დიაგნოსტიკა

რა ცვლილებებია ღორის გრიპის დროს სისხლის ანალიზში - როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება?

რა ცვლილებებია ღორის გრიპის დროს სისხლის ანალიზში - როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება?
მკურნალის მომხმარებელს აინტერესებს: რა ცვლილებებია H1N1 ვირუსის დროს სისხლის საერთო ანალიზში და შეიძლება თუ არა, სისხლის საერთო ანალიზით, დამატებითი ლაბორატორიული კვლევების გარეშე მივხვდეთ, რომ ადამიანს აქვს ღორის გრიპი?

კითხვას პასუხობს მკურნალი.გე-ს რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი:

- სისხლის საერთო ანალიზი, ბევრ ინფორმაციას გვაძლევს პაციენტის მდგომარეობაზე, დაავადების ხასიათზე, თუმცა შეუძლებელია ამ ანალიზით განისაზღვროს გრიპის ვირუსის სახეობა.

ზოგადად, გრიპის დროს სისხლის საერთო ანალიზში ვლინდება ასეთი ცვლილებები: დაავადების პირველ დღეს მატულობს ლეიკოციტები, ჩხირბირთვიანების ხარჯზე, ზოგჯერ შეიძლება გაჩნდეს ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედებიც - მეტამიელოციტები.

მომდევნო დღეებში ლეიკოციტების რაოდენობა ქვეითდება ხოლმე და
ვითარდება ლეიკოპენია. იცვლება ლეიკოციტური ფორმულაც - მცირდება ნეიტროფილები და მატულობს ლიმფოციტები, მკვეთრად მატულობს ედსი - ერითროციტების დალექვის სიჩქარე.

ბიოქიმიური ანალიზებიდან საყურადღებოა C-რეაქტიული ცილა, რომლის მატება მეტყველებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესზე.

სპეციფიკური ანალიზი კი გახლავთ სეროლოგიური კვლევა, რომლის ჩასატარბლად სისხლს იღებენ ვენიდან და რომელიც გამოავლენს სისხლში
ვირუსის ანტისხეულებს ან ანტიგენებს. ამ ანალიზის ჩატარებას დრო სჭირდება. უფრო სწრაფ პასუხს გვაძლევს ე.წ. პჯრ-ანალიზი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით), რომელიც ხახა-სასიდან აღებულ ნაცხში ვირუსის რნმ-ს გამოავლენს.

ასევე სწრაფია ექსპრეს-მეთოდი - იმუნოფერმენტული ანალიზი, რომელიც ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში ვირუსებს გამოავლენს.
ეპიდემიის დროს, როცა პაციენტთა რაოდენობა დიდია, არ არის აუცილებელი თითოეული მათგანის კვლევა სპეციფიკური ანალიზით ვირუსის გამოსავლენად. თუკი პაციენტი იმყოფებოდა ეპიდემიის კერაში, სავარაუდო დიაგნოზი ისმება მხოლოდ კლინიკური ნიშნების მიხედვით.

მიმდინარე სეზონზე გამოვლენილი ღორის გრიპის მეტად მახასიათებელი სიმპტომები, ზოგადად გრიპისთვის მახასიათებელ სიმპტომებთან (თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება, მოთენთილობა, ტანში მტვრევის შეგრძნება) ერთად, გახლავთ:
  • ღებინება;
  • დიარეა;
  • გამუდმებული შემცივნების შეგრძნება.








ამ ავტორის სხვა სტატიები
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
მენსტრუაციამ შეიძლება სისხლის ანალიზის გარკვეული მაჩვენებელი შეცვალოს.
05-12-2018
დადგენილია, რომ ზოგიერთი ფაქტორი ზრდის ანემიის რისკს.
31-03-2019
ნაღველკენჭოვან დაავადებას ხშირად მიჰყავს პაციენტი საოპერაციო მაგიდამდე, ქურურგთან.
04-10-2018