ლაბორატორიული კვლევებისთვის მომზადების წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაბორატორიული კვლევებისთვის მომზადების წესები

  • ფიზიკური დატვირთვა;
  • სტრესი;
  • საკვების მიღება;
  • დღეღამური პერიოდი;
  • სქესი;
  • ასაკი;
  • მიღებული სამკურნალო პრეპარატები;
  • კვებითი და ბიოლოგიური დანამატების მიღება;
  • გარემო: წყლის და ნიადაგის შემადგენლობა;
  • საყოფაცხოვრებო და სოციალური ფაქტორები;
  • პროფესიული და ყოფითი ტოქსიკური ნივთიერებანი: ალკოჰოლი, ნიკოტინი, ნარკოტიკული ნივთიერებანი და სხვა ტიპის ტოქსინები.
  • ზოგიერთი კვლევის შედეგზე ანალიზის აღებისას სხეულის მდებარეობაც კი ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანია სინჯის აღების მეთოდი, კვლევისას გამოყენებული სტაბილიზატორები და კონსერვანტები, ლაბორატორიამდე ტრანსპორტირების პირობები.

სწორედ ამიტომ, ლაბორატორიული კვლევის სარწმუნო შედეგის მისაღებად აუცილებელია ანალიზის აღებისა და ბიოლოგიური მასალის ჩაბარებისას დაცული იყოს გარკვეული წესები.

სისხლის კვლევა

სისხლი საკვლევად ბარდება უზმოზე, 8-12-საათიანი შიმშილის შემდეგ. სისხლის კვლევა ხორციელდება შემდეგი მაჩვენებლების განსასაზღვრად:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის დადგენა;
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
  • კოაგულოგრამა;
  • ჰორმონები;
  • ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა ანტიგენ-ანტისხეულების დადგენა;
  • ონკომარკერები.
  1. განსაკუთრებით რეკომენდებულია ანალიზი ჩატარდეს 8.00-12.00 საათამდე, რამდენადაც ყველა ლაბორატორიული კვლევის ნორმა სწორედ დღის ამ მონაკვეთისთვისაა განსაზღვრული;
  2. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა ანალიზი ჩატარდეს 4-6-საათიანი შიმშილის პირობებშიც;
  3. ანალიზის ჩაბარებამდე 24 საათის განმავლობაში უმჯობესია თავი შევიკაოთ ალკოჰოლის მიღებისგან, ფიზიკური და ემოციური დატვირთვის, კვებისა და ცხოვრების წესის მკვეთრი ცვლილებისგან;
  4. ანალიზის წინა დღეს ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი, მძიმე და ცხიმიანი საკვების გარეშე, რამდენადაც ამან შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. ლიპემია, სისხლში ცხიმის კონცენტრაციის ზრდა, რაც ანალიზის შედეგებში გარკვეულ ცდომილებებს წარმოშობს;
  5. ანალიზის ჩაბარებამდე 2 საათით ადრე იკრძალება: თამბაქოს მოწევა, ნებისმიერი ტიპის ფიზიოთერაპიული პროცედურები, მასაჟი, ფიზიკური ვარჯიში, ინსტრუმენტული კვლევები (რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი კვლევა), დაშვებულია უგაზო წყლის მიღება, ჩაი და ყავა დაუშვებელია;
  6. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა რომელიმე ტიპის ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლის კონტროლი დინამიკაში, რეკომენდებულია ის ჩატარდეს ერთსა და იმავე პირობებში, სისხლი ჩაბარდეს ერთსა და იმავე დროს, იმავე ლაბორატორიაში;
  7. სისხლის ანალიზი უნდა ჩატარდეს სამკურნალო პრეპარატების მიღებამდე ან მათი მიღების დასრულებიდან 10-14 დღის შემდეგ. ნებისმიერი ტიპის მედიკამენტებით მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად ანალიზი უნდა ჩატარდეს პრეპარატის ბოლო მიღებიდან 7-14 დღის შემდეგ.
  8. თუ რაიმე ტიპის სამკურნალო პრეპარატს სისტემატურად იღებთ, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

არსებობს გარკვეული ტიპის კვლევები, რომელთა ჩატარებაც, ზოგადი წესების გარდა, დამატებით რეკომენდაციათა გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს:

გლუკოზა - კვლევა ტარდება მკაცრად უზმოზე, სულ მცირე 12 და ყველაზე ბევრი 16-საათიანი შიმშილისას. აკრძალულია კვლევამდე კბილის ხეხვა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, ჩაისა და ყავის სმა, რამდენადაც მათში არსებული კოფეინი საგრძნობლად ცვლის სისხლში გლუკოზის შემადგენლობას.

ანალიზამდე 24 საათით ადრე უნდა შეწყდეს შარდმდენი პრეპარატების მიღება. გლუკოზის დონეზე გავლენას ახდენს ორალური ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივები, ჰორმონები და ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი;

გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი - ბარდება მკაცრად უზმოზე, სულ მცირე 12 და ყველაზე ბევრი 16-საათიანი შიმშილის პირობებში.

მომზადება ტესტისთვის: ტესტამდე 72 საათით ადრე პაციენტი იცავს სპეციალურ დიეტას, რომელიც ითვალისწინებს ცილებითა და ცხიმებით ნაკლებად მდიდარი, გარკვეული რაოდენობის გლუკოზის მიღებას.

გამოკვლევისას პაციენტისგან იღებენ სისხლს, შემდეგ მას ასმევენ გლუკოზის ხსნარს არა უმეტეს 5 წუთის განმავლობაში. ორი საათის შემდეგ მისგან კვლავ იღებენ სისხლს. ამ დროის მანძილზე პაციენტი უნდა იყოს მოსვენებული.

ლიპიდური ცვლა, ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები, ლიპოპროტეიდები - კვლევამდე ორი კვირით ადრე პაციენტმა უნდა შეწყვიტოს სისხლში ლიპიდების დონის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღება, შესაძლოა, ეს არც მოიმოქმედოს, იმ შემთხვევაში, თუ კვლევის მიზანი მიღებული ჰიპოლიპიდემიური პრეპარატებით თერაპიის შედეგის დადგენაა.

შარდის ანალიზი

  • შარდის ანალიზისთვის საკვლევი მასალის აღება ხდება მშრალ ჭურჭელში ან სპეციალურ კონტეინერში.
  • მასალის აღებამდე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის, მარილიანი ან მწარე საკვების, შარდმდენი პრეპარატების მიღება, ასევე ბიოლოგიური კვებითი დანამატები და ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც შარდს ფერს უცვლიან, მაგალითად: ჭარხალი, სტაფილო.
  • ცისტოსკოპიური კვლევის შემდეგ შარდის ანალიზი შესაძლოა ჩატარდეს არანაკლებ 5-7 დღისა.
  • დაუშვებელია შარდის ანალიზისთვის შარდის აღება: ღამის ქოთნიდან, მენსტრუალური ციკლის დღეებში;
  • ანალიზისთვის საკვლევი მასალის აღება ხდება დილით, იმ ულუფისა, რომელიც ღამის განმავლობაში გროვდებოდა შარდის ბუშტში, ამასთან, ბოლო შარდვა უნდა იყოს არა უგვიანეს ღამის 2 საათისა. ეს გამორიცხავს შარდის მაჩვენებლების დღეღამურ ბუნებრივ ცვლილებას და შარდგამომყოფი სისტემის მდგომარეობის გაცილებით ობიექტურად შეფასების საშუალებას იძლევა. თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია შარდის ნებისმიერი ერთჯერადი ულუფის კვლევაც;
  • ანალიზის აღებამდე აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების ტუალეტი;
  • მასალის აღებამდე რამდენიმე წამით უნიტაზში უნდა მოშარდოს პაციენტმა და შემდეგ აიღოს მასალა. აღებული რაოდენობა უნდა შეინჯღრეს, რათა მასში არსებული ფერმენტები და კრისტალები არ დალექოს და შემდეგ გადაისხას სპეციალურ კონტეინერში ან ჭურჭელში დაახლოებით 50-70 მლ-ის ოდენობით. აღებული მასალა 1,5-2 საათში უნდა მოხვდეს ლაბორატორიაში.

დღეღამურად გამოყოფილი შარდის კვლევა

ბიოქიმიური ანალიზისთვის დილით აღებული შარდის ერთჯერადი ულუფა გამოუსადეგარია. კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და ზოგიერთი სხვა ნივთიერების კონცეტრაციის კვლევა შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის მანძილზე აღებულ მასალაში. რამდენადაც ზოგიერთი ეს ნივთიერება შესაძლოა ღამე შარდში დაიშალოს, ამიტომ, დღეღამური ულუფის აღებამდე აუცილებელია ლაბორატორიაში კონსულტაცია, რომ გაეცნოთ იმ თავისებურებებს, რომელთა ცოდნაც საჭიროა ლაბორატორიული კვლევისთვის ვარგისი მასალის მოსაგროვებლად.

ამგვარად, მასალის ასაღებად აუცილებელია 2-3 ლ მოცულობის სუფთა მშრალი ქილა ან სპეციალური პლასტმასის კონტეინერი.

დილით 7.00-8.00 საათზე პაციენტი სრულად ცლის შარდის ბუშტს და მხოლოდ ამის შემდგომ იწყებს დღეღამური შარდის შეგროვებას და ასრულებს მომდევნო დღის 7.00-8.00 საათზე, დრო შესაძლოა შეიცვალოს იმის მიხედვით, რომელ საათზე დაიცალა წინა დღით შარდის ბუშტი.

მოგროვილი მასალა უნდა ინახებოდეს გრილ ადგილზე.

პაციეტი ინიშნავს შარდის რაოდენობას, რომელიც გამოყო 24 საათში, შემდეგ მას კარგად შეანჯღრევს, გადაასხამს 50-75 მლ-ს კონტეინერში და მიიტანს ლაბორატორიაში.

მასალის აღების დღეს პაციენტმა უნდა დაიცვას წყლის სმის ჩვეული რეჟიმი, ანუ უნდა მიიღოს დღის განმავლობაში 1,5-2.0 ლ სითხე.

განავლის კვლევა – კოპროგრამა

სარწმუნო შედეგების მისაღებად, სასურველია, ანალიზამდე 2-4 დღით ადრე პაციენტმა დაიცვას დიეტა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დოზირებული რაოდენობით, აუცილებელია გამოირიცხოს რაციონიდან ძნელად მოსანელებელი პროდუქტები, შებოლილი ხორცი, ძეხვი.

საკვლევი მასალა უნდა აიღოთ დიეტის დაწყებიდან 2-4 დღეში 3-4 დეფეკაციის შემდეგ და იმ შემთხვევაში, თუ დღეში 1-2-ჯერ ხდებოდა დეფეკაციის აქტი.

საკვლევი მასალის აღება ხდება დილით, თუ ეს გართულებულია, შეიძლება მისი აღება უფრო ადრეც, თუმცა მასალა ლაბორატორიაში უნდა ჩაბარდეს აღებიდან 5-6 საათში.

მასალა უნდა ინახებოდეს გრილ ადგილას მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში.

კატეგორიულად დაუშვებელია სინჯების მიტანა ლაბორატორიაში ასანთის ყუთებში ან მუყაოს კონტეინერით, რადგან ამ შემთხვევაში იცვლება შედეგები.

გაითვალისწინეთ!

  • განავლის ანალიზი არ შეიძლება ჩატარდეს ოყნის, კუჭ-ნაწლავების რენტგენოლოგიური კვლევის და კოლონოსკოპიის შემდეგ თუ არ არის გასული 2 დღე;
  • კვლევის წინ არ შეიძლება ცხიმოვან ფუძეზე დამზადებული რექტალური სანთლების გამოყენება და სამკურნალო პრეპარატების მიღება, მათ შორის: საფაღარათო საშუალებების, გააქტიურებული ნახშირის, რკინის პრეპარატების;
  • მასალაში არ უნდა მოხვდეს შარდი, მენსტრუალური სისხლი და წყალი.

განავლის კვლევა ფარული სისხლდენის დასადგენად

მასალის აღებამდე 3 დღით ადრე, ცრუშედეგების ასარიდებლად, უნდა გამოირიცხოს რაციონიდან: თევზი, ხორცი, ღვიძლი, ძეხვი, მწვანილები, ვაშლი, ბულგარული წიწაკა, ლობიო, ისპანახი, კიტრი, პომიდორი, რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატები.

მასალა იღება ზოგადი წესების დაცვით.

განავლის კვლევა ჰელმინთებსა და უმარტივესებზე

მასალა იღება ზოგადი წესების დაცვით.

გინეკოლოგიური კვლევები

  • არ შეიძლება შარდვა ნაცხის აღებამდე 3 საათი;
  • რეკომენდებული არ არის სქესობრივი კონტაქტი ნაცხის აღებამდე 36 საათი;
  • აკრძალულია კვლევამდე 24 საათის განმავლობაში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, რადგან ანტიბაქტრიული მოქმედებით ისინი ამახინჯებენ კვლევის შედეგებს;
  • ნაცხის აღების დღეს რეკომენდებული არ არის სასქესო ორგანოების ჰიგიენა ანტიბაქტერიული საპნით და საშოს გამორეცხვა;
  • გინეკოლოგიური კვლევები არ ტარდება მენსტრუალური ციკლის დღეებში.

უროლოგიური კვლევები

  • არ შეიძლება ტუალეტში შესვლა ანალიზის ჩაბარებამდე 3 საათი;
  • აკრძალულია უროსეპტიკებისა და ანტიბიოტიკების მიღება, სხვადასხვა ტიპის გარეგანი დეზინფექტანტებისა და ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება;
  • რეკომენდებულია სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავება ანალიზის აღებამდე 36 საათი.