ალექსი ბაიდოშვილი „ტექნიკური აღჭურვით ბევრს უკვე ვერ გააკვირვებ, ახლა მთავარი კარგი ცოდნაა“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალექსი ბაიდოშვილი „ტექნიკური აღჭურვით ბევრს უკვე ვერ გააკვირვებ, ახლა მთავარი კარგი ცოდნაა“

რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, ცოდნითა და გამოცდილებით დაეხმარონ ქართველ კოლეგებს. ალექსი ბაიდოშვილი - ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, გვესაუბრება საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

- იქნებ გვიამბოთ თქვენს წლევანდელ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და სიახლეებზე.

- ამ წელს ბევრი სიახლე იყო ჩემს საქმიანობაში. ჰოლანდიაში დავასრულეთ ჩვენი ლაბორატორიის ციფრულ ტექნოლოგიაზე გადაყვანის პროექტი და დავიწყეთ ახალი, რომელიც გულისხმობს დიაგნოსტიკაში ციფრული ანალიზის გამოყენებას. ჩვენი მიზანია ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ზუსტი და ობიექტური დიაგნოზების სწრაფად დასმა. ამ თემებზე წელს დავასრულე ჩემი რამდენიმე ნაშრომი, გამოვაქვეყნე საერთაშორისო ჟურნალებში და გამოვუშვი წიგნად. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ბევრ ლაბორატორიას გამოადგება ციფრულ ტექნოლოგიაზე გადასვლის დროს, რადგანაც ჩვენ ფაქტობრივად პირველები ვართ ამ საქმეში და ვცდილობთ ჩვენი გამოცდილება ყველას გავუზიაროთ.

- ადრე ჟურნალ „მკურნალთან“ ინტერვიუში ბრძანებდით, რომ თქვენი დიდი სურვილი და ამბიციაა, რომ საქართველოში შექმნათ ისეთი პათოლოგანატომიური ლაბორატორია, სადაც უცხოეთში დასმულ დიაგნოზებს გადაამოწმებდნენ. რა ეტაპზეა იდეის ხორცშესხმა და როდის იგეგმება ლაბორატორიის გახსნა?

- მიხარია, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე კარგად აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა და ამით საქართველოში პათოლოგიური დიაგნოსტიკის ტექნიკურმა ნაწილმა წინ წაიწია. ლაბორატორია, რომლის მშენებლობაშიც მე ვმონაწილეობ, არა მარტო ტექნიკურად კარგად იქნება აღჭურვილი, საუკეთესო სპეციალისტებიც ეყოლება. ტექნიკური აღჭურვით ბევრს უკვე ვერ გააკვირვებ, ახლა მთავარი ცოდნაა. ბოლო წლებია ამით ვარ დაკავებული და განსაკუთრებით ახალ თაობაში ვდებ ბევრ ინვესტიციას. გარდა იმისა, რომ საქართველოში ვატარებ ტრეინინგებს, სემინარებს და კონგრესებს, მიმყავს ქართველი კოლეგები ჰოლანდიაში და იქ ვამზადებ სხვადასხვა სუბსპეციალობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედს მაძლევს, რომ მომავალში ჩვენს ახალ ლაბორატორიაში ისეთი დონის დიაგნოზებს დავსვამთ, როგორც მოწინავე სახელმწიფოების საუკეთესო ლაბორატორიებში ხდება.

ლაბორატორია თბილისში დეკემბერში გაიხსნება. პირველ ხანებში ჰოლანდიელების მხარდაჭერით იმუშავებს და სირთულეების დროს ისინი დაგვეხმარებიან, სანამ ჩვენ სრულად დამოუკიდებლად შევძლებთ ყველაფერს, ეს კი მალე მოხდება.

- რა მნიშვნელობა ექნება ამ ლაბორატორიის მუშაობას ჩვენი მოსახლეობისთვის?

- ამ ლაბორატორიაში დაისმება ზუსტი დიაგნოზები საუკეთესო ტექნოლოგიების გამოყენებით, ევროპული პროტოკოლებისა და კარგად მომზადებული პერსონალის მიერ. ჩვენ შეგვეძლება საქართველოში ამჟამად არსებული დიაგნოსტირების მეთოდები შესამჩნევად გავაუმჯობესოთ და სრულად ახალი მეთოდებიც დავნერგოთ.

სწორი და თანამედროვე დიაგნოზი პაციენტისათვის სწორი და შედეგიანი მკურნალობის საწინდარია.

- რამდენად გაუადვილებს აღნიშნული ლაბორატორია ჩვენს ექიმებს ზუსტი დიაგნოსტიკის პროცესს?

- როგორც მოგახსენეთ, არა მარტო თანამედროვე აპარატურა დაგვეხმარება სწრაფდა ზუსტ დიაგნოსტიკაში, არამედ მაღალკვალიფიციური პერსონალიც.

ჩვენს მკურნალ კოლეგებს არა მარტო ზუსტ დიაგნოზს მივაწვდით თანამედროვე სტანდარტების დაცვით, არამედ მათ დავეხმარებით თავიანთი სამუშაო ხარისხის შენარჩუნებასა და გაზრდაში. ეს პათოლოგიის ლაბორატორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია.

ჩვენ ვახორციელებთ ხარისხის კონტროლს, რაც მედიცინაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რომ გააკეთოს პათოლოგიის ლაბორატორიამ, ის მაღალი დონის ტექნოლოგიებითა და პერსონალით უნდა მუშაობდეს, რაც ჩვენ გვექნება.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით?

- ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია მაღალი დონის სპეციალისტების ყოლა საქართველოში. ამისათვის სტუდენტებით უნდა დავიწყოთ და ცოდნის რაც შეიძლება კარგი ბაზისი შევუქმნათ. ამიტომ ჩემი მიზანია მეტად დავეხმარო სტუდენტებსა და რეზიდენტებს ხარისხიანი ცოდნის მიღებაში. გარდა იმისა, რომ ისინი მიმყავს საზღვარგარეთ სტაჟირებებზე, ჩემს ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად ვუტარებ ლექციებსა და სემინარებს საქართველოშიც. ჩემი აზრით, ამ გზით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ყველაზე ეფექტურ გაუმჯობესებას მივაღწევთ.