პოზიტრონემისიური ტომოგრაფია - შეუცვლელი კვლევა სიმსივნის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოზიტრონემისიური ტომოგრაფია - შეუცვლელი კვლევა სიმსივნის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის

საკვებისა და დაბინძურებული ჰაერის გამო, 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

სიმსივნური დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ბირთვული ტექნოლოგია. ეს მიდგომა საქართველოში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში აქტიურადაა დანერგილი.

იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ორგანიზმში სიმსივნის კერის მდებარეობა და აქტიურობის ხარისხი, სპეციალისტები ყველაზე ეფექტურ კვლევას – პოზიტრონულ-ემისიურ ტომოგრაფიას მიმართავენ. ამ გზით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება დაზიანებული უბნების შესახებ, რაც ექიმს შესაძლებლობას აძლევს, დროულად დასვას სწორი დიაგნოზი და დასახოს მკურნალობის სტრატეგია.

რას მოიცავს ბირთვული მედიცინა და რატომ არის პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია შეუცვლელი მეთოდი ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში? ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი მიხეილ ბარამია გვესაუბრება.

– რას გულისხმობს ბირთვული მედიცინა და როგორია მისი გამოყენების პრინციპი?

– ბირთვული მედიცინა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გაცილებით ადრე დაინერგა და ფართოდ გამოიყენება 21-ე საუკუნეში, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების დროს.

ეს მეთოდი რადიოაქტიური ნივთიერებების ორგანიზმში შეყვანით დიაგნოსტიკას და მკურნალობას გულისხმობს. მისი მიმართულებებიდან დღეს ერთ-ერთ ზედა საფეხურზე სწორედ პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია, რომელსაც ჩვენი კლინიკა უკვე 1 წელია აქტიურად იყენებს. თანამედროვე პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია ჰიბრიდული გამოსახვის მეთოდია, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან სინთეზით, შემოკლებით პეტ/კტ. ამ კვლევით თანადროულად შეგვიძლია განვსაზღვროთ ამა თუ იმ ორგანოსა თუ სტრუქტურის როგორც ფუნქციონალური, ისე ანატომიური მდგომარეობა. მისი საშუალებით ვიღებთ სრულ ინფორმაციას და საჭიროებისამებრ ვაწვდით სხვა სპეციალისტებს. პეტ/კტ გამოკვლევების 80% ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის, ხოლო მთლიანობაში ბირთვული მედიცინა გამოიყენება როგორც ონკოლოგიაში, ისე უროლოგიაში, პულმონოლოგიაში, ენდოკრინოლოგიასა და ბავშვთა დაავადებების შემთხვევაშიც კი.

mkurnali.ge

– დაავადების რომელ ეტაპზეა შესაძლებელი პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიის ჩატარება და კონკრეტულად რა ინფორმაციას იძლევა ის?

– აღნიშნული კვლევის ჩატარება შესაძლებელია როგორც დიაგნოსტიკისთვის, პირველად ეტაპზე, ისე მკურნალობის პროცესში და მისი დასრულების შემდეგაც. პეტ/კტ იძლევა ინფორმაციას პათოლოგიური უბნების მეტაბოლური ცვლილებებისა და ანატომიური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, ამ მეთოდით ვიღებთ სიმსივნის გავრცელებისა და აქტიურობის სრულყოფილ სურათს. სწორედ ამიტომ პაციენტების დაახლოებით 30%-ში პეტ/კტ ცვლის მიდგომას. ხშირად, ერთი შეხედვით ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის შემთვევაში პეტ/კტ კვლევით აღმოჩენილა შორეული კერებიც, რაც, რა თქმა უნდა, ცვლის სტადიას და მკურნალობის მიმართულებას.

რაც შეეხება მკურნალობის შემდეგ ჩატარებულ კვლევას, ის გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ დინამიკაში სიმსივნური აქტივობა კერის ზომაში ცვლილებასთან მიმართებაში. ზოგჯერ მკურნალობის შედეგად სიმსივნური წარმონაქმნი მაინც რჩება, თუმცა პეტ კვლევით მეტაბოლური აქტივობა აღარ ფიქსირდება, რასაც სხვა კვლევა ვერ აფასებს.

– თუ შეიძლება, მოგვიყევით მსგავსი შემთხვევის შესახებ თქვენი სამუშაო პრაქტიკიდან...

– გვქონდა შემთხვევა, როცა პაციენტი მოვიდა ფილტვების ოპერაბელური სიმსივნის დიაგნოზით. მას აღნიშნული კვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ დამატებით სიმსივნური კერა მსხვილ ნაწლავშიც იყო. დავნიშნეთ დამატებითი კვლევები, რითაც დამოუკიდებელი ნაწლავის სიმსივნე დადგინდა, რომლის არსებობის შესახებაც მანამდე ცნობილი არ იყო. ამ შემთხვევაში თავიდან სწორედ დაიგეგმა ქირურგიული მკურნალობა, ამოიკვეთა ორივე წარმონაქმნი - შესაბამისად, ჩატარდა ორი სინქრონული სიმსივნის რადიკალური მკურნალობა.

– რომელი პრეპარატით ტარდება კვლევა და საიდან შემოდის საქართველოში?

– სამწუხაროდ, საქართველოში შესაბამისი რადიოაქტიური ნივთიერება არ იწარმოება. ეს არის რადიოფარმპრეპარატი, რადიაქტიური ფტორით მონიშნული გლუკოზის ანალოგი - 18F-FDG, რომელიც თავისი მოქმედებითა და ვარგისიანობით სპეციფიკურია. ჩვენ ის თურქეთიდან შემოგვაქვს. ამ პრეპარატის იმპორტი სხვა სამედიცინო პრეპარატების იმპორტისგან იმით განსხვავდება, რომ ის წარმოებიდან შედარებით სწრაფად იშლება, ამიტომაც ტრანსპორტირების დროის გათვალისწინებით, წინაწარ ზუსტად ვსაზღვრავთ შესაკვეთ რაოდენობას, რათა მივიღოთ დაგეგმილი კვლევებისათვის აუცილებელი სრულფასოვანი დოზა.

ასეთი ფიზიკური თვისებების გათვალისწინებით, ბუნებრივია ადგილზე წარმოებულ უნდა იქნას რადიოფარმპრეპარატის გაცილებით დიდი რაოდენობა, რაც განსაზღვრავს გამოკვლევის შედარებით მაღალ ღირებულებას.

ამავე დროს, კვლევის წინ აუცილებელია საჭიროა პაციენტის სპეციალური მომზადება, რათა ზუსტი გამოსახულება მივიღოთ. თითოეული პაციენტისთვის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად მისი სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით.

– პეტ-ის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენად სწრაფად ხდება დიაგნოსტირება და შემდეგ მკურნალობა?

– ჩვენს სამედიცინო ცენტრში პაციენტებს შეუძლიათ კვლევისთვის საჭირო სრული დიაგნოსტირება ადგილზე ჩაიტარონ, რაც თავისთავად პროცესს მოქნილს ხდის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო დროსაც ამცირებს.

ადგილზე გვყავს ყველა სპეციალისტი: ქირურგი, ქიმიოთერაპევტი, სხივური თერაპევტი და მათ შორის კომუნიკაცია მყისიერია. ამიტომ, მოკლე დროში ფასდება პაციენტის მდგომარეობა და ვსახავთ მოქმედების ტაქტიკას. რა თქმა უნდა, პაციენტი უფრო სწრაფად იწყებს მკურნალობას და ეს ყოველივე მკურნალობის შედეგს აუმჯობესებს.

– როგორ უნდა ჩაეწერონ პაციენტები აღნიშნულ გამოკვლევაზე და რა პერიოდი მოუწევთ მოცდა?

– პაციენტის გამოკვლევამდე საჭიროა სრულად ვიცოდეთ მისი სამედიცინო ისტორია, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ და შევაფასოთ კვლევის მიზანშეწონილობა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა მკურნალობა აქვს ჩატარებული ჩვენთან მოსვლამდე. მაგალითად, ჩატარებული აქვს თუ არა სხივური თერაპია და აღნიშნულის შემთხვევაში აუცილებელი და გონივრულია, რომ პეტ კვლევამდე გასული იყოს 3 ან მინიმუმ 2 თვე, რათა თავიდან ავიცილოთ უზუსტობები. ნებისმიერი ქიმიოთერაპიული მკურნალობიდან კი სტანდარტულად 4 კვირა უნდა იყოს გასული.

თუმცა, არის შემთხვევები, მაგალითად, ლიმფომა, სადაც პეტ/კტ მსოფლიოს ოქროს სტანდარტია. ამ დროს დინამიკაში მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად კვლევა ტარდება ქიმიოთერაპიის კურსებს შორის, 2-3 კვირის შუალედით. სწორედ პეტ-ით არის შესაძლებელი იმის შეფასება, გადაყვანილია თუ არა დაავადება რემისიაში, და ამის შემდეგ განისაზღვრება შემდგომი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, გამოკითხვის შემდეგ კვლევამდე დალოდების თეორიული დრო შესაძლოა იყოს 7-10 დღემდე, ზუსტი დრო ობიექტურ გარემოებებზეა დამოკიდებული.