სისხლძარღვების ანგიოგრაფია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლძარღვების ანგიოგრაფია

პათოლოგიური პროცესის გავრცელების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლის საშუალებას იძლევა.

ჩვეულებრივი რენტგენოგრამები არტერიებისა და ვენების ხილვის საშუალებას არ იძლევა, რამდენადაც სისხლძარღვებს, ისევე როგორც ახლომდებარე ქსოვილებს, რენტგენის სხივების შთანთქმის უნარი გააჩნია.

რომელი დაავადების აღმოჩენის შესაძლებლობა იქმნება ანგიოგრაფიის საშუალებით? შესაძლებელია სისხლძარღვებისა და ორგანოების შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობის აღმოჩენა:

  • გამავლობის დარღვევა თრომბოზის ან ათეროსკლეროზის გამო;
  • ანევრიზმები;
  • მალფორმაცია;
  • მანკები, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების დარღვევები;
  • სიმსივნეები;
  • გულის სისხლძარღვების მანკები.

ასევე შესაძლებელია სამკურნალო პროცედურების (ინტერვენციური) ჩატარება:

  • ემბოლიზაცია;
  • სიმსივნის სისხლძარღვების ქიმიოემბოლიზაცია.

უკუჩვენება:

ანგიოგრაფიის ჩატარება არაა ნაჩვენები შემდეგი მდგომარეობის დროს:

  • მწვავე ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს;
  • ფსიქიკური დაავადებებისას;
  • თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობისას;
  • გულის დაავადებებისას;
  • ჰემოსტაზის დარღვევებისას;
  • ვენერული დაავადებებისას;
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისას;
  • იოდზე ან იოდის პრეპარატებზე ალერგიისას;
  • საანესთეზიო საშუალებებზე ალერგიისას;
  • პაციენტის მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში.

მომზადება

პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია პაციენტის თანხმობის მიღება.

წინასწარ ატარებენ ელექტროკარდიოგრაფიას.

ანგიოგრაფიის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დაუშვებელია სპირტიანი სასმლის მიღება.

თირკმელების იოდის ზემოქმედებისაგან დასაცავად ტარდება ჰიდრატაცია ანუ ორგანიზმის სითხით დატვირთვა. ეს აზავებს რენტგენოკონტრასტულ ნივთიერებას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის სწრაფად გამოდევნას.

პროცედურამდე 4 საათით ადრე არ შეიძლება საკვებისა და სასმლის მიღება.

როგორ ტარდება პროცედურა

პაციენტი წვება სპეციალურ ანგიოგრაფიულ მაგიდაზე. მას აფიქსირებენ და რთავენ კარდიომონიტორზე. ვენაში შეჰყავთ კათეტერი, მისი საშუალებით ტარდება პრემედიკაცია – შემდეგი სამკურნალო პრეპარატების შეყვანა:

  • ანტიჰისტამინური საშუალებები შესაძლებელი ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად;
  • ტრანკვილიზატორები;
  • ტკივილგამაყუჩებლები.

ანგიოგრაფია შეიძლება ჩატარდეს პუნქციის ან კათეტერიზაციის (კონტრასტული ნივთიერებისთვის სისხლძარღვში კათეტერის შეყვანა) საშუალებით. უმეტეს შემთხვევაში კეთდება ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია.

ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ კანზე კეთდება 3-4 მმ სიგრძის განაკვეთი. სპეციალური დიდი სანათურის მქონე ნემსის საშუალებით არტერიაზე ხდება ჩხვლეტა. ნემსი აუცილებელია შემდგომში ლითონის გამტარის შესაყვანად. სისხლძარღვის შიგნით მოქმედება მუდმივად კონტროლდება რენტგენოტელეხედვით.

კათეტერის ჩადგმის შემდეგ შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება. ამ მომენტიდან ტარდება რენტგენოლოგიური გადაღება წინასწარმიცემული პროგრამით.

პროცედურის დასასრულს კათეტერს აშორებენ, ხოლო პუქციის მიდამოში ადებენ სტერილურ სახვევს.

თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება მხოლოდ სუბტრაქციული დიგიტალური ანგიოგრაფია, რომლის არსიც სისხლძარღვების კონტრასტული კვლევა და შემდგომ კომპიუტერული დამუშავებაა.

მეთოდის უპირატესობები

მისი საშუალებით შესაძლებელია უფრო ხარისხიანი სურათების მიღება და ზოგადი სურათიდან შესაძლებელია ცალკეული სისხლძარღვების გამოყოფა:

შესაძლებელია შეყვანილი რენტგენოკონტრასტული ნივთიერების დოზის შემცირება;

კონტრასტული ნივთიერების შეყვანა შესაძლებელია კათეტერიზაციის გარეშე, რის შედეგადაც მცირდება პროცედურის ტრავმატიზაციის ხარისხი.

ანგიოგრაფიის შემდეგ პაციენტისთვის ნაჩვენებია 24-საათიანი წოლითი რეჟიმი ექიმის მეთვალყურეობით. პერიოდულად პუნქციის ადგილს ათვალიერებენ და ზომავენ სხეულის ტემპერატურას.

ორგანიზმიდან იოდის სწრაფად გამოსაყოფად პაციენტებისთვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

პროცედურის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთი გართულება:

  • ჩხვლეტის ადგილზე ჰემატომის განვითარება;
  • არტერიის სანათურის თრომბით დახშობა (თრომბოემბოლია), რაც ძალიან იშვიათად ვითარდება.