სისხლის ერთი წვეთი ქალა-ტვინის ტრავმების სადიაგნოსტიკოდ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

სისხლის ერთი წვეთი ქალა-ტვინის ტრავმების სადიაგნოსტიკოდ

სისხლის ერთი წვეთი ქალა-ტვინის ტრავმების სადიაგნოსტიკოდ
ქალა-ტვინის ტრავმები, განსაკუთრებით საშუალო სიმძიმის, საზოგადოდ, ძნელად დიაგნოსტირებადია. ამისათვის გამოიყენება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, თუმცა, მიღებული სურათი ხშირად არ აძლევს ექიმს გარკვეული გადახრების იდენტიფიცირების საშუალებას. გარდა ამისა, დასახელებული კვლევა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, პაციენტის დასხივებას საჭიროებს, გარკვეულ დროსა და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჟენევის უნივერსიტეტიდან ბარსელონის კლინიკასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ახალი მეთოდიკა და შექმნეს შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც ახდენს საშუალო სიმძიმის ქალა-ტვინის ტრავმების დიაგნოსტიკას, ამასთან, დიაგნოსტიკისთვის საკმარისია ერთი წვეთი სისხლი და სულ ათიოდე წუთი.

პირველ ეტაპზე მეცნიერები ადგენდნენ, რომელი ცილების რაოდენობა იმატებს ქალა-ტვინის ტრავმებისას
სისხლში. აღმოჩნდა, რომ სისხლში ამ დროს იმატებს H-FABP, Interleukin-10, S100B და GFAP  ცილების კონცენტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ოთხივე ცილას იკვლევდნენ და შეისწავლიდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ სადიაგნოსტიკოდ მხოლოდ H-FABP ცილის დონის განსაზღვრა იქნება საკმარისი. შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდა GFAP –ის ანალიზის დამატებით.

იმის გამო, რომ ქალა-ტვინის
ტრავმების დიაგნოსტიკა სწრაფად უნდა მოხდეს და თანაც სასურველია შემთხვევის ადგილზე, სპეციალისტებმა შექმნეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც სისხლის ანალიზს სწრაფად აკეთებს. მოწყობილობის სპეციალურ განყოფილებაში ერთი წვეთი სისხლის დაწვეთების შემდეგ სულ ათიოდე წუთში ინდიკაციის სარკმელში შესაბამისი შედეგი ფიქსირდება.

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
კატარის, სამხრეთ ავსტრალიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებში გააანალიზეს ცხარე წიწაკის
06-09-2019
მეცნიერებმა შეისწავლეს "ადამიანთა ტვინის ფუნქციობა "ტეტრისის" თამაშის დროს და საინტერესო შედეგები მიიღეს.
13-08-2019
პნევმონიით ან ფილტვის დაზიანებით გამოწვეული სუნთქვითი ფუნქციის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე საშიში და პოტენციურად
23-07-2019
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ათეროსკლეროზული დავადება ძირითადად ასაკოვან პირებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული,
ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის
ანგიოგრაფია სისხლძარღვების რენტგენოლოგიური კვლევაა. ის სისხლძარღვების, სისხლის მიმოქცევისა და
ჩინელ მედიკოსთა აზრით, შინაგან ორგანოთა ნებისმიერი სახის პათოლოგია (ნორმიდან გადახრა) გარეგნულად გამოიხატება
დიაგნოსტიკური კვლევების უმრავლესობა ძალზე უმნიშვნელო რისკს უკავშირდება,
პნევმონიით ან ფილტვის დაზიანებით გამოწვეული სუნთქვითი ფუნქციის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე საშიში და პოტენციურად
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად