"ციტო" - საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ერთადერთი ლაბორატორია საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ციტო" - საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ერთადერთი ლაბორატორია საქართველოში

ჩაფიქრებული დაწესებულების გახსნა მაშინ, როცა ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტების რიცხვში არც კი შედიოდა. თუმცა არსებობდა დიდი სურვილი, მონდომება და მიზანი, რომლისთვისაც ყველანაირი ძალისხმევა ღირდა. "ციტოს" უნდა მიეცა ქართველი ექიმებისთვის შესაძლებლობა, ემუშავათ საერთაშორისო სტანდარტების სივრცეში, მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით დაესვათ უტყუარი დიაგნოზი და დაეგეგმათ ეფექტური მკურნალობა.

სწორედ ამ ხედვის გარშემო გააერთიანა "ციტოს" დამფუძნებელმა, ნათია შავდიამ, 15-მდე პროფესიონალი და შეუდგა იმ დროისთვის საუკეთესო ლაბორატორიის შენებას. დღეს "ციტოს" გუნდი 250-ზე მეტი კვალიფიციური კადრისგან შედგება და ქვეყნის წამყვან სპეციალისტებსა და ექიმებს აერთიანებს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში, "ციტო" იყო პირველი, რომელმაც მსოფლიოში ლიდერად აღიარებული ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმის, "BioMerieux"-ს, მიერ მოწოდებული პროდუქციით დაიწყო მუშაობა. მან მიიღო ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO9001- 2000 ბიურო ვერიტაზის (Bureau Veritas) მიერ და მოგვიანებით გახდა პირველი, საერთაშორისოდ აკრედიტებული ლაბორატორია საქართველოში.

mkurnali.ge

უკვე 24 წელია, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და ჩართულობით, სამედიცინო ცენტრი "ციტო" მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობს პაციენტებს; კერძოდ: მაღალკვალიფიციურ ექიმებთთან კონსულტაციას, მკურნალობის დაგეგმვას, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით (მიკრობიოლოგია, ჰემატოლოგია, კლინიკური დიაგნოსტიკა, ულტრასონოგრფია, რენტგენოგრაფია და სხვა).

პროფესიონალთა გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ამ ეტაპზე "ციტოს" ლაბ ექსპრესები საქართველოს 7 ქალაქშია წარმოდგენილი. თბილისში კი 1 სამედიცინო ცენტრი და 3 სატელიტი ლაბორატორია მუშაობს. ამავდროულად, 2019 წლიდან უფასოა "ციტოს" მობილური-ლაბორატორიის გამოძახების სერვისი მთელი ქალაქის მასშტაბით.

mkurnali.ge

გამოცდილი, პაციენტების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული გუნდისთვის არ არსებობს დაუძლეველი წინაღობები, თუმცა 2020 წლის პანდემიის დაწყება განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა. საჭირო გახდა ეფექტური ნაბიჯების გადადგმა მინიმალურ დროში. 2020 წლის თებერვალში დაფიქსირდა კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში, სწორედ აქედან იწყება "ციტოს" კოვიდ-ტრანსფორმაციის პროცესი.

შემუშავდა განრიგები სამედიცინო პერსონალის ცვლებად დასაყოფად, რამაც გაზარდა გუნდის მოქნილობა. მიზანი გახლდათ ერთის მხრივ, თანამშომლებისა და პაციენტების დაცვა, მეორეს მხრივ პროცესების უწყვეტობის შენარჩუნება.

ისედაც მძლავრი, საერთაშორისო სტანდარტების პჯრ / Pჩღ (მოლეკულურ-დიაგნოსტიკური) ლაბორატორია აღიჭურვა თავიდან და ახალი კორონავირუსული ინფექციის დიაგნოსტიკის ევროპული საექსტრაქციო/სადეტექციო კიტებით მომარაგდა.

mkurnali.ge

აუცილებლობად იქცა სამუშაო ძალის გაზრდაც. "ციტოსთვის" მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განათლება და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება. სწორედ ამიტომ, სამედიცინო ცენტრი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო-კლინიკურ კვლევებში, რაც მომავალი თაობებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესია. კოვიდ-ტრანსფორმაციის პერიოდში, გუნდის 120%-იანი ზრდის საკმაოდ დიდი პროცენტული წილი ახალგაზრდებზე მოდის, რომლებსაც კვალიფიციურ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ხელმძღვანელებთან ერთად უწევთ მუშაობა.

mkurnali.ge

"ხშირად აღვნიშნავთ, რომ "ციტოს" ალგორითმს ქმნის უახლესი ტექნოლოგიები, თანამედროვე აპარატურა, სანდო პარტნიორები, ლოიალური მომხარებელი და გამორჩეული ინტელექტუალური რესურსი, ანუ პროფესიონალი მედ-პერსონალი.

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, განსაკთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორმა აუწყოს ფეხი სიახლეებს და მომხარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. გასული წლის გაზაფხულზე, დავნერგეთ სიახლე - ექიმთან ონლაინ-კონსულტაცია, რამაც კოვიდპანდემიის პირობებში ჩვენი პაციენტები უზრუნველყო შეუზღუდავი სამედიცინო კონსულტაციით სახლიდან გაუსვლელად.

ამჟამადაც, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი პაციენტები მათთვის სანდო და კვალიფიციურ ექიმთან კონსულტაციით სარგებლობენ," - გვიყვება "ციტოს" კლინიკური მენეჯერი, ნინო ბაკურაძე.

"ციტოს" სამედიცინო გუნდი ცდილობს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად აქციოს, რადგან მხოლოდ ჩვევაში გამჯდარი პროფილაქტიკური ანალიზებით, პერიოდული სადიაგნოსტიკო კვლევებითა და ექიმთან დროული ვიზიტით არის შესაძლებელი, ნებისმიერი დაავადების პრევენცია, ან ეფექტური მკურნალობის დაგეგმვა.

სამედიცინო ცენტრი "ციტო" - ერთადერთი, საერთაშორისოდ აკრედიტებული საქართველოში.

R