რას გვიჩვენებს შარდის ანალიზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვიჩვენებს შარდის ანალიზი

შარდი ადამიანის ცხოველმყოფელობის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. მისი უმთავრესი კომპონენტი წყალია, რომელიც შარდის მთელი მოცულობის 92-99%-ს შეადგენს. წყალთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება დაშლის პროდუქტები, ტოქსინები, შლაკები, ჰორმონები და ზოგიერთი სხვა ნივთიერება. სწორედ ამიტომ შარდის ანალიზი ასეთი ინფორმაციულია.

შარდის საერთო ანალიზი მიეკუთვნება ძირითად დიაგნოსტიკურ კვლევას და ინიშნება სხვადასხვა დაავადებებსა და პათოლოგიებზე, პირველ რიგში, თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებებზე ეჭვისას, ასევე პროფილაქტიკური გასინჯვის ფარგლებში და ჩატარებული თერაპიის ეფექტიანობის კონტროლისთვის.

შარდის საერთო ანალიზი გულისხმობს მისი გარკვეული ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების შესწავლას. ამ კვლევის საშუალებით შეიძლება თირკმელების, ღვიძლის, შარდის ბუშტის სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირება, წინამდებარე ჯირკვლის პრობლემების, სიმსივნის, პიელონეფრიტისა და მთელი რიგი პათოლოგიური მდგომარეობის ადრეულ სტადიაზე დადგენა, მაშინ, როდესაც კლინიკური ნიშნები ჯერ კიდევ არ გამოვლენილა.

როგორ ჩავაბაროთ შარდის ანალიზი

შარდის შემადგენლობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს - საჭმელი, სასმელი, სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, მედიკამენტებისა და ბიოდანამატების მიღება. კვლევის შედეგები რომ ზუსტი იყოს, შარდის საერთო ანალიზისთვის გარკვეული მომზადებაა საჭირო.

მასალის აღებამდე ერთი დღით ადრე არ უნდა მივიღოთ ისეთი პროდუქტები, რომელთაც შეუძლიათ შარდის ფერის შეცვლა (მაგალითად ჭარხალი). არ შეიძლება ალკოჰოლის, ვიტამინების, ბიოდანამატების, დიურეზების მიღება. შეეცადეთ გამორიცხოთ სერიოზული ფიზიკური დატვირთვა, აბანო, საუნა. მენსტრუაცია, ინფექციური დაავადებები ან არტერიული წნევის მკვეთრი მომატება ასევე შეიძლება გახდეს შარდის ანალიზის ჩაბარების გადადების მიზეზი. არაა რეკომენდებული შარდის ანალიზის ჩაბარება ცისტოსკოპიიდან 5-7 დღის განმავლობაში.

როგორ ავიღოთ შარდი

შარდის საერთო ანალიზისთვის გამოიყენება დილის შარდი, რომელიც ღამის განმავლობაში დაგროვდა შარდის ბუშტში. შარდის აღების წინ საჭიროა შხაპის მიღება. ჭურჭელი უნდა იყოს სტერილური, ამიტომ გამოიყენეთ ერთჯერადი კონტეინერი. გარეთა სასქესო ორგანოებიდან რომ არ მოხვდეს ბაქტერიები, შარდის მცირე რაოდენობა უნდა გამოუშვათ და შემდეგ შეაგროვეთ ჭურჭელში 100-150 მლ-ს. ოდენობით. ჭურჭელი არ უნდა ეხებოდეს კანს. შარდის შენახვა შეიძლება 1,5-2 საათის განმავლობაში გრილ ადგილას.

ფერი

ნორმისას შარდის ფერი მოყვითალო-ჩალისფერია. ფერის შეცვლა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

სტაფილოსფერი-მოწითალო მეტყველებს ბილირუბინემიაზე, რომელიც ტიპურია ისეთი დაავადებებისთვის, როგორებიცაა ჰეპატიტი, ციროზი, ქოლესტაზი.

წითელი - კენჭის გავლის, თირკმლის ტუბერკულოზის ან კიბოს ნიშანია.

პიელონეფრიტისას შარდი უფერული ან ღია ყვითელი ხდება.

შავი ფერი ალკაპტონურიის ნიშანია, ხოლო რუხი-თეთრი ორგანიზმში ჩირქოვანი ანთებითი რეაქციების არსებობას მიუთითებს.

ზოგიერთი მედიკამენტის ან ვიტამინის მიღებისას შარდი მკვეთრი ყვითელი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაავადებისას იცვლება შარდის ფერი, შარდის ნორმალური ფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

სუნი

შარდის სუნის ცვლილება გარკვეული დაავადების არსებობაზე მეტყველებს. მაგალითად, შარდ-სასქესო სისტემაში ანთებითი პროცესის არსებობისას შარდს დამახასიათებელი ამიაკის სუნი აქვს, ხოლო შაქრიანი დიაბეტისას - აცეტონის მსუბუქი სუნი.

ქაფიანობა

ნორმის დროს შენჯღრევისას შარდში ქაფი არ უნდა იყოს. დიდი რაოდენობით შეფერილი ქაფი დამახასიათებელია სიყვითლისა და შარდში ცილის მომატებული შემცველობისთვის.

ქაფი შარდში შეიძლება იყოს ძლიერი სტრესის, ტვინის შერყევის, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლილობის, შაქრიანი დიაბეტის, გულის უკმარისობისა და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი დარღვევის დროს.

ნორმისას შარდი გამჭვირვალე უნდა იყოს. შემღვრევა შეიძლება გამოიწვიოს მარილებმა, ლორწომ, ერითროციტებმა, ბაქტერიებმა, ჩირქმა.

ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები

ხვედრითი წონა. ნორმის დროს ეს მაჩვენებელი 1000-1025 ერთეულია. მომატებული ხვედრითი წონა მეტყველებს გაუწყლოებაზე.

მჟავიანობა

მჟავა-ტუტოვანი ბალანსი პH ნორმის დროს უნდა იყოს 5-7,5.

ნორმისას შარდში ცილა არ უნდა იყოს ან უმნიშვნელო რაოდენობით, 0,033 გ/ლ-მდე. შარდში ცილა თირკმელების პათოლოგიის ნიშანია.

ჯანმრთელი ადამიანის შარდში შაქარი არ უნდა იყოს. თუ მისი შემცველობა 0,9 მმოლ/ლ-ზე მეტია, ეს მეტყველებს შაქრიან დიაბეტზე.

ბილირუბინი ჯანმრთელი ადამიანის შარდში არ უნდა იყოს, მისი არსებობა ღვიძლის დაავადებებს მიუთითებს. შარდში კეტოსხეულების არსებობა შაქრიანი დიაბეტის მანიშნებელია.

მიკროსკოპული გამოკვლევა

ჯანმრთელი ადამიანის შარდის საერთო ანალიზში მხედველობის არეში ერითროციტი უნდა იყოს არა უმეტეს 2-ისა, ხოლო ლეიკოციტი - არა უმეტეს 3-ისა მამაკაცებთან და 5-ისა ქალებთან.

ერითროციტების მომატებული რაოდენობა მრავალი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი: პიელონეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, გლომერულონეფრიტი, შარდგამომყოფი გზების ინფექციები, სისტემური წითელი მგლურა ან მოწამვლა.

ლეიკოციტების მომატებული შემცველობა მეტყველებს თირკმელების ან შარდაგამომყოფი გზების შესაძლო პათოლოგიებზე, როგორებიცაა: გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი.

ჰიალინური ცილინდრები ჯანმრთელი ადამიანის შარდში არ უნდა იყოს. მათი არსებობა თირკმლის პათოლოგიის, გულის უკმარისობის, ჰიპერთერმიული მდგომარეობის ნიშანია. ზოგჯერ ჰიალინური ცილინდრები ჩნდება მძიმე ფიზიკური დატვირთვის, მომატებული არტერიული წნევისა და შარდმდენების მიღებისას.

მარცვლოვანი ცილინდრებიც არ უნდა იყოს ჯანმრთელი ადამიანის შარდში. მათი არსებობა მიუთითებს გლომერულონეფრიტზე, პიელონეფრიტზე, დიაბეტურ ნეფროპათიაზე, შეიძლება აღინიშნებოდეს ორგანიზმში ვირუსული ინფექციების, ცხელების ან ტყვიით მოწამვლისას.

ცვილისებრი ცილინდრები. ეს წარმონაქმნები ნორმის დროს შარდში არ უნდა იყოს. მათი არსებობა გვაფიქრებინებს ამილოიდოზს, თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასა და ნეფროზულ სინდრომს.

ბაქტერიები

ნორმისას შარდი სტერილურია, ბაქტერიების არსებობა შარდგამომყოფი სისტემის ინფექციის ნიშანია, მაგალითად, ურეთრიტის, ცისტიტის, პროსტატიტისა და სხვა.

სოკოც არ უნდა იყოს ნორმის დროს შარდში. თუ ის იქ აღმოჩნდა, ეს მიუთითებს შარდგამომყოფი ან სასქესო ორგანოების სოკოვან დაავადებაზე. ზოგჯერ სოკო ფიქსირდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობისას და ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღებისას.

შარდში მარილების არსებობა მეტყველებს გაუწყლოებაზე, რაციონის მკვეთრ ცვლილებაზე, მომატებულ ფიზიკურ დატვირთვაზე, პოდაგრაზე, მწვავე და ქრონიკულ ნეფრიტზე, თირკმლის მწვავე უკმარისობაზე.

დიაგნოზი მხოლოდ შარდის საერთო ანალიზით არ დგინდება, ამიტომ ნორმიდან გადახრების აღმოჩენისას აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება.