"COVID ლაბ" სისტემა - ჩეხეთის კარიტასის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი საქართველოსთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

"COVID ლაბ" სისტემა - ჩეხეთის კარიტასის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი საქართველოსთვის

"COVID ლაბ" სისტემა - ჩეხეთის კარიტასის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი საქართველოსთვის
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს საქართველოს განვითარების მხარდამჭერ პროგრამებს.
ის ქვეყნისათვის სასარგებლო სოციალური და ჯანდაცვის პროექტებით აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებთან - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით 2017 წლიდან 2023 წლამდე არაერთი საინტერესო პროექტი დაიგეგმა და ხორციელდება.

მათგან მნიშვნელოვანია:
• პირველად ჯანდაცვაში ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა;
• ქვეყნის მასშტაბით ყოვლისმომცველი საინფორმაციო ტექნოლოგიური
(Iთ) გადაწყვეტილებების შექმნა პირველადი ჯანდაცვისთვის;
• კვალიფიკაციის სტანდარტების და მოთხოვნების განახლება და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბება პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის.

COVID-19 პანდემიის საპასუხოდ 2020 წლის აპრილი-ივნისის განმავლობაში:

• პირველად ჯანდაცვაში საქართველოს 10 რეგიონის 974 სოფლის ექიმს (76% მოცვა) ჩაუტარდა ტრენინგები COVID-19 საეჭვო შემთხვევების მართვის შესახებ;
• შეიქმნა COVID-19
ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემა COVID-19-ის ეფექტური მეთვალყურეობისთვის;
• გაძლიერდა 400-ზე მეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ლაბორატორიების პერსონალის, ინფექციური დაავადებების სპეციალისტთა გადაუდებელი რეაგირების უნარი, COVID-19 ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემის გამოყენების სწავლების გზით.

mkurnali.ge


რა მნიშვნელობა აქვს "COVID ლაბ" სისტემას საქართველოსთვის

"COVID ლაბ" სისტემა არის ერთიანი უნიფიცირებული საინფორმაციო სისტემა ლაბორატორიათა თანამშრომლებისთვის, ეპიდემიოლოგებისა და სტატისტიკოს-ანალიტიკოსებისთვის, და არა მარტო მათთვის, ყველა ექიმისა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის.

"COVID ლაბ" ელექტრონული მოდულის დანიშნულებაა COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და მათი შედეგების ელექტრონული აღრიცხვა, COVID-19 ტესტირების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცის მთლიანი ჯაჭვის რეგისტრაცია, დაწყებული ნიმუშის აღებიდან, დასრულებული ტესტირების შედეგით.

"COVID ლაბ" სისტემა შესაბამისი დაშვების მქონე ადამიანებს, საჭირო ინფორმაციის მოძიების, დათვალიერებისა და რედაქტირების საშუალებას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია COVID-19 პანდემიის დროს ეპიდემიასთან დაკავშირებული პროცესების სამართავად.

აღნიშნული სისტემა გარდა იმისა, რომ ამარტივებს ლაბორატორიული კვლევებისა და მათი შედეგების სარწმუნო მონაცემების რეგისტრაციასა და აღრიცხვას, ხელს უწყობს შემდგომი კლინიკური პროცესების მართვას, რაც საჭირო და მნიშვნელოვანია დაწესებულებებსა და ლაბორატორიებს შორის საკვლევი ნიმუშების ელექტრონული ლოჯისტიკისა და საზოგადოდ, სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზისათვის; "ჩOVID ლაბ" სისტემა, იმავდროულად, არამიზნობრივად ჩატარებული კვლევების პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაცაა.

"COVID ლაბ" სისტემა მოიცავს არა მხოლოდ ლაბორატორიებს, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, სასტუმროებს, ყველა იმ ობიექტს, რომელიც მობილიზებულია COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად და რომელიც ახორციელებს შესაბამის ტესტირებებს. ამ ეტაპისათვის პროექტის ფარგლებში გადამზადდა 450-მდე სხვადასხვა სპეციალისტი, რომელმაც შემდგომი გამოყენებისათვის გაიცნო და საფუძვლიანად შეისწავლა "ჩOVID ლაბ" სისტემის, როგორც ტექნიკური და ფუნქციური, ასევე ფინანსური ანგარიშგების დეტალები.

1 აპრილიდან - 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა 41 ტრენინგი, სრულიად საქართველოს რეგიონალური მასშტაბით (დაესწრო 365 ჯგუფი), ტრენინგებისათვის გამოყენებული იყო დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ვებ პორტალი.

საყურადღებოა, რომ სრულყოფილი და დახვეწილი "COVID ლაბ" სისტემით საქართველოშიც უზრუნველყოფილია მონაცემთა მართვის უსაფრთხოება და დაცულია კონფიდენციალობა!

"COVID ლაბ" სისტემის სასარგებლო ფუნქციებზე კომენტარს აკეთებს და ქვეყნისათვის შედეგობრივად მნიშვნელოვან საკითხებს განმარტავს ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე - ალექსანდრე ტურძილაძე:

- პროცესების სამართავად და ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ზედმიწევნით ფლობდე ინფორმაციას. საკითხის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, როდესაც საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება, მით უფრო, პანდემიის პირობებში. ვფიქრობ, კოვიდის ლაბორატორიულმა სისტემამ ეპიდემიის მართვაში შეასრულა და ასრულებს მნიშვნელოვან როლს. მასზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობამ მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ტექნიკური გადაწყვეტილება და ეს პროცესი მომავალშიც შეუქცევადი იქნება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის მთავრობას ამ დახმარებისათვის!



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
გ. ელიავას სახელობის "ბაქტერიოფაგიის სადიაგნოსტიკო ცენტრი" და "ელიავას ავტორიზებული აფთიაქი" 1990 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში ემსახურება მომხმარებლებს.
ხერხემლის მიელოგრაფიით შესაძლებელია გავარკვიოთ, როგორ ნაწილდება ზურგის ტვინის სითხე (ლიქვორი) ზურგის ტვინის გარსებში.
D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი, პატარა ზომის ცილის ფრაგმენტი,
რა არის მედიასტინოსკოპია? მედიასტინოსკოპია შუასაყრის კვლევის ენდოსკოპიური მეთოდია.
დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია დიაგნოსტიკის თანამედროვე, ყველაზე მეტად ინფორმაციული და სარწმუნო მეთოდია.
ჰაიდელბერგის (გერმანია) საუნივერსიტეტო გინეკოლოგიური კლინიკის მეცნიერებმა წარმოადგინეს
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად