ინტრავენური უროგრაფია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტრავენური უროგრაფია

რომელიც ტარდება ინტრავენურად შეყვანილი კონტრასტული ნივთიერებით. აღნიშნული მეთოდი ორგანოების ანატომიის გამოსახვის საშუალებაა, ასევე შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ივსება და იცლება შარდგამომყოფი სისტემა.

როდის ტარდება ინტრავენური უროგრაფია:

  • თირკმელების დაავადებები;
  • თირკმელების, შარდგამომყოფი გზებისა და შარდის ბუშტის თანდაყოლილი პათოლოგიები;
  • სიმსივნეები;
  • კენჭები თირკმელებში.

კვლევისთვის მომზადება

პროცედურამდე ერთი დღით ადრე საჭიროა სითხის მიღება. კვლევის დღეს არ შეიძლება 3 საათით ადრე ჭამა, ხოლო 1 საათით ადრე წყლის დალევა.

კვლევის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათია, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტს გაუკეთდეს განმეორებითი რენტგენოლოგიური გადაღება რამდენიმე საათის შემდეგ. კვლევამდე პაციენტის ვენაში შეჰყავთ კათეტერი და იოდკონტრასტული ნივთიერება.

აღნიშნულ კვლევაში გამოყენებული კონტრასტი არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე, თუმცა შესაძლებელია მისი შეყვანის შემდეგ აღინიშნოს კათეტერის მიდამოში სიცივის ან სითბოს შეგრძნება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი და გულისრევა.

ამის შემდეგ კეთდება რამდენიმე რენტგენოლოგიური სურათი, რომელზედაც გამოჩნდება, როგორ გადაადგილდება კონტრასტული ნივთიერება თირკმლიდან შარდგამომყოფ გზებსა და შარდის ბუშტში. ბოლო სურათი შარდის გამოყოფის შემდეგ კეთდება.

კვლევის უკუჩვენებები:

  • აღნიშნული კვლევა არ შეიძლება ჩაუტარდეს ორსულებს. აუცილებელია გაირკვეს, აქვს თუ არა ადამიანს თირკმელების გარკვეული დაავადებები, იოდზე ან იოდის შემცველ საკონტრასტო ნივთიერებაზე ალერგია, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნეგატიური გავლენა ჯანმრთელობაზე.
  • მაიონიზებელი გამოსხივების მავნეობის შესამცირებლად გამოსხივების დოზა ირჩევა პაციენტის ასაკის, წონისა და სხეულის საკვლევი მოცულობის გათვალისწინებით. სასქესო ორგანოებსა და ფარისებრ ჯირკვალზე გამოსხივების ხარისხის შესამცირებლად მას ფარავენ სპეციალური საფარით.
  • იოდკონტრასტულმა ნივთიერებამ, რომელიც შეჰყავთ ინტრავენური უროგრაფიისას, შეიძლება დაამძიმოს თირკმლის ფუნქცია, ამიტომ კვლევის წინ აუცილებელია სისხლში კრეატინინის დონის განსაზღვრა, რაც თირკმლის ფუნქციის ცვლილებაზე მოგვცემს ინფორმაციას.
  • თუ პაციენტს აღენიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და ღებულობს მეტფორმინს, საკონტრასტო ნივთიერებასთან კომბინაციაში შეიძლება ამ პრეპარატმა გააუარესოს თირკმლის ფუნქცია. ამიტომ, მეტფორმინის მიღება უნდა შეწყვიტოს კვლევამდე და მის მაგივრად მიიღოს სხვა მედიკამენტი ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის შედეგად.