ფილტვის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის მიკრო ზონდი შექმნეს
მომაკვდინებელი სამედიცინო გართულებაა. შესაბამისად გასაგებია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ახალშექმნილ მოწყობილობას.
ედინბურგის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შექმნეს ახალი ზონდი, ოპტიკური ბოჭკოსაგან, რომლის დიამეტრი 0,2 მმ-ია. ამ ახალი მოწყობილობით მედიკოსები შეძლებენ დროულად გამოავლინონ ფილტვის ქსოვილში მიმდინარე ცვლილებები. ზონდი 19 გადამცემს შეიცავს, რომლებიც მოწოდებულია მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, ჟანგბადის კონცენტრაციის და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებელთა გასაზომად. ასეთი მონიტორინგი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული (მართვით სუნთქვაზე იმყოფება). ფილტვის ღრმა ქსოვილების დაზიანების დროულად გამოვლენა ტექნიკურად ძალზედ რთულია.
ახალი მოწყობილობის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ ზონდის გამოყენება სხვა ორგანოებისა და ქსოვილების დიაგნოსტიკისთვისაც იქნება შესაძლებელი.
თინათინ გოცაძე