ყველაფერი, რაც კი შეიძლება ვიცოდეთ ხერხემლის მიელოგრაფიის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი, რაც კი შეიძლება ვიცოდეთ ხერხემლის მიელოგრაფიის შესახებ

მისი საშუალებით შესაძლებელია ხერხემლის სვეტის პათოლოგიების, ნერვული ფესვებისა და ზურგის ტვინის დაავადებების გამოვლენა, ასევე დადგინდეს განვითარებული დარღვევის ადგილი და მიზეზები. პროცედურა ტარდება რენტგენის აპარატის კონტროლით. სუბარაქნოიდულ სივრცეში წინასწარ შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება (კლასიკური მიელოგრაფია) ან ჰაერი (პნევმომიელოგრაფია).

რატომ კეთდება აღნიშნული კვლევა?

ხერხემლის მიელოგრაფია დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდია, რომელიც ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიისგან განსხვავებით, არა მარტო ვიზუალურად აჩვენებს ხერხემლის სვეტს, არამედ სტრუქტურების განლაგების დეტალურად დანახვის საშუალებასაც იძლევა. სურათების მისაღებად გამოიყენება რენტგენის აპარატი, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კონტრასტული ნივთიერების სახით შეიძლება გამოიყენებოდეს აზოტის ოქსიდი, ჟანგბადი, დემირექსი ან სხვა რენტგენოკონტრასტული პრეპარატები.

ხერხემლის მიელოგრაფია ტარდება შემდეგი პრობლემების აღმოსაჩენად:

  • ზურგის ტვინის ტრავმები, გარსების ანთება;
  • ახალწარმონაქმნები;
  • მალათაშუა თიაქარი;
  • ნევროპათია.

ხერხემლის სვეტის დიაგნოსტიკის აღნიშნული მეთოდი გამოირჩევა ინფორმაციულობით, უსაფრთხოებით (მინიმალური დასხივება) და მკაფიო გამოსახულების მიღების შესაძლებლობით. სამგანზომილებიანი მიელოგრაფია ხერხემლის სვეტის თითოეული დეტალის დათვალიერების საშუალებას იძლევა.

როდისაა ნაჩვენები მიელოგრაფია:

  • ტკივილის, კიდურების სისუსტისა და დაბუჟების მიზეზის დასადგენია;
  • ზურგის ტვინის არხის მიდამოში ახალწარმონაქმნის არსებობის დასადგენად;
  • მალთაშუა თიაქრის დიაგნოსტიკისათვის;
  • ხერხემლის არხის სისხლძარღვების პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით;
  • ზურგის ტვინის ფესვების დიაგნოსტიკისთვის;
  • ზურგის ტვინისა და მისი გარსების ანთების აღმოსაჩენად;
  • ზურგის ტვინის არხის სტენოზზე ეჭვის შემთხვევაში.

მიელოგრაფიის საშუალებით შეიძლება დადგინდეს შემდეგი დაავადებები:

  • სირინგომიელია (ზურგის ტვინში ღრუს აღმოჩენა);
  • მენინგოცელე;
  • ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება;
  • სპინალური არაქნოიდიტი;
  • ზურგის ტვინისა და ირგვლივმდებარე ქსოვილების ინფექცია;
  • ნერვული სისტემის ორგანოების სიმსივნე.

ამას გარდა, მიელოგრაფია შეიძლება დაენიშნოს პაციენტს ხერხემალსა და ზურგის ტვინზე ოპერაციამდე და მის შემდეგ, მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრისთვის.

უკუჩვენებები

რადგანაც მიელოგრაფია გულისხმობს ზურგის ტვინის სტრუქტურებში ჩარევას, არსებობს რიგი უკუჩვენებები ამ პროცედურის ჩატარებისთვის.

  • ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებები;
  • შორს წასული ართრიტი;
  • თირკმელების, ღვიძლის ან გულის დეკომპენსირებული პათოლოგიები;
  • ხერხემლის სვეტის თანდაყოლილი დეფექტები, რომლებიც ხელს უშლის კონტრასტის შეყვანას;
  • კანის იმ უბნის ჩირქოვანი ანთება, სადაც უნდა შეიყვანონ ნემსი.
  • კონტრასტული ნივთიერების კომპონენტებზე ალერგია;
  • ქალაშიდა წნევის მომატება;

ხერხემალზე ახალგადატანილი ოპერაცია.

ორსულობისას პროცედურა შეიძლება ჩატარდეს უკიდურეს შემთხვევაში:

  • იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს დიდხანს არ შეუძლია გაუნძრევლად წოლა;
  • არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა.

კვლევისთვის მომზადება

პროცედურამ გართულებების გარეშე რომ ჩაიაროს და შედეგებიც ზუსტი იყოს, მიელოგრაფიის ჩატარების წინ აუცილებელია მომზადება, რომელიც მოიცავს შემდეგ მომენტებს:

  • ბოლო კვება უნდა მოხდეს კვლევამდე 8 საათით ადრე. შეიძლება მცირე რაოდენობით წყლის მიღება;
  • მიელოგრაფიამდე ორი დღით ადრე უარი უნდა ვთქვათ ისეთი პროდუქტების მიღებაზე, რომლებიც ნაწლავებში ზრდის აირების წარმოქმნას და დუღილს. საჭიროა ბევრი წყლის დალევა;
  • 2-3 დღით ადრე უნდა შეწყდეს ანტიკოაგულანტების, ანტიდეპრესანტების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება;
  • ხერხემლის მიელოგრაფია ტარდება ამბულატორიულად.

პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.

მიელოგრაფიის შემდეგ ადამიანმა ერთი დღით მაინც უნდა დაიცვას წოლითი რეჟიმი. საწოლში თავი ოდნავ შემაღლებული უნდა იყოს. რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა მიიღოს, რომ ორგანიზმი დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. პროცედურის შემდეგ რამდენიმე დღე არ შეიძლება ვარჯიში, სიმძიმის აწევა ან მკვეთრი მოძრაობა. 2-3 დღის შემდეგ შეიძლება მარტივი ფიზიკური დატვირთვა, რაც ხელს შეუწყობს კონტრასტის გამოყოფას ორგანიზმიდან.

მიელოგრაფიის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გართულებები, როგორებიცაა პუნქციის მიდამოში სისხლდენა, თავის ტკივილი, ცხელება, ღებინება, მოძრაობის დარღვევა ან პარესთეზია. მსგავსი სიმპტომების აღმოცენებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა. გართულებების განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელია რეკომენდაციების დაცვით.