რა არის ჰისტეროსკოპია და როგორ და რატომ ტარდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ჰისტეროსკოპია და როგორ და რატომ ტარდება

კვლევის ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუს შიგნიდან დათვალიერება, სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის დიაგნოსტირება და მათი მკურნალობა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში პროცედურა დიაგნოსტიკურიდან გადადის სამკურნალოში. ენდოსკოპიურ მანიპულაციებს გააჩნია მაღალი სიზუსტე, არ საჭიროებს ღია ოპერაციულ ჩარევას, რასაც არასასურველი შედეგების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს. ეს კი ამგვარ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ფრიად მიმზიდველს ხდის.

ჰისტეროსკოპიის ჩვენებებია:

  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური ცვლილება (დიფუზური ჰიპერპლაზია, პოლიპოზი);
  • საშვილოსნოსა და დანამატების მანკები და ანომალიები;
  • მეანობაში – განუვითარებელი ორსულობის, სამედიცინო აბორტის, მშობიარობისშემდგომი ანთების, საკეისრო კვეთის შემდგომ ემბრიონული ფრაგმენტების, ქორიონის, პლაცენტის ნარჩენების ეჭვის შემთხვევაში;
  • ლორწქვეშა მიომური კვანძები;
  • საშვილოსნოს შიგნით სპირალის მდგომარეობის გასაზღვრა;
  • უშვილობა და მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ექსტრაკორპორალური განაყოფიერების წარუმატებელი მცდელობა;
  • ავთვისებიან წარმონაქმნზე ეჭვი;
  • პოსტმენოპაუზის პერიოდში სისხლდენა (აბსოლუტური ჩვენება);
  • საშვილოსნოს საკონტროლო რევიზია ოპერაციული ან ჰორმონული მკურნალობის შემდეგ.

ჰისტეროსკოპიის უკუჩვენებებია:

1. სასქესო გზებისა და ენდომეტრიუმის მწვავე ანთება;

2. ნებისმიერი ვადის ორსულობა;

3. მასიური სისხლდენა საშვილოსნოდან;

4. საშვილოსნოს ყელისა და ყელის არხის შევიწროება, რომელიც ეწინააღმდეგება ენდოსკოპის შეყვანას;

5. გავრცელებული სიმსივნე, როდესაც პროცედურამ შეიძლება მოახდინოს სიმსივნის დისემინაციისა და მეტასტაზირების პროვოცირება;

6. ზოგადი ხასიათის ინფექციური დაავადება (რესპირატორული, ნაწლავური ინფექციები ცხელებით და ინტოქსიკაციით მიმდინარე);

7. გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის, თირკმელების მძიმე პათოლოგია.

ენდოსკოპიის უპირატესობები:

  • დაბალი ტრავმატიზაცია და მინიმალური გართულებები;
  • 100%-იანი დიაგნოსტიკური სიზუსტე;
  • ამბულატორიულად ჩატარების შესაძლებლობა; არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, უსაფრთხო და ეფექტურია;
  • მანიპულაციის შემდეგ მოკლე რეაბილიტაციური პერიოდი;
  • დამიზნებითი ბიოფსიის აღების შესაძლებლობა.

ჰისტეროსკოპიის სახეები

  • დიაგნოსტიკური;
  • სამკურნალო;
  • საკონტროლო.

დიაგნოსტიკური პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია. დრეკადი ენდოსკოპის გამოყენებისას ნარკოზის აუცილებლობა არაა. თანამედროვე ჰისტეროსკოპები აღჭურვილია გამადიდებელი ოპტიკით, რაც საშვილოსნოს შიგნიდან მიმოხილვითი დათვალიერების საშუალებას იძლევა.

ხშირად ახალგაზრდა ქალებს აღელვებთ, შეძლებენ თუ არა ჰისტეროსკოპიის პროცედურის შემდეგ დაორსულებას. რადგანაც პროცედურა მცირეინვაზიურია, არ აზიანებს საშვილოსნოს შიგნითა შრეს და არსებულ პათოლოგიასაც კი მკურნალობს, დაორსულება სრულიად შესაძლებელია. უნაყოფობის შემთხვევაში, ჰისტეროსკოპიას სამკურნალო მიზნითაც ატარებენ. პროცედურის შემდეგ ორსულობის დაგეგმვა დამოკიდებულია საშვილოსნოს ჰისტეროსკოპიის მიზანსა და შედეგებზე. თუ ორსულობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა, ორსულობა უახლოეს მომავალში შესაძლებელია.

ამგვარად, ჰისტეროსკოპია დიდი მოცულობის ინფორმაციის მომცემი კვლევაა, რაც მას ოქროს სტანდარტად აქცევს მეან-გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.