ყველაფერი, რაც კი შეიძლება ვიცოდეთ ხერხემლის მიელოგრაფიის შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

ყველაფერი, რაც კი შეიძლება ვიცოდეთ ხერხემლის მიელოგრაფიის შესახებ

ყველაფერი, რაც კი შეიძლება ვიცოდეთ ხერხემლის მიელოგრაფიის შესახებ
ხერხემლის მიელოგრაფიით შესაძლებელია გავარკვიოთ, როგორ ნაწილდება ზურგის ტვინის სითხე (ლიქვორი) ზურგის ტვინის გარსებში. მისი საშუალებით შესაძლებელია ხერხემლის სვეტის პათოლოგიების, ნერვული ფესვებისა და ზურგის ტვინის დაავადებების გამოვლენა, ასევე დადგინდეს განვითარებული დარღვევის ადგილი და მიზეზები. პროცედურა ტარდება რენტგენის აპარატის კონტროლით. სუბარაქნოიდულ სივრცეში წინასწარ შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება (კლასიკური მიელოგრაფია) ან ჰაერი (პნევმომიელოგრაფია).


რატომ კეთდება აღნიშნული კვლევა?

ხერხემლის მიელოგრაფია დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდია, რომელიც ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიისგან განსხვავებით, არა მარტო ვიზუალურად აჩვენებს ხერხემლის სვეტს, არამედ სტრუქტურების განლაგების დეტალურად დ
ანახვის საშუალებასაც იძლევა. სურათების მისაღებად გამოიყენება რენტგენის აპარატი, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კონტრასტული ნივთიერების სახით შეიძლება გამოიყენებოდეს აზოტის ოქსიდი, ჟანგბადი, დემირექსი ან სხვა რენტგენოკონტრასტული პრეპარატები.

ხერხემლის მიელოგრაფია ტარდება შემდეგი პრობლემების აღმოსაჩენად:

  • ზურგის ტვინის ტრავმები, გარსების ანთება;
  • ახალწარმონაქმნები;
  • მალათაშუა თიაქარი;
  • ნევროპათია.

ხერხემლის სვეტის დიაგნოსტიკის აღნიშნული მეთოდი გამოირჩევა ინფორმაციულობით, უსაფრთხოებით (მინიმალური დასხივება) და მკაფიო გამოსახულების მიღების შესაძლებლობით. სამგანზომილებიანი მიელოგრაფია ხერხემლის სვეტის თითოეული დეტალის დათვალიერების საშუალებას იძლევა.

როდისაა ნაჩვენები მიელოგრაფია:

  • ტკივილის, კიდურების სისუსტისა და დაბუჟების მიზეზის დასადგენია;
  • ზურგის ტვინის არხის მიდამოში ახალწარმონაქმნის არსებობის დასადგენად;
  • მალთაშუა თიაქრის დიაგნოსტიკისათვის;
  • ხერხემლის არხის სისხლძარღვების პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით;
  • ზურგის ტვინის ფესვების დიაგნოსტიკისთვის;
  • ზურგის ტვინისა და მისი გარსების ანთების აღმოსაჩენად;
  • ზურგის ტვინის არხის სტენოზზე ეჭვის შემთხვევაში.

მიელოგრაფიის საშუალებით შეიძლება დადგინდეს შემდეგი დაავადებები:

  • სირინგომიელია (ზურგის ტვინში ღრუს აღმოჩენა);
  • მენინგოცელე;
  • ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება;
  • სპინალური არაქნოიდიტი;
  • ზურგის ტვინისა და ირგვლივმდებარე ქსოვილების ინფექცია;
  • ნერვული სისტემის ორგანოების სიმსივნე.

ამას გარდა, მიელოგრაფია შეიძლება დაენიშნოს პაციენტს ხერხემალსა და ზურგის ტვინზე ოპერაციამდე და მის შემდეგ, მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრისთვის.


უკუჩვენებები

რადგანაც მიელოგრაფია გულისხმობს ზურგის ტვინის სტრუქტურებში ჩარევას, არსებობს რიგი უკუჩვენებები ამ პროცედურის ჩატარებისთვის.

  • ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებები;
  • შორს წასული ართრიტი;
  • თირკმელების, ღვიძლის ან გულის დეკომპენსირებული პათოლოგიები;
  • ხერხემლის სვეტის თანდაყოლილი დეფექტები, რომლებიც ხელს უშლის კონტრასტის შეყვანას;
  • კანის იმ უბნის ჩირქოვანი ანთება, სადაც უნდა შეიყვანონ ნემსი.
  • კონტრასტული ნივთიერების კომპონენტებზე ალერგია;
  • ქალაშიდა წნევის მომატება;

ხერხემალზე ახალგადატანილი ოპერაცია.

ორსულობისას პროცედურა შეიძლება ჩატარდეს უკიდურეს შემთხვევაში:

  • იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს დიდხანს არ შეუძლია გაუნძრევლად წოლა;
  • არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა.


კვლევისთვის მომზადება

პროცედურამ გართულებების გარეშე რომ ჩაიაროს და შედეგებიც ზუსტი იყოს, მიელოგრაფიის ჩატარების წინ აუცილებელია მომზადება, რომელიც მოიცავს შემდეგ მომენტებს:

  • ბოლო კვება უნდა მოხდეს კვლევამდე 8 საათით ადრე. შეიძლება მცირე რაოდენობით წყლის მიღება;
  • მიელოგრაფიამდე ორი დღით ადრე უარი უნდა ვთქვათ ისეთი პროდუქტების მიღებაზე, რომლებიც ნაწლავებში ზრდის აირების წარმოქმნას და დუღილს. საჭიროა ბევრი წყლის დალევა;
  • 2-3 დღით ადრე უნდა შეწყდეს ანტიკოაგულანტების, ანტიდეპრესანტების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება;
  • ხერხემლის მიელოგრაფია ტარდება ამბულატორიულად.

პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.

მიელოგრაფიის შემდეგ ადამიანმა ერთი დღით მაინც უნდა დაიცვას წოლითი რეჟიმი. საწოლში თავი ოდნავ შემაღლებული უნდა იყოს. რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა მიიღოს, რომ ორგანიზმი დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. პროცედურის შემდეგ რამდენიმე დღე არ შეიძლება ვარჯიში, სიმძიმის აწევა ან მკვეთრი მოძრაობა. 2-3 დღის შემდეგ შეიძლება მარტივი ფიზიკური დატვირთვა, რაც ხელს შეუწყობს კონტრასტის გამოყოფას ორგანიზმიდან.

მიელოგრაფიის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გართულებები, როგორებიცაა პუნქციის მიდამოში სისხლდენა, თავის ტკივილი, ცხელება, ღებინება, მოძრაობის დარღვევა ან პარესთეზია. მსგავსი სიმპტომების აღმოცენებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა. გართულებების განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელია რეკომენდაციების დაცვით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ეს არის სისხლის ანალიზი(იღებენ სისხლს ვენიდან), რომელიც სტრეპტოკოკულ ინფექციას ამოწმებს.
სულ მალე ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკა შესაძლებელი იქნება თევზის ქონის კაფსულის ზომის ტაბლეტის გადაყლაპვის შედეგად,
სამედიცინო ცენტრ "ციტოს" ალგორითმი 1997 წლიდან იქმნება. დიდ სითამამეს მოითხოვდა ფრანგული ლაბორატორიული ქსელების ანალოგად
გ. ელიავას სახელობის "ბაქტერიოფაგიის სადიაგნოსტიკო ცენტრი" და "ელიავას ავტორიზებული აფთიაქი" 1990 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში ემსახურება მომხმარებლებს.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს საქართველოს განვითარების მხარდამჭერ პროგრამებს.
D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი, პატარა ზომის ცილის ფრაგმენტი,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად