დიაგნოსტიკა

განავლის ანალიზი დისბაქტერიოზზე

განავლის ანალიზი დისბაქტერიოზზე
დისბაქტერიოზზე განავლის ანალიზი ადამიანის ნაწლავის მიკროფლორის განსაზღვრისთვის ტარდება. ნაწლავის მიკროფლორიდან შეიძლება სხვადასხვა მიზეზით “გაქრეს” “სასარგებლო” ბაქტერიები და გამოჩნდეს კანდიდას რიგის სოკოები, სტაფილოკოკი, პროტეუსი, ლურჯ-მწვანე ჩხირი და ა.შ.

რას გვიჩვენებს დისბაქტერიოზზე განავლის ანალიზი ანალიზში ფასდება “სასარგებლო” (ლაქტობაქტერიები, ბიფიდობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი), პირობით პათოგენური (ენტერობაქტერიები, სტაფილოკოკები, კლოსტრიდიები, სოკოები) და პათოგენური (შიგელები, სალმონელები) მიკროორგანიზმების კონცენტრაცია და თანაფარდობა.

რა შემთხვევაში ინიშნება დისბაქტერიოზზე განავლის ანალიზი:

  • კუჭის მოუწესრიგებელი მოქმედება (ყაბზობა, ფაღარათი);
  • ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეშე, მეტეორიზმი;
  • რიგი პროდუქტების აუტანლობა;
  • კანზე გამონაყარი;
  • ალერგიული რეაქციები;
  • ნაწლავური ინფექციები;
  • ჰორმონებით და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით ხანგრძლივად მკურნალობა;
  • ნაწლავის ნორმალური
    ბიოცენოზის დარღვევის ხასიათის განსაზღვრა;
  • რისკის ჯგუფის ახალშობილებსა და მოზარდებში - ხშირი რესპირატორული ინფექციებისა და ალერგიული რეაქციების დროს.


კვლევისთვის მომზადება


კვლევამდე 3-4 დღით ადრე უნდა მოიხსნას საფაღარათე პრეპარატები და შეწყდეს რექტალური სანთლების შეყვანა.

ოყნით, ასევე ბარიუმის ფაფით რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ მიღებული განავალი ანალიზისთვის უვარგისია. თუ პაციენტი
იღებს ანტიბიოტიკებს, ანალიზი კეთდება პრეპარატის მოხსნიდან არა უადრეს 12 საათისა.

დაახლოებით 10 მლ ოდენობით განავალი უნდა მოთავსდეს სტერილურ კონტეინერში.

მიღებული შედეგების ანალიზს ექიმი აკეთებს ასაკისთვის დამახასიათებელი ნორმების, გამომწვევი ფაქტორების, კლინიკური გამოვლინების გათვალისწინებითა და დაავადების ანამნეზის მიხედვით და არჩევს მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას.
მსგავსი სიახლეები
1 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად უვითარდებათ დისბაქტერიოზი - დაავადება, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარღვევითაა გამოწვეული.
04-10-2018
ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი კუჭ-­ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილიდან ფარული სისხლდენის გამოსავლენად ტარდება.
05-07-2018
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჩაუბარებია ანალიზი კოპროგრამაზე.
07-11-2018