რა არის D-დიმერი და როდის არის საჭირო მისი ანალიზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის D-დიმერი და როდის არის საჭირო მისი ანალიზი

რომელიც სისხლში კოლტის ფიბრინოლიზით დაშლის შედეგად ჩნდება.

D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.

რატომ კეთდება D-დიმერის ტესტი?

D-დიმერის ტესტი კეთდება ორგანიზმში თრომბის არსებობის გამოსარიცხად.

D-დიმერის ტესტი გამოიყენება საშუალო და დაბალი რისკის მქონე პაციენტებში (თრომბის განვითრების თვალსაზრისით) პულმონური ემბოლიისა და ღრმა ვენური თრომბოზის გამოსარიცხად.

D-დიმერის ტესტი სხვა კოაგულაციურ ტესტებთან ერთდ გამოიყენება დისიმინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის (DIC) სინდრომის დიაგნოსტიკაში.

D-დიმერის ტესტი, აგრეთვე გამოიყენება DIC სინდრომის მკურნალობის შესაფასებლად.

როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?

სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.

რას ნიშნავს მომატებული D-დიმერი?

D-დიმერი ნორმაში უნდა იყოს <400ნგ/მლ.

მომატებული D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.

D-დიმერი მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:

  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; ღრმა ვენური თრომბოზი;
  • DIC -სინდრომი;
  • აორტის განშრევება;
  • ღვიძლის კარის ვენის თრომბოზი.

კიდევ რა დასახელებით შეიძლება შეგვხვდეს?

სხვა დასახელება არ გააჩნია.

საჭირო ინფორმაცია

D-დიმერი მატულობს ხანდაზმულებში, აგრეთვე პაციენტებში რომლებსაც აქვთ დადებითი რევმატოიდული ფაქტორი და ჰემოლიზური დაავადებები შეიძლება იყოს ცრუ დადებითი შედეგები. D-დიმერი ნორმაში მატულობს ორსულობის დროს.

წყარო: vistamedi.ge