3D/4D ულტრასონოგრაფიის გამოყენება სამეანო და გინეკოლოგიურ კვლევებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

3D/4D ულტრასონოგრაფიის გამოყენება სამეანო და გინეკოლოგიურ კვლევებში

ეს მეთოდი სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას გვაძლევს. ულტრასონოგრაფია 30 წელზე მეტია გამოიყენება და პოპულარული მეთოდია როგორც ექიმების, ისე პაციენტებისთვის.

სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე მიღწევები გინეკოლოგიური და სამეანო გამოკვლევების ეფექტურად წარმართვის საშუალებას იძლევა სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკისათვის 2D, 3D და 4D ფორმატში.

- რა უპირატესობა აქვს ულტრაბგერით კვლევას გინეკოლოგიურ პრაქტიკაში?

- ულტრაბგერით გამოკვლევა ფართოდ გამოიყენება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, ეს არის თანამედროვე მეთოდი დიაგნოსტიკაში.

3D და 4D ულტრაბგერით გამოკვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ისეთი მდგომარეობებისას, როგორებიცაა:

  • სასქესო ორგანოების განვითარების მანკები;
  • საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიური ცვლილებები (პოლიპები, ჰიპერპლაზიები, საშვილოსნოს შიდა ტიხარი, შეხორცებები და ა.შ.);
  • საშვილოსნოდან სხვადასხვა ლოკალიზაციის სისხლდენა;
  • საშვილოსნოს სიმსივნეები;
  • დანამატების (საკვერცხეების) მოცულობითი წარმონაქმნები;
  • საშვილოსნოს ყელის წარმონაქმნები;
  • უშვილობა;
  • საშვილოსნოშიდა სპირალის სწორი დგომის განსასაზღვრად.

რადგან უშვილობა აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, 3D ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას იძლევა სწორად შეფასდეს შვილოსნობის მარკერი, რაც გულისხმობს საკვერცხეში ფოლიკულების რაოდენობის სწორად განსაზღვას. 3D ფორმატში გამოყვანილი საშვილოსნოს ღრუს ე. წ. „კორონარული ჭრილი“ საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური სიზუსტით დავადგინოთ საშვილოსნოს პათოლოგიები და ქირურგიული ჩარევის დროს ქირურგმა წინასწარ იცის ოპერაციის მასშტაბი.

- რა როლი აქვს ულტრაბგერით კვლევას სამეანო პრაქტიკაში?

- ულტრასონოგრაფია ორსულობისას გეგმური კვლევაა, რომელიც აუცილებელია ორსულობის მიმდინარეობის დროს.

ორსულობის განმავლობაში ულტრაბგერითი კვლევა ოთხჯერ მაინც ტარდება. თუ საჭიროა, ექიმის დანიშნულებით შეიძლება უფრო ხშირადაც დაინიშნოს. პირელი გამოკვლევა ტარდება ორსულობის მცირე ვადაზე - მე-3-7 კვირას.

ამ ვადაზე დგინდება ორსულობის პროგრესირება, არის თუ არა ორსულობა საშვილოსნოს ღრუში თუ საშვილოსნოსგარე ორსულობაა.

მეორე აუცილებელი ვადა მე-11-14 კვირაა (პირველი ტრიმესტრის სკრინინგი).

ამ ვადაზე ნაყოფი აღწევს მნიშნელოვან ზომას, რაც მთავარი ანატომიური სტრუქტურების ზედმიწევნითი შეფასების საშუალებას იძლევა. ამ ვადაზე შესაძლოა განვითარების მანკების დიაგნოსტირებაც, რომლებიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია ან იწვევს მძიმე ინვალიდიზაციას. ამ ვადაზე გამოვლენილი ულტრაბგერითი მარკერებით შესაძლებელია ქრომოსომული დაავადებების დიაგნოსტირება. ეს მარკერებია: საყელოს სივრცის სისქე (nuchal translucency), ცხვირის ძვლის არარსებობის დადგენა, ვენურ სადინარში დოპლერი.

აღნიშნული მარკერების ერთობლივი შეფასება 80%-ით იძლევა ნაყოფის შეფასების საშუალებას და ავლენს დაუნის დაავადებასა თუ სხვა ქრომოსომულ დაავადებებს, მაგრამ კომპლექსური შეფასება, ბიოქიმიური სკრინინგის მარკერებთან ერთად, 85-90%-მდე ზრდის დიაგნოსტიკის ეფექტურობას.

მესამე ვადა არის 18-24 კვირა (მეორე ტრიმესტრის სკრინინგი).

ამ ეტაპზე შესაძლებელია ყველა ანატომიური სტრუქტურის დეტალური დათვალიერება და სხვადასხვა განვითარების მანკის გამოკვლენა, ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ანატომიური სტრუქტურის კომპლექსული შეფასება და საჭიროებისას ინვაზიური დიაგნოსტიკური საშუალებების ჩართვა.

ამ ვადაზე განისაზღვრება სანაყოფე წყლები, პლაცენტის სტრუქტურა და მდებარეობა, ასევე საშვილოსნოს ყელის სიგრძე და შესაბამისად - ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის რისკი. ეს გამოკვლევა განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ქალებისათვის, ვისაც ანამნეზში უკვე აღენიშნებოდათ ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს ყელზე ჩარევები,ასევე მრავალნაყოფიანი ორსულობა.

მეოთხე აუცილებელი სკრინინგული ვადა 32-34 კვირაა.

ამ ვადაზე ულტრაბგერითი გამოკვლევის ძირითადი დანიშნულება ნაყოფის ფეტომეტრია და ნაყოფის სავარაუდო მასის გამოთვლაა. აღნიშნული მარკერები გარკვეულ პროგნოზს იძლევა იმისას, შესაძლებელია თუ არა ნაადრევი მშობიარობა, არის თუ არა ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა ან მისი არაპროპორციული განვითარება. გარდა ამისა, შესაძლებელია პლაცენტის მდგომარეობის შეფასება, სანაყოფე წყლების რაოდენობის განსაზღვრა, ნაყოფის მდებარეობისა და საჭიროების მიხედვით, მისი დოპლეროგრაფიული კვლევა.

- რა მნიშვნელობა აქვს სამგანზომილებიან (3D) და ოთხგანზომილებიან (4D) ულტრასონოგრაფიას?

3D და 4D ულტრასონოგრაფიული კვლევა ფართოდ გამოიყენება სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში და დიდი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს. ეს მეთოდები გვეხმარება განვითარების დეფექტების ადრეულ ვადაზე გამოვლენაში. 3D არის ნაყოფის სტატიკური გამოსახულება სამ განზომილებაში.

4D გამოსახულება ობიექტს აჩვენებს მოქმედებაში, რეალურ დროში და იძლევა ჩაწერის საშუალებას. 3D და 4D საშუალებას გვაძლევს შევხედოთ ნაყოფს, მისი გამოსახულება მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან, გავაკეთოთ ფერადი სურათი, ჩავწეროთ მისი მოძრაობები რეალურ დროში ჩD-ზე. ამ კვლევით სათითაოდ ყველა ორგანოსა და სხეულის ნაწილის (ხერხემლის, რბილი ქსოვილების, ხელისა და ფეხის თითების, სახის ნაკვთების, ცხვირის, ტუჩების, ნაყოფის მიმიკის, შესაძლებელია ნაყოფის მშობლისთვის მიმსგავსება) დათვალიერება შეიძლება.

კვლევის დროს პირველი ფსიქოემოციური კავშირი მყარდება მომავალ მშობლებსა და ბავშვს შორის.

- არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ექოსკოპიური აპარატი. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი აპარატით ტარდება კვლევა?

- ადრეული და ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ექიმს თანაბრად სჭირდება როგორც დიდი პროფესიული გამოცდილება, ისე ვიზუალიზაციის მაღალი ხარისხის მქონე ულტრაბგერითი აპარატი. კლინიკა innova invitro აღჭურვილია უახლესი, ბოლო თაობის საექსპორტო კლასის ულტრაბგერითი აპარატით, Voluson E10-ით, რომელიც ლიდერია სამეანო და გინეკოლოგიურ ულტრაბგერით კვლევაში. ის აღჭურვილია უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიებითა და მატრიქსული გადამწოდებით.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი დაავადების ან პათოლოგიის მართვისას მთავარი და განმსაზღვრელი სწორი დიაგნოსტიკაა, ამ კუთხით კი, ულტრასონოგრაფიული კვლევის თვალსაზრისით, ოქროს სტანდარტია 3D/4D ფორმატი, მით უფრო, სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში.