სისხლის ერთი წვეთი ქალა-ტვინის ტრავმების სადიაგნოსტიკოდ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
სისხლის ერთი წვეთი ქალა-ტვინის ტრავმების სადიაგნოსტიკოდ
სისხლის ერთი წვეთი ქალა-ტვინის ტრავმების სადიაგნოსტიკოდ
ქალა-ტვინის ტრავმები, განსაკუთრებით საშუალო სიმძიმის, საზოგადოდ, ძნელად დიაგნოსტირებადია. ამისათვის გამოიყენება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, თუმცა, მიღებული სურათი ხშირად არ აძლევს ექიმს გარკვეული გადახრების იდენტიფიცირების საშუალებას. გარდა ამისა, დასახელებული კვლევა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, პაციენტის დასხივებას საჭიროებს, გარკვეულ დროსა და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჟენევის უნივერსიტეტიდან ბარსელონის კლინიკასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ახალი მეთოდიკა და შექმნეს შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც ახდენს საშუალო სიმძიმის ქალა-ტვინის ტრავმების დიაგნოსტიკას, ამასთან, დიაგნოსტიკისათვის საკმარისია ერთი წვეთი სისხლი და სულ ათიოდე წუთი.

პირველ ეტაპზე მეცნიერები ადგენდნენ, რომელი ცილების რაოდენობა იმატებს ქალა-ტვინის ტრავმებისას
სისხლში. აღმოჩნდა, რომ სისხლში ამ დროს იმატებს H-FABP, Interleukin-10, S100B  და GFAP ცილების კონცენტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ოთხივე ცილას იკვლევდნენ და შეისწავლიდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ სადიაგნოსტიკოდ მხოლოდ H-FABP ცილის დონის განსაზღვრა იქნება საკმარისი. შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდა GFAP –ის ანალიზის დამატებით.

იმის გამო, რომ
ქალა-ტვინის ტრავმების დიაგნოსტიკა სწრაფად უნდა მოხდეს და თანაც სასურველია შემთხვევის ადგილზე, სპეციალისტებმა შექმნეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც სისხლის ანალიზს სწრაფად ატარებს. მოწყობილობის სპეციალურ განყოფილებაში ერთი წვეთი სისხლის დაწვეთების შემდეგ სულ ათიოდე წუთში ინდიკაციის სარკმელში შესაბამისი შედეგი ფიქსირდება.

თინათინ გოცაძე


თარიღი : 05-10-2018
თამარი
მაგარია. აქ ოდესმე იქნება??
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.99
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.99
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.99
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
PET –გამოკვლევა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის უახლეს მეთოდს,
27-11-2018
სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს.
16-09-2018
თბი­ლის­ში, 140 ნო­მერ ავ­ტო­ბუს­ში დაჭ­რი­ლი 17 წლის მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.
10-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინაში გაურკვეველმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ გამოკვლევის ეს მეთოდები
PET –გამოკვლევა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის უახლეს მეთოდს,
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჩაუბარებია ანალიზი კოპროგრამაზე.
სპირო - სუნთქვას ნიშნავს, მეტრია - გაზომვას. სპირომეტრია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის უმტკივნეულო და ეფექტური მეთოდია.
შარდის საერთო ანალიზი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია, რომელიც პათოლოგიის ფართო სპექტრის გამოვლენის საშუალებას იძლევა.
ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი პლასტირი, რომელიც ინფიცირებისას ფერს იცვლის. მკვლევარი ტობი
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,