რა არის ბრონქოსკოპია და როგორია მისი ჩვენებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ბრონქოსკოპია და როგორია მისი ჩვენებები

რომელიც აღნიშნული ორგანოების ლორწოვანი გარსის დაავადებების გამოვლენას ითვალისწინებს. პროცედურა 3-6 მმ დიამეტრის ფოტო-ვიდეოკამერითა და ნათურით აღჭურვილი დრეკადი მილის – ბრონქოსკოპის საშუალებით ტარდება.

თანამედროვე მოწყობილობები შექმნილია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიებით, რაც მაღალ დიაგნოსტიკურ ეფექტს უზრუნველყოფს. გამოსახულება მიიღება კომპიუტერის მონიტორზე, რის შედეგადაც შესაძლებელია მისი 10-ჯერ გადიდება და ჩანაწერის შენახვა დინამიკაში შემდგომი დაკვირვებისთვის. მოწყობილობის ოპტიკური სისტემა სასუნთქი გზების, ბრონქების მეორე განშტოებამდე დათვალიერების და 97%-ში ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა.

ბრონქოსკოპიური კვლევა ინიშნება ქრონიკული ბროქნიტების, მორეციდივე პნევმონიების, ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრონქოსკოპიის ჩატარების პროცესში შესაძლებელია ბიოფსიისთვის ქსოვილის აღება.

ბრონქოსკოპიის გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვისაცაა შესაძლებელი:

  • ბრონქებიდან უცხო სხეულის ამოღება;
  • ტრაქეისა და ბრონქების გასუფთავება ჩირქისა და ლორწოსაგან;
  • ბრონქების გამორეცხვა და სამკურნალო ხსნარების შეყვანა (ანტიბიოტიკები, გლუკოკორტიკოიდები, მუკოლიზური საშუალებები, ნიტრიფურინები);
  • ბრონქის შევიწროებული სანათურის გაფართოება;
  • მცირე ზომის სიმსივნის მოშორება.

სასუნთქი გზების მკურნალობისა და ჰისტოლოგიური კვლევისთვის მასალის ასაღებად ბრონქოსკოპი აღიჭურვება აუცილებელი ქირურგიული ინსტრუმენტებით.

აუცილებლობის შემთხვევაში ერთდროულად ტარდება ორი კვლევა – ბრონქოსკოპია და ბრონქოგრაფია.

ბრონქოგრაფია – რენტგენოგრაფიული მეთოდია, რომლის დროსაც სასუნთქ გზებში კათეტერის ან ფიბრობრონქოსკოპის საშუალებით შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება. კვლევა ბრონქული ხის შენების დეტალურად შესწავლისა (განსაკუთრებით იმ განყოფილებების, რომლებიც ენდოსკოპიური კვლევისთვის მიუწვდომელია) და სუნთქვისას მისი მოძრაობის შეფასების საშუალებას იძლევა.

ბრონქოსკოპიის სახეები:

კვლევის მიზნების მიხედვით გამოიყენება ორი სახის პროცედურა:

დრეკადი ბრონქოსკოპია – ტარდება დრეკადი მილის (ფიბრობრონქოსკოპის) საშუალებით. მცირე დიამეტრის წყალობით ფიბრობრონქოსკოპით შესაძებელია ბრონქების ქვედა განყოფილებამდე ჩაღწევა ისე, რომ პრაქტიკულად არ დაზიანდეს ლორწოვანი გარსი. დრეკადი ბრონქოსკოპია გამოიყენება სასუნთქი გზების, მათ შორის, ქვედა ნაწილების დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის. ლორწოვანი გარსის ხარისხიანი ვიზუალიზაცია არა მარტო პათოლოგიების დიაგნოსტირების, არამედ მცირე ზომის უცხო სხეულის მოშორების საშუალებასაც იძლევა. კვლევის ეს მეთოდი გამოიყენება პედიატრიაში. დრეკადი ბრონქოსკოპიისას ზოგადი ანესთეზია არაა საჭირო.

რიგიდული ბრონქოსკოპია – მისთვის გამოიყენება არადრეკადი მილების სისტემის მოწყობილობა. მათი დიამეტრი, ფიბრობრონქოსკოპისგან განსხვავებით, წვრილი ბრონქების დათვალიერების საშუალებას არ იძლევა. რიგიდულ ბრონქოსკოპს გააჩნია სამკურნალო შესაძლებლობების ფართო სპექტრი და გამოიყენება:

  • სისხლდენებისას;
  • ბრონქების სანათურის გაფართოებისას;
  • დიდი ზომის უცხო სხეულების სასუნთქი გზებიდან ამოღებისას;
  • ფილტვებიდან ლორწოსა და სითხის ამოღებისას;
  • ბრონქების გამორეცხვისა და სამკურნალო საშუალებების შეყვანისას;
  • სიმსივნეებისა და ნაწიბურების მოშორებისას.

რიგიდული ბრონქოსკოპია ტარდება ზოგადი ანესთეზიით, რის შედეგადაც პაციენტი ვერ გრძნობს დისკომფორტს.

ბრონქოსკოპიის ჩვენებები:

  • არამოტივირებული მტანჯველი ხველა;
  • გაუგებარი წარმოშობის ქოშინი;
  • სისხლიანი ხველა;
  • ხშირი ბრონქიტი და პნევმონია;
  • ბრონქებში უცხო სხეული ან სიმსივნეზე ეჭვი;
  • მუკოვისციდოზი და ტუბერკულოზი;
  • სასუნთქი გზებიდან სისხლდენა.

სამკურნალო მიზნებისათვის ბრონქოსკოპია ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ტრაქეაში ან ბრონქებში უცხო სხეულის მოხვედრა;
  • კომა ან სუნთქვის გათიშვის სხვა მდგომარეობა;
  • სისხლდენის შესაჩერებლად;
  • ბლანტი ნახველის, ჩირქის ან სისხლის არსებობა;
  • ერთ-ერთი ბრონქის ჩამკეტი სიმსივნე;
  • ანტიბიოტიკებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების უშუალოდ სასუნთქ გზებში შეყვანა.

ბრონქოსკოპია პნევმონიისას შეიძლება დაინიშინოს როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო მიზნით.

ბრონქოსკოპია უნდა ჩატარდეს სტაციონარში – სპეციალურად აღჭურვილ კაბინეტში, სტერილურობის წესების სრული დაცვით.

ბრონქოსკოპიის ტექნიკა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ყურადღებით შესწავლისა და სხვადასხვა პათოლოგიის ნიშნების აღმოჩენის საშუალებას იძლევა:

  • ანთებითი დაავადებები (ენდობრონქიტი, პნევმონია);
  • ტუბერკულოზი;
  • ბრონქული ხის ტონუსის დარღვევა (ჰიპოტონიური დისკინეზია);
  • ბრონქების სანათურის შევიწროება ანთებითი ცვლილებების ან სიმსივნის ჩაზრდისას;
  • მუკოვისციდოზი;
  • ავ- ან კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
  • ბრონქული ასთმა.

რადგანაც ბრონქოსკოპია ოპერაციული ჩარევაა, მას გააჩნია უკუჩვენებები. აბსოლუტური უკუჩვენებაა:

  • ანესთეზიაზე ალერგიული რეაქციები;
  • ჰიპერტონია;
  • ახალგადატანილი ინფარქტი ან ინსულტი (6 თვეზე ნაკლები);
  • გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები;
  • მძიმე ფორმის არითმიები;
  • ფსიქიკის დარღვევები (ეპილეფსია, შიზოფრენია და ა.შ.);
  • აორტის ანევრიზმა;
  • ხორხის შევიწროება (სტენოზი).

ზოგიერთ შემთხვევაში ბრონქოსკოპიის გადატანაა საჭირო:

  • ორსულობა (20 კვირის შემდეგ);
  • მენსტრუაციის პერიოდი;
  • ბრონქული ასთმის გამწვავება;
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონის მატება.

ბრონქოსკოპიის კვლევას ნიშნავს მხოლოდ ექიმი.

შესაძლო გართულებები

ბრონქოსკოპია პაციენტთა უმრავლესობას კარგად გადააქვს. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გართულებები:

  • რიტმის დარღვევა;
  • სისხლდენა;
  • ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმის მქონე პაციენტები);
  • ჰიპოქსია (ჟანგბადის მიწოდების დარღვევა);
  • პნევმოთორაქსი – პლევრის ღრუში ჰაერის მოხვედრა.

ამ შემთხვევაში პაციენტს უტარდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.