განსაზღვრეთ იმუნიტეტის სიძლიერე 15 წუთში – ყველაფერი, რაც იმუნიტეტის შესახებ უნდა იცოდეთ
მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში იმუნიტეტის მნიშვნელობა ყველამ ცხადად დაინახა.
ერთადერთი, რასაც დადასტურებად აცხადებდნენ სამედიცინო წერეების წარმომადგენლები იყო ის, რომ ძლიერი იმუნიტეტი იცავს ადამიანს კოვიდ19–ის სერიოზული გართულებებისგან. თუმცა ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ძლიერი იმუნიტეტი უპირველესია.
და მაინც, რა არის იმუნიტეტი?
იმუნიტეტი ცილის, უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ერობლიობაა.
სისტემაში შემავალი თითოეული ამ რგოლის შეთანხმებული მუშაობა განაპირობებს ძლიერ იმუნიტეტსა და ორგანიზმის თავდაცვით უნარს.
მისი დამცავი უნარი კი ნიშნავს, რომ მან გარეგანი პათოლოგიები და შინაგანი დაზიანებული უჯრედები უნდა გამოავლინოს და მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს. იმუნიტეტის სიძლიერეს სწორედ ამ დროს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, რადგან მასზე ბრძოლის ეფექტურობაა დამოკიდებული.
იმუნიტეტი საჭიროა როგორც ვირუსებთან, ისე მიკრობებსა და სოკოებთან საბრძოლველად.
ორგანიზმში მოხვედრილ დაავადების გამოვწვევ მიკრობს, რომელსაც ანტიგენი ეწოდება, იმუნიტეტი ცილოვანი ნივთიერებების ანუ ანტისხეულებით გამომუშავებთ ებრძვის. ძლიერი იმუნური სისტემა ყოველდღიურად მილიონობით ანტისხეულს გამოიმუშავებს ანტიგენებთან საბრძოლვევლად.
ხოლო თუ იმუნიტეტი სუსტია, დაქვეითებულია ანტისხეულების გამომუშავების უნარიც და შესაბამისად, სხვადასხვა დაავადების ანტიგენები მარტივად ვრცელდება ორგანიზმში და დაავადებაც უფრო მწვავედ გადააქვს ადამიანს.
როგორ დავადგინოთ იმუნიტეტის სიძლიერე? იმუნიტეტის სიძლიერის დადგენა შესაძლებელია სხვადასხვა ანალიზის საშუალებით, რომლებიც ორგანიზმში ამა თუ იმ უჯრედისა და ვიტამინის რაოდენობას განსაზღვრავს. თუმცა არსებობს ერთი უნიკალური ტესტიც – ეს ჰემოსკანირებაა.
დიაგოსტიკის ამ მეთოდით სისხლის „ცოცხალი“ წვეთის შესწავლა ხდება და ის დაავადების მიზეზის დადგენასა და პრევენციულ მედიცინაზეა მიმართული.
ჰემოსკანირება სპეციალური მიკროსოპით სისხლის ცოცხალ წვეთის 2500–ჯერ გადიდებით ტარდება.
ინოვაციური კვლევა, რომელიც უკვე კარგად მიღებული და აპრობირებულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, საქართველოში ხელმისაწვდომი კლინიკა „მოლისანმა“ გახადა.
ჰემოსკანირების დროს 20–მდე პარამეტრის დადგენა ხდება, თუმცა იმუნიტეტის განსაზღვრის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ლეიკოციტების შესწავლას ენიჭება.
ჰემოსკანირების დროს ჩანს, თუ რამდენად არის ჩართული ლეიკოციტები ფაგოციტოზში.
ეს უკანასკნელი არის პროცესი, რომელც ებრძვის დაავადების გამომწვევ სხვადასხვა ვირუსს, ბაქტერიას, პარაზიტს და მასში ლეიკოციტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. სისხლის საერთო ანალიზით შეიძლება დადგინდეს ლეიკოციტების რაოდენობა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ხარისხი, ფორმა, ზომა, მდგომარეობა. ჰემოსკანირების დროს ჩანს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ორგანიზმში, რამდენად მოქმედია ლეიკოციტი და შესაბამისად, პაციენტი ადგენს, რამდენად მაღალია მისი იმუნიტეტის დამცველობითი უნარი.
„მოლისანში“ ჩატარებული ჰემოსკანირების დროს თუ დადგინდება, რომ ლეიკოციტები ხარისხიანი და აქტიური არაა, მაშინ პაციენტს მცენარეული მედიკამენტებით შესაბამისი მკურნალობა ენიშნება. მედიკემენტი ეხმარება იმუნიტეტს, რომ აღდგეს და გაააქტიუროს ორგანიზმში დამცველობითი ფონი.
როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი? იმუნიტეტის გასაძლიერებლად უმნივნელოვანესი ცხოვრების ჯანსაღი წესია, რომელიც რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. მათ შორისაა: სწორი კვება, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი, არასტრესული გარემო, სუფთა ჰაერზე ყოფნა...
ძილი და იმუნიტეტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ძილის დროს ორგანიზმი აღიდგენს ენერგიას, რაც იმუნურ სისტემას სხვადასხვა დაავადებასთან ეფექტურად ბრძოლაში ეხმარება. ძილის დროს ასევე მცირდება სტრესის დონე, რაც ასევე იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ზრდასრულებისთვის 7–8 საათიანი ღამის ძილია აუცილებელი, მოზარდებისთვის – 8–10 საათი, მცირეწლოვანი ბავშებისთვის კი – 14 საათამდე.
სწორი და ჯანსაღი კვება იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთსო გზაა. ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული და პარკოსნები მდიდარია ნუტრიენტებით და ანტიოქსიდანტებით, რაც აძლიერებს ორგანიზმის უნარს ებრძოლოს მავნე პათოლოგიებს.
ანტიოქსიდანტები ორგანიზმში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან.
მაქსიმალურად მოერიდეთ სწრაფი კვების საკვებს. იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით კარგია: ციტრუსი, ნიორი, მოცვი, ბროკოლი, წითელი ბულგარული წიწაკა, თხილეული, მწვანე ჩაი.
თუმცა ასევე აუცილებელია მოწესრიგებული იყოს კუჭ–ნაწლავის ტრაქტი, რომ მიღებული ვიტამინების სრული და სათანადო ათვისება მოხდეს.
ფიზიკური აქტივობა ასევე ხელს უწყობს იმუნიტეტის სიძლიერეს. ამისთვის განსაკუთრებით კარგია ფეხით სიარული ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ეცადეთ, დღის განმავლობაში ერთი საათი მაინც იაროთ ფეხით, თუმცა ეს ორგანიზმისთვის სტრესი არ უნდა იყოს.
ასევე ძალიან კარგია ზომიერი ვარჯიში.
მშვიდი სამუშაო თუ საცხოვრებელი გარემო იმუნიტეტის სიძლიერის ერთ–ერთი წინაპირობაა. აუცილებლად უნდა შეამციროთ სტრესისა და შფოთვის ხარისხი. ხანგრძლივად სტრესულ გარემოში ყოფნა ხელს უწყობს იმუნური უჯრედების დისბალანსს და ასევე, სხვადასხვა ტიპის ანთებითი პროცესებს.
არ დაგავიწყდეთ, იმუნიტეტი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების აუცილებელი პირობაა. ეცადეთ, სისტემატიურად გადაამოწმოთ მისი ხარისხობრივი მდგომარეობა სულ რაღაც 15 წუთში ჰემოსკანირებით, რომ დროულად მოხდეს თქვენს ორგანიზმში დამცველობითი სისტემის ამაღლება–გააქტიურება.