კანის სინჯები როგორც დიაგნოსტიკის მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის სინჯები როგორც დიაგნოსტიკის მეთოდი

ლორწოვანის შეშუპება, ღებინება და მრავალი სხვა. ამასთან, ერთსა და იმავე ნივთიერებაზე სხვადასხვა ადამიანს ალერგიის განსხვავებული გამოვლენა აქვს, რომელიც გამოირჩევა არა მარტო რეაქციის ინტენსივობით, არამედ სიმპტომების მრავალფეროვნებით. ამასთან, სხვადასხვა სახის ალერგიულ რეაქციებს მსგავსი სიმპტომატიკა შეიძლება ახასიათებდეს. კონკრეტულად რომელ ალერგენზე იქონია რეაგირება იმუნიტეტმა, ამის სადიაგნოსტიკო ერთ-ერთი მეთოდი კანის სინჯებია.

ანიშვნის ჩვენებები:

  • პოლინოზი;
  • ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
  • ასთმის შეტევა, რომელიც პროვოცირებულია ალერგენის რესპირატორული გზით მოხვედრის შედეგად;
  • სამკურნალწამლო საშუალებებზე ალერგია.

ანალიზის სახეები

თანამედროვე მედიცინის არსენალში კანის ალერგიული სინჯების რამდენიმე სახე არსებობს:

1. სკარიფიკაციური სინჯები;

2. პრიკ-ტესტები;

3. აპლიკაციური სინჯები;

4. კანქვეშა სინჯები.

თითოეულს თავისი უპირატესობა და თავისებურება აქვს და ყველა ინფორმაციულია.

სკარიფიკაციური მეთოდი

ალეგენზე კანის სინჯები ხშირად სწორედ სკარიფიკაციური მეთოდით ჩატარებას გულისხმობს. მისი არსი ისაა, რომ წინამხრის გასუფთავებულ კანზე აწვეთებენ სავარაუდო ალერგენის ხსნარს. შემდეგ სპეციალური სკარიფიკატორით წვეთის ქვეშ ფხაჭნიან კანის ზედაპირს. პირველი შედეგები ფასდება უკვე 15-20 წუთში. ალერგენის დატანის ადგილზე, რომელიც იწვევს იმუნიტეტის დაუყოვნებლივ რეაქციას, ვლინდება სიწითლე, შეშუპება, ქავილი. თუ პაპულის ზომა 2მმ და მეტია, სინჯზე რეაქცია ითვლება დადებითად. ალერგენზე რეაქციის საბოლოო დასკვნა 48 საათის შემდეგაა.

პრიკ-ტესტი

ის სკარიფიკაციური მეთოდის სახესხვაობაა. განსხვავდება იმით, რომ ალერგენის შემცველი წვეთის ქვეშ კანს უწვრილესი ნემსით ჩხვლეტენ. ისევე როგორც სკარიფიკაციური სინჯისას, საბოლოო შედეგი ფასდება 48 საათის შემდეგ.

აპლიკაციური მეთოდი

კანის სინჯები აპლიკაციური მეთოდით ხშირად ტარდება კონტაქტურ დერმატიტზე ეჭვისას იმისათვის, რომ ზუსტად დადგინდეს ის ნივთიერება, რომელთან შეხებამაც გამოიწვია ალერგიული რეაქცია. სკარიფიკაციური მეთოდისგან განსხვავებით, კანი არ ტრავმირდება. ალერგენის შემცველი ხსნარი დაიტანება ბამბის ან დოლბანდის ტამპონით და მაგრდება ზურგზე, ბეჭთაშუა ზონაში. თითოეულ ალერგენს აუცილებლად ეწერება ქვეშ დასახელება. პირველი შედეგები ნახევარი საათის განმავლობაში შეიძლება გამოჩნდეს. შედეგი დადებითად ითვლება ალერგენის კონტაქტის ადგილზე სიწითლის, ბუშტუკის, გამონაყარის წარმოქმნისას.

კანქვეშა მეთოდი

სადიაგნოსტიკო ალერგენი შეჰყავთ უშუალოდ კანქვეშ, ზედაპირულად.

კანის ყველა სახის სინჯს აერთიანებს ზოგადი წესები:

  • ერთ პროცედურაზე დაიტანება არა უმეტეს 15-20 ალერგენი;
  • ალერგენების პარალელურად შეიძლება დატანილ იქნეს ფიზიოლოგიური ხსნარი და ჰისტამინის ხსნარი;
  • ჰისტამინზე რეაქცია გვიჩვენებს სისხლში მის არსებობას ანალიზის ჩატარების მომენტში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანალიზის შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურად და აუცილებელია ალერგენებზე დამატებითი ანალიზების ჩატარება.

შედეგები კლასიფიცირდება გამოხატვის რეაქციის ხარისხის მიხედვით: დადებითი, სუსტად დადებითი, უარყოფითი და საეჭვო.

კანის ალერგიული სინჯები შედარებით უსაფრთხო დიაგნოსტიკის მეთოდია. თუმცა, იმის გამო, რომ ძალიან იშვიათად, ალერგენზე რეაქცია შეიძლება საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდეს (ანაფილაქსიური შოკის განვითარებაც კი), ყველა პროცედურა ტარდება ექიმის კონტროლის ქვეშ.

უკუჩვენება:

  • ბავშვები 5 წლამდე;
  • ორსულობა;
  • ლაქტაციის პერიოდი;
  • ქრონიკული დაავადების გამწვავება;
  • მწვავე ინფექციური დაავადებები;
  • 60 წელზე მეტი ასაკი;
  • ჰორმონული თერაპია;
  • ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღება;
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • ფსიქიკური დაავადებები;
  • ცნს-ის დაავადებები;
  • სხეულის მაღალი ტემპერატურია;
  • ანამნეზში ანაფილაქსიური შოკი;
  • ნებისმიერი ალერგიული რეაქცია მწვავე ფაზაში.

თითოეულმა ჩამოთვლილმა პუნქტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ანალიზების შედეგების სანდოობაზე.

პროცედურისთვის მომზადება გულისხმობს გარკვეული მოთხოვნების დაცვას:

  • ალერგიის ბოლო გამოვლინებიდან უნდა იყოს, სულ მცირე, 30 დღე გასული;
  • ანალიზამდე ორი კვირის განმავლობაში არ შეიძლება ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება;
  • ერთი კვრის განმავლობაში არ შეიძლება გარეგანი ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება (მალამოები, კრემები, გელები);
  • ორგანიზმი უნდა იყოს მშვიდად, სისხლში ადრენალინის დონის მომატებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კვლევის შედეგებზე.
  • კანის სინჯები სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და კარგად გადააქვთ პაციენტებს.