სისტემატური კონტროლი;

  • ნაწლავის მიდამოში ტკივილი. ყრუ და შეტევისმაგვარი ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში, საჭიროებს კოლონოსკოპიის ჩატარებას;

  • ქრონიკული ყაბზობა;

  • არამდგრადი კუჭის მოქმედება, დიარეის და ყაბზობის მონაცვლეობა;

გადაუდებელი კოლონოსკოპია ტარდება არა პროფილაქტიკური, არამედ თერაპიული მიზნით, კერძოდ:

  • ნაწლავის გაუვალობა, მისი სტენოზი. დარღვევა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადების ფონზე, ასევე ოპერაციული ჩარევის შემდეგ.

  • ნაწლავიდან სისხლდენა, მათ შორის დივერტიკულოზის დროს. პროცედურის ჩატარების დროს შესაძლებელია ანთების კერის გამოვლენა და მისი მოშორება;

  • ნაწლავში უცხო სხეულის არსებობა.