რა არის კალცინატები და რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა მამოგრაფიის პროცედურამდე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის კალცინატები და რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა მამოგრაფიის პროცედურამდე?

- ქალბატონო ირინა, უმთავრესად რომელ მეთოდებს იყენებთ სარძევე ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის?

- მთელ მსოფლიოში მეტად აქტუალურია სარძევე ჯირკვლის დაავადებათა დროული დიაგნოსტიკა, რაც ულტრაბგერითი კვლევით და მამოგრაფიით ხორციელდება. მათი ჩატარება, სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ციკლურად მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად, მენსტრუალური ციკლის მე-6-14 დღეს არის რეკომენდებული.

- როგორ ტარდება სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა და რა ინფორმაციის მიღებაა ამ გზით შესაძლებელი?

- ულტრაბგერითი კვლევა სარძევე ჯირკვლის გამოკვლევის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია. მისი საშუალებით აღმოვაჩენთ ჯირკვლის ქსოვილში მიმდინარე ცვლილებებს, კისტებს, კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნურ წარმონაქმნებს, საკმაოდ მცირე ზომისასაც კი, კისტოზურ, სითხით სავსე წარმონაქმნებს მკვრივი წარმონაქმნებისგან ვმიჯნავთ.

მეთოდი ითვალისწინებს რეგიონული ლიმფური კვანძების მდგომარეობის დადგენასაც. მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ იგი ექიმს საშუალებას აძლევს, სარძევე ჯირკვლის ის ადგილებიც დაინახოს, რომლებიც რენტგენოლოგიურად ძნელად გამოსაკვლევია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისი საშუალებით ვერ ხერხდება სიმსივნური წარმონაქმნის ხასიათის დადგენა, ანუ დადგენა იმისა, ავთვისებიანია თუ არა იგი. ვერ ხერხდება კისტების კალცინატებისგან დიფერენცირებაც.

- რა არის კალცინატები?

- კალცინატები სარძევე ჯირკვლის ქსოვილში კალციუმის მარილების ორგანული დაგროვებაა. ისინი სხვდასხვა ზომისაა. დიდი ზომის კალცინატები ნაკლებად საშიშია, ხოლო მცირე, წვრილი ზომისა შესაძლოა კიბოს ადრეული სტადიის მანიშნებელიც კი იყოს. ამიტომ თუ ულტრაბგერითი გამოკვლევისას რაიმე საეჭვო აღმოვაჩინეთ, აუცილებლად ვატარებთ სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიას.

- რა არის მამოგრაფია და რა უპირატესობა აქვს მას?

- მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის ქსოვილთა რენტგენული კვლევაა. 35-40 წლის შემდეგ ყველა ქალმა ის წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს. ამასვე ითვალისწინებს სარძევე ჯირკვლის დაავადებათა სკრინინგიც, რომლის მთავარი მიზანი სარძევე ჯირკვლის ქსოვილში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების დროული აღმოჩენაა. მამოგრაფიით ჩვენ აღმოვაჩენთYარა მარტო ქსოვილში არსებულ ცვლილებებს (კისტა, მკვრივი წარმონაქმნები, კალცინატები), არამედ განვსაზღვრავთ მის ზომებს, თვისებებსა და გავრცელების ხასიათსაც.

ამჟამად ორი სახის მამოგრაფია გამოიყენება: ციფრული და ფირისმიერი. ფირისმიერი მამოგრაფიის დროს რენტგენის სხივები სარძევე ჯირკვალში გავლისას რენტგენის ფირზე ხვდება, რის შედეგადაც მიიღება გამოსახულება. იგი ორ - პირდაპირ და გვერდით - პროექციაში ტარდება. ციფრული მამოგრაფიისას კი გამოსახულება ინახება უშუალოდ კომპიუტერში და მისი დანახვა შესაძლებელია მონიტორზე, რაც მისი სპეციალური პროგრამებით დამუშავების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია გამოსახულების გადიდება, მისი სიმკვეთრის გაზრდა, თუმცა ამ მხრივ ფირისმიერ გამოსახულებას მაინც ჩამოუვარდება, ამასთანავე, გაცილებით ძვირადღირებული მეთოდია და ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.

- რის გათვალისწინებას ურჩევდით პაციენტებს, რომლებიც მამოგრაფიის ჩატარებას გეგმავენ?

- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მამოგრაფიის ჩატარების წინ სარძევე ჯირკვლის არეში ანტიპერსპირანტის, ფხვნილის ან მშრალი დეზოდორანტის გამოყენება, რადგან ანტიპერსპირანტმა შესაძლოა დაჩრდილოს გამოსახულება, ფხვნილი და მშრალი დეზოდორანტი კი კალცინატების გროვად გამოჩნდეს. თუ სარძევე ჯირკვალზე გადატანილი გაქვთ ოპერაციული ჩარევა კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთის მიზნით, მამოგრაფიამდე ექიმმა უნდა დააზუსტოს ოპერაციის შემდგომ ნაწიბურთა მდებარეობა, რათა მამოგრამის გაშიფვრისას ისინი სხვა ცვლილებებისგან გაიმიჯნოს.

თუ მამოგრაფია ტარდება კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რეცივიდის აღმოსაჩენად, საჭიროა, სპეციალური ბურთულებით მოინიშნოს ნაწიბურის ადგილი, რადგან ოპერაციის შემდგომი ნაწიბური რეციდივის განვითარების ყველაზე მაღალი რისკის შემცველია. მამოგრაფიას, ისევე როგორც დიაგნოსტიკის ნებისმიერ სხვა მეთოდს, აქვს შედარებით სუსტი მხარეებიც.

ჯერ ერთი, აპარატი ასხივებს, თუმცა სერიოზული ზიანის მომტანი ნამდვილად არ არის, გარდა ამისა, მამოგრაფიისას მკერდი ძლიერ ებჯინება აპარატს (სარძევე ჯირკვალში ცვლილებების ეფექტიანი აღმოჩენის მიზნით აუცილებელია იმ ქსოვილოვანი ფენის გათხელება, რომელშიც რენტგენის სხივებმა უნდა გაიაროს), რაც, ჩვეულებრივ, ტკივილს და დისკომფორტს იწვევს. მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი და ერთ-ერთი უპირველესი მეთოდია. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც მისი საშუალებით სიმსივნის აღმოჩენა ვერ ხერხდება, რადგან წარმონაქმნი რენტგენის სხივებში უბრალოდ არ ჩანს.