დიდ ბრიტანეთში ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის კამერიანი კაფსულის გამოცდა მიმდინარეობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიდ ბრიტანეთში ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის კამერიანი კაფსულის გამოცდა მიმდინარეობს

რაც სახლის პირობებშიც იქნება შესაძლებელი.

მცირე ზომის მოწყობილობა სახელწოდებით PillCam ("ტაბლეტი-კამერა) შეიცავს ორი სმ-ის სიგრძის კაფსულას ვიდეოკამერითა და გადამცემით, რომელიც ნაწლავის შიგთავსის გამოსახულებას პაციენტის წელზე დამაგრებულ მიმღებს გადასცემს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და შოტლანდიის ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებების ენდოსკოპისტები უკვე იყენებენ ახალ გაჯეტს. ამჟამად აღნიშნული კაფსულის გამოცდა იწყება ინგლისის 40 რეგიონის 11 ათასი პაციენტის მონაწილეობით.

კაფსულა ორგანიზმში რჩება 5-8 საათის განმავლობაში და გამოიყოფა დეფეკაციისას. პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. გარდა სიმსივნეებისა, მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია სხვა დაავადებების, როგორიცაა მაგალითად კრონის დაავადება გამოვლენა. ახალმა მეთოდმა მიიღო სახელწოდება "კაფსულური ენდოსკოპია".

დღეისათვის ენდოსკოპია ტარდება კლინიკურ პირობებში გაუტკივარებით.

კაფსულური ენდოსკოპია, ისევე როგორც ტრადიციული, გულისხმობს კუჭის-ნაწლავის წინასწარ გასუფთავებას სასაქმებელი საშუალებით. ასევე მოითხოვს სამედიცინო დაწესებულებაში ორ ვიზიტს- რათა მიიღოს პაციენტმა მოწყობილობა და შემდეგ დააბრუნოს იგი სურათებთან ერთად.

სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად იქცა. მცირე ზომის კამერა, რომელიც მოძრაობს ადამიანის ორგანიზმში, წამში ორ სურათს იღებს.

ცნობილია, რომ განსაკუთრებით საშიშია კიბოს შორსწასული შემთხვევები. ბევრი უარს ამბობს ინვაზიურ დიაგნოსტიკაზე. კაფსულური ენდოსკოფია კი დისკომფორტის გარეშე ახდენს ნაწლავის კვლევას. ადრეული დიაგნოსტიკა კი უმნიშვნელოვანესია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის.