შეიძლება თუ არა სისხლის ანალიზის ჩაბარება კრიტიკულ დღეებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

შეიძლება თუ არა სისხლის ანალიზის ჩაბარება კრიტიკულ დღეებში

შეიძლება თუ არა სისხლის ანალიზის ჩაბარება კრიტიკულ დღეებში
მენსტრუაციამ შეიძლება სისხლის ანალიზის გარკვეული მაჩვენებელი შეცვალოს. მენსტრუაცია გოგონას ეწყება იმ ასაკში, როდესაც მისი ორგანიზმი მწიფდება შვილოსნობისთვის და გრძელდება რეპროდუქციული ასაკის დასასრულამდე (მენოპაუზა). ეს ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმის ჰორმონულ ფონზე.

მენსტრუალური ციკლი გრძელდება 25-35 დღე. ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, სისხლის ანალიზი ჩააბარონ ციკლის შუაში (ციკლის მე-5 დღიდან 26 დღემდე). ამ მოვლენის არსი ისაა, რომ ენდომეტრიუმი მუდმივად სქელდება ციკლის განმავლობაში. თუ არ მოხდა განაყოფიერება, ენდომეტრიუმი შრევდება, სისხლძარღვები შიშვლდება, რაც იწვევს ყოველთვიურ სისხლდენას და ენდომეტრიუმის საშვილოსნოდან მოშორებას. სისხლდენის შეჩერებასთან ერთად ენდომეტრიუმი ისევ იწყებს
ზრდას შემდგომ მენსტრუაციამდე. ამ პროცესმა არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს სისხლის შემადგენლობაზე.

ედს-ის მომატება. მენსტრუაციის დროს ხშირად აღინიშნება ტკივილის სინდრომი, სპაზმი, რაც იწვევს ერითროციტების დალექვის რეაქციის ზრდას. ამან კი შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს და არასწორი დიაგნოზი დაისვას, რადგან ედს-ის მომატება, ჩვეულებრივ, ანთებით პროცესზე მიუთითებს.

ქვეითდება ჰემოგლობინი.
რადგანაც სისხლის გარკვეული ნაწილი იკარგება, ჰემოგლობინის დონე ქვეითდება, თუმცა, დასაშვები ნორმის ფარგლებში. სისხლის დაკარგვა ასევე იწვევს თრომბოციტების დონის დაქვეითებას. თვიური კონტროლდება ჰორმონებით, რომელთა ბალანსიც ციკლის განმავლობაში იცვლება. სისხლის ჩასაბარებლად და უშეცდომო შედეგისთვის სასურველია ციკლის შუა პერიოდი შევარჩიოთ ან გადავიმეორეთ ანალიზი მენსტრუაციის დასრულებიდან 5 დღის შემდეგ.


ანალიზები, რომელთა გაკეთებაც არაა რეკომენდებული მენსტრუაციისას

არსებობს ანალიზების ნუსხა, რომელთა ჩატარებაც მენსტრუაციის დროს არასასურველია. თუ ექსტრემალური სიტუაციაა, მაგალითად, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, სისხლის ჩაბრება შესაძლებელია ციკლის ნებისმიერ დროს, მისი თავისებურებების გათვალისწინებით.

არასასურველია სისხლის ბიოქიმიური ანალიზის გაკეთება. ამ შემთხვევაში განისაზღვრება ფერმენტების, ცილების, ბილირუბინის დონე. მაჩვენებლები შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გამო, თუმცა ექიმები მაინც გვირჩევენ სისხლის ბიოქიმიური ანალიზისგან თავის შეკავებას.

სისხლის საერთო ანალიზი. ამ დროს განისაზღვრება თრომბოციტები, ლეიკოციტები, ედს-ი, ჰემოგლობინი - ყველა ეს მაჩვენებელი იცვლება თვიურის დროს. ანალიზის შედეგების ცდომილების ალბათობა საკმოდ დიდია, ამიტომ მიზანშეწონილია სისხლის ჩაბარების გადატანა ციკლის შუაში. ქალის ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, ონკომარკერების ტესტიც შეიძლება ცრუდადებითი აღმოჩნდეს.

სისხლის სიბლანტე მენსტრუაციის დროს მნიშვნელოვნად იცვლება, ამიტომ შედედების ფაქტორების განსაზღვრისთვის აუცილებელია ანალიზის გადადება. ამ დროს სისხლის დონაციაც არაა მიზანშეწონილი. ეს სახიფათოა ორგანიზმისთვის, იმდენად რამდენადაც ქალი ისედაც კარგავს სისხლს, ამიტომ სისხლის გაღებისას ქალის მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს.


რომელი ანალიზის გაკეთება შეიძლება

ამ დროს შეიძლება ზოგიერთი ჰორმონის გამოკვლევა. ზოგიერთი ტესტი არათუ დასაშვებია, არამედ რეკომენდებულია ციკლის ამ პერიოდში. ყველაზე ხშირად ეს არის ჰორმონული ანალიზები, ქალის სასქესო ჰორმონების დონის განსაზღვრის საშუალებას რომ იძლევა ციკლის სხვადასხვა დროს. გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული ჰორმონის გამოსაკვლევად აუცილებელია ციკლის ესა თუ ის დღე. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია 5-7 დღე. ეს ჰორმონებია: პროლაქტინი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზებელი ჰორმონი, ესტრადიოლი, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. თუმცა ზოგიერთი ინფექციისთვის დიდია ცრუ შედეგის მიღების ალბათობა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
დადგენილია, რომ ზოგიერთი ფაქტორი ზრდის ანემიის რისკს.
31-03-2019
ბოლო დროს, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას სულ უფრო ნაკ­ლე­ბად აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას,
25-02-2019
მკურნალის მომხმარებელს აინტერესებს: რა ცვლილებებია H1N1 ვირუსის დროს სისხლის საერთო ანალიზში
09-01-2019
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
ქალა-ტვინის ტრავმები, განსაკუთრებით საშუალო სიმძიმის, საზოგადოდ, ძნელად დიაგნოსტირებადია. ამისათვის
ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე, სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის არაჯანსაღი
პროლაქტინი პეპტიდური ჰორმონია, რომელიც ჰოპოფიზის წინა წილის ლაქტოტროპული
ულტრასონოგრაფია შინაგანი ორგანოების კვლევების დროს თანამედროვე მეთოდად ითვლება.
მკურნალის მომხმარებელს აინტერესებს: რა ცვლილებებია H1N1 ვირუსის დროს სისხლის საერთო ანალიზში
საზღვარგარეთ მედიცინის სფეროში ბევრი ჩვენი სახელგანთქმული თანამემამულე მოღვაწეობს,
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად