როგორ და რატომ განისაზღვრება განავალში ნახშირწყლები

როდის ინიშნება აღნიშნული კვლევა?
- ნახშირწყლების მალაბსორბციის სიმპტომის (ტკივილი მუცლის არეში, მომატებული მეტეორიზმი)არსებობისას;
- ქრონიკული დიარეის შემთხვევაში;
- ახალშობილებში წონის მატების არარსებობისას.
როგორ ემზადებიან კვლევისთვის?
ანალიზის აღებამდე 72 საათით ადრე დაუშვებელია სასაქმებელი პრეპარატების მიღება, რექტალური სანთლების შეყვანა, ნაწლავის პერისტალტიკასა და განავლის ფერზე მოქმედი მედიკამენტების მიღება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნახშირწყლები ადამიანის საკვებში კალორიების ძირითადი წყაროა. მათ საკვები შეიცავს მონო-, დი-, ოლიგო- და პოლისაქარიდების სახით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რთული ნახშირწყლები თანდათანობით იშლება. საბოლოო ეტაპზე ფერმენტები ჰიდროლიზდება მონოსაქარიდებამდე, რომლებიც შემდგომში წვრილ ნაწლავშიშეიწოვება. ფერმენტების თანდაყოლილ ან შეძენილ უკმარისობას ან წვრილი ნაწლავის დაავადებებს (ცელიაკია, კრონის დაავადება) თან ახლავს მალაბსორბცია - ნახშირწყლების შეწოვის დარღვევა.
უკანასკნელი მონაცემებით, ნახშირწყლების უკმარისობა გარკვეულ როლს ასრულებს დეპრესიის, თავის ტკივილისა და სხვა დაუდგენელი ეტიოლოგიის დაავადებების განვითარებაში. მეორე მხრივ, დროულმა დიაგნოსტიკამ და კვების რეჟიმის შეცვლამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობა და პათოლოგიური სიმპტომებიც ნაკლებად გამოვლინდეს.
ნახშირწყლების მალაბსორბციის სახეოსხვაობას წარმოადგენს ლაქტოზური უკმარისობა, რომელსაც ხშირად შეძენილია, ვითარდება თანდათანობით და ზრდასრულ ასაკში ვლინდება. უფრო იშვიათი, თანდაყოლილი ფორმამცირე ასაკში იჩენს თავს. რადგან დედის რძის ლაქტოზა ახალშობილის ზრდა-განვითარებისთვის ენერგიის უპირატესი წყაროა, თანდაყოლილი ლაქტოზური უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა, წონის მატების მკვეთრი შეფერხებითვლინდება.
ნახშირწყლების მალაბსორბციის დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი ენიჭება კვლევის ლაბორატორიულ მეთოდებს. განავალში ნახშირწყლების შემცველობის განსაღვრა არაინვაზიური და მოსახერხებელი საშუალებაა, რომელიც განავალში ნახშირწყლების პროცენტული შემცველობის შეფასების საშუალებას იძლევა.
ნახშირწყლების მალაბსორბციას შესაძლოა ტრანზიტორული ხასიათი ჰქონდეს. მალაბსორბციის ასეთი ფორმა უფრო ხშირად აღინიშინება მწვავე ნაწლავური ინფექციების გადატანისას. ამას გარდა, კვების თავისებურებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ნახშირწყლების შეწოვის სიჩქარეზე. ასე, მაგალითად, სორბიტოლის სიჭარბე ამუხრუჭებს ფრუქტოზის შეწოვას, ამიტომ კვლევის შედეგების ინტერპრეატაციისას უნდაგავითვალისწინოთ ანამნეზური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების მონაცემებიც.
შედეგზე გავლენა შეიძლება მოახდინოს:
- დიეტის თავისებურებებმა;
- პაციენტის ასაკმა;
- ანამნეზში მწვავე ნაწლავურმა ინფექციამ;
- ანტიბაქტერიული პრეპარტების, პრო- და პრებიოტიკების მიღებამ.