"COVID ლაბ" სისტემა - ჩეხეთის კარიტასის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი საქართველოსთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"COVID ლაბ" სისტემა - ჩეხეთის კარიტასის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი საქართველოსთვის

ის ქვეყნისათვის სასარგებლო სოციალური და ჯანდაცვის პროექტებით აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებთან - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით 2017 წლიდან 2023 წლამდე არაერთი საინტერესო პროექტი დაიგეგმა და ხორციელდება.

მათგან მნიშვნელოვანია:

• პირველად ჯანდაცვაში ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა;

• ქვეყნის მასშტაბით ყოვლისმომცველი საინფორმაციო ტექნოლოგიური (Iთ) გადაწყვეტილებების შექმნა პირველადი ჯანდაცვისთვის;

• კვალიფიკაციის სტანდარტების და მოთხოვნების განახლება და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბება პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის.

COVID-19 პანდემიის საპასუხოდ 2020 წლის აპრილი-ივნისის განმავლობაში:

• პირველად ჯანდაცვაში საქართველოს 10 რეგიონის 974 სოფლის ექიმს (76% მოცვა) ჩაუტარდა ტრენინგები COVID-19 საეჭვო შემთხვევების მართვის შესახებ;

• შეიქმნა COVID-19 ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემა COVID-19-ის ეფექტური მეთვალყურეობისთვის;

• გაძლიერდა 400-ზე მეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ლაბორატორიების პერსონალის, ინფექციური დაავადებების სპეციალისტთა გადაუდებელი რეაგირების უნარი, COVID-19 ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემის გამოყენების სწავლების გზით.

mkurnali.ge

რა მნიშვნელობა აქვს "COVID ლაბ" სისტემას საქართველოსთვის

"COVID ლაბ" სისტემა არის ერთიანი უნიფიცირებული საინფორმაციო სისტემა ლაბორატორიათა თანამშრომლებისთვის, ეპიდემიოლოგებისა და სტატისტიკოს-ანალიტიკოსებისთვის, და არა მარტო მათთვის, ყველა ექიმისა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის.

"COVID ლაბ" ელექტრონული მოდულის დანიშნულებაა COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და მათი შედეგების ელექტრონული აღრიცხვა, COVID-19 ტესტირების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცის მთლიანი ჯაჭვის რეგისტრაცია, დაწყებული ნიმუშის აღებიდან, დასრულებული ტესტირების შედეგით.

"COVID ლაბ" სისტემა შესაბამისი დაშვების მქონე ადამიანებს, საჭირო ინფორმაციის მოძიების, დათვალიერებისა და რედაქტირების საშუალებას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია COVID-19 პანდემიის დროს ეპიდემიასთან დაკავშირებული პროცესების სამართავად.

აღნიშნული სისტემა გარდა იმისა, რომ ამარტივებს ლაბორატორიული კვლევებისა და მათი შედეგების სარწმუნო მონაცემების რეგისტრაციასა და აღრიცხვას, ხელს უწყობს შემდგომი კლინიკური პროცესების მართვას, რაც საჭირო და მნიშვნელოვანია დაწესებულებებსა და ლაბორატორიებს შორის საკვლევი ნიმუშების ელექტრონული ლოჯისტიკისა და საზოგადოდ, სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზისათვის; "ჩOVID ლაბ" სისტემა, იმავდროულად, არამიზნობრივად ჩატარებული კვლევების პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაცაა.

"COVID ლაბ" სისტემა მოიცავს არა მხოლოდ ლაბორატორიებს, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, სასტუმროებს, ყველა იმ ობიექტს, რომელიც მობილიზებულია COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად და რომელიც ახორციელებს შესაბამის ტესტირებებს. ამ ეტაპისათვის პროექტის ფარგლებში გადამზადდა 450-მდე სხვადასხვა სპეციალისტი, რომელმაც შემდგომი გამოყენებისათვის გაიცნო და საფუძვლიანად შეისწავლა "ჩOVID ლაბ" სისტემის, როგორც ტექნიკური და ფუნქციური, ასევე ფინანსური ანგარიშგების დეტალები.

1 აპრილიდან - 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა 41 ტრენინგი, სრულიად საქართველოს რეგიონალური მასშტაბით (დაესწრო 365 ჯგუფი), ტრენინგებისათვის გამოყენებული იყო დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ვებ პორტალი.

საყურადღებოა, რომ სრულყოფილი და დახვეწილი "COVID ლაბ" სისტემით საქართველოშიც უზრუნველყოფილია მონაცემთა მართვის უსაფრთხოება და დაცულია კონფიდენციალობა!

"COVID ლაბ" სისტემის სასარგებლო ფუნქციებზე კომენტარს აკეთებს და ქვეყნისათვის შედეგობრივად მნიშვნელოვან საკითხებს განმარტავს ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე - ალექსანდრე ტურძილაძე:

- პროცესების სამართავად და ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ზედმიწევნით ფლობდე ინფორმაციას. საკითხის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, როდესაც საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება, მით უფრო, პანდემიის პირობებში. ვფიქრობ, კოვიდის ლაბორატორიულმა სისტემამ ეპიდემიის მართვაში შეასრულა და ასრულებს მნიშვნელოვან როლს. მასზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობამ მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ტექნიკური გადაწყვეტილება და ეს პროცესი მომავალშიც შეუქცევადი იქნება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის მთავრობას ამ დახმარებისათვის!