შეიძლება თუ არა სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ციკლის დროს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ციკლის დროს?

მენსტრუაციამ შეიძლება სისხლის ანალიზის გარკვეული მაჩვენებელი შეცვალოს. მენსტრუაცია გოგონას ეწყება იმ ასაკში, როდესაც მისი ორგანიზმი მწიფდება შვილოსნობისთვის და გრძელდება რეპროდუქციული ასაკის დასასრულამდე (მენოპაუზა). ეს ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმის ჰორმონულ ფონზე.

მენსტრუალური ციკლი გრძელდება 25-35 დღე. ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, სისხლის ანალიზი ჩააბარონ ციკლის შუაში (ციკლის მე-5 დღიდან 26 დღემდე). ამ მოვლენის არსი ისაა, რომ ენდომეტრიუმი მუდმივად სქელდება ციკლის განმავლობაში.

თუ არ მოხდა განაყოფიერება, ენდომეტრიუმი შრევდება, სისხლძარღვები შიშვლდება, რაც იწვევს ყოველთვიურ სისხლდენას და ენდომეტრიუმის საშვილოსნოდან მოშორებას. სისხლდენის შეჩერებასთან ერთად ენდომეტრიუმი ისევ იწყებს ზრდას შემდგომ მენსტრუაციამდე.

ამ პროცესმა არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს სისხლის შემადგენლობაზე.

ედს-ის მომატება. მენსტრუაციის დროს ხშირად აღინიშნება ტკივილის სინდრომი, სპაზმი, რაც იწვევს ერითროციტების დალექვის რეაქციის ზრდას.

ამან კი შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს და არასწორი დიაგნოზი დაისვას, რადგან ედს-ის მომატება, ჩვეულებრივ, ანთებით პროცესზე მიუთითებს.

ქვეითდება ჰემოგლობინი.

რადგანაც სისხლის გარკვეული ნაწილი იკარგება, ჰემოგლობინის დონე ქვეითდება, თუმცა, დასაშვები ნორმის ფარგლებში. სისხლის დაკარგვა ასევე იწვევს თრომბოციტების დონის დაქვეითებას. თვიური კონტროლდება ჰორმონებით, რომელთა ბალანსიც ციკლის განმავლობაში იცვლება.

სისხლის ჩასაბარებლად და უშეცდომო შედეგისთვის სასურველია ციკლის შუა პერიოდი შევარჩიოთ ან გადავიმეორეთ ანალიზი მენსტრუაციის დასრულებიდან 5 დღის შემდეგ.

ანალიზები, რომელთა გაკეთებაც არაა რეკომენდებული მენსტრუაციისას

არსებობს ანალიზების ნუსხა, რომელთა ჩატარებაც მენსტრუაციის დროს არასასურველია. თუ ექსტრემალური სიტუაციაა, მაგალითად, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, სისხლის ჩაბრება შესაძლებელია ციკლის ნებისმიერ დროს, მისი თავისებურებების გათვალისწინებით.

არასასურველია სისხლის ბიოქიმიური ანალიზის გაკეთება. ამ შემთხვევაში განისაზღვრება ფერმენტების, ცილების, ბილირუბინის დონე.

მაჩვენებლები შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გამო, თუმცა ექიმები მაინც გვირჩევენ სისხლის ბიოქიმიური ანალიზისგან თავის შეკავებას.

სისხლის საერთო ანალიზი. ამ დროს განისაზღვრება თრომბოციტები, ლეიკოციტები, ედს-ი, ჰემოგლობინი - ყველა ეს მაჩვენებელი იცვლება თვიურის დროს. ანალიზის შედეგების ცდომილების ალბათობა საკმოდ დიდია, ამიტომ მიზანშეწონილია სისხლის ჩაბარების გადატანა ციკლის შუაში.

ქალის ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, ონკომარკერების ტესტიც შეიძლება ცრუდადებითი აღმოჩნდეს.

სისხლის სიბლანტე მენსტრუაციის დროს მნიშვნელოვნად იცვლება, ამიტომ შედედების ფაქტორების განსაზღვრისთვის აუცილებელია ანალიზის გადადება.

ამ დროს სისხლის დონაციაც არაა მიზანშეწონილი. ეს სახიფათოა ორგანიზმისთვის, იმდენად რამდენადაც ქალი ისედაც კარგავს სისხლს, ამიტომ სისხლის გაღებისას ქალის მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს.

რომელი ანალიზის გაკეთება შეიძლება

ამ დროს შეიძლება ზოგიერთი ჰორმონის გამოკვლევა. ზოგიერთი ტესტი არათუ დასაშვებია, არამედ რეკომენდებულია ციკლის ამ პერიოდში. ყველაზე ხშირად ეს არის ჰორმონული ანალიზები, ქალის სასქესო ჰორმონების დონის განსაზღვრის საშუალებას რომ იძლევა ციკლის სხვადასხვა დროს.

გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული ჰორმონის გამოსაკვლევად აუცილებელია ციკლის ესა თუ ის დღე.

ჩვეულებრივ, რეკომენდებულია 5-7 დღე. ეს ჰორმონებია: პროლაქტინი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზებელი ჰორმონი, ესტრადიოლი, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. თუმცა ზოგიერთი ინფექციისთვის დიდია ცრუ შედეგის მიღების ალბათობა.