7 ნიშანი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემათა დაწყებაზე მიანიშნებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 ნიშანი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემათა დაწყებაზე მიანიშნებს

არადა, დაავადება, გარდა იმისა, რომ გარკვეულწილად ავლენს თავს, პროგრესირებს და სულ უფრო მეტ პრობლემასაც უქმნის ორგანიზმს.

არსებობს სიმპტომები, რომელთა უგულებელყოფა არათუ არ შეიძლება, საშიშიც კია. ასე რომ, დროულად მიაყურადეთ თქვენს ორგანიზმს, გახსოვდეთ, ამ თუ იმ სიმპტომით ის ყოველთვის გატყობინებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

გთავაზობთ 7 ნიშანს, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემათა დაწყებაზე მიანიშნებს:

1) წონის დაკლება

თუ თქვენ 5 კგ-ზე მეტი დაიკელით მოკლე დროში ყოველგვარი დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის გარეშე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. წონის ასეთი კლება პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი), საყლაპავისა და ფილტვების სიმსივნის ერთ-ერთი ნიშანია.

ადამიანები, სამწუხაროდ, ყურადღებას არ აქცევენ სხეულის მასის დაკარგვას, მიაწერენ რა ამ სიმპტომს სტრესებსა და სხვა გარეგან ფაქტორებს.

2) კბილების პრობლემები

კბილის მინანქრის განლევა ხშირად მჟავა-რეფლუქსის ნიშანია. ეს უკანასკნელი უსიამოვნო და საკმაოდ რთული პათოლოგიაა. მჟავები საყლაპავიდან კბილის მინანქარს დორსალურ (ზურგისკენა) ზედაპირზე შლიან (ერთგვარად ხსნიან, ალღობენ), განსხვავებით ტკბილი სასმელებისაგან, რომლებიც კბილების ფრონტალურ (სახისკენა) ზედაპირზე ზემოქმედებენ.

თუ თქვენ შენიშნეთ დასახელებული პრობლემა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არანამკურნალები რეფლუქსი არა მხოლოდ კბილების დაზიანება-დაშლას იწვევს, საყლაპავის კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის.

3) კანის ქავილი და გამონაყარი

მტკივნეული გამონაყარი მუხლებზე, იდაყვებსა და თავის კანზე, ჩვეულებრივ, ეგზემაზე მიანიშნებს. თუმცა ის ზოგჯერ უფრო სერიოზული პრობლემების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია ხოლმე, ისეთებისა, როგორებიცაა: ცელიაკია, აუტოიმუნური დაავადება. მსგავს შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-სპეციალისტთან, შესაძლოა თქვენ სამუდამოდ მოგიწიოთ უარის თქმა გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღებაზე.

4) დარღვევები ნაწლავებისა და შარდ-სასქესო სისტემის მხრივ

გახშირებული შარდვა შეიძლება მიანიშნებდეს შარდის ბუშტის პრობლემებზე ან პროსტატის პროგრესირებად კიბოზე. შეკრულობა (ყაბზობა) ან ფაღარათი მსხვილი ნაწლავის დაავადებათა სიმპტომებია. ერთიც და მეორეც შესაძლოა გარეგანი მიზეზებით იყოს განპირობებული, თუმცა თუ დასახელებული სიმპტომები (დისკომფორტი) კვირაზე მეტხანს გახანგრძლივდა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

5) ხელწერის ცვლილება

პარკინსონის დაავადება თავის ტვინში ნეირონების კვდომას ნიშნავს. სამწუხაროა ის, რომ ადამიანი მკვეთრ ცვლილებებსა და გადახრებს ვერ ამჩნევს, შესაბამისად, დიაგნოსტიკა ჭიანურდება.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ხელწერის ცვლილება პირდაპირ კორელირებს დაავადებასთან. ტვინი წყვეტს დოფამინის - კიდურების მოძრაობისათვის აუცილებელ იმპულსებზე პასუხისმგებელი ქიმიური ნივთიერების გამომუშავებას. ეს, თავის მხრივ, იწვევს ხელის კუნთების რიგიდულობას, რაც გავლენას ახდენს ხელნაწერზე. პარკინსონის დაავადების განვითარების სხვა მარკერებიდან აღსანიშნავია ყნოსვის უეცარი დაკარგვა და ინტენსიური სიზმრები.

mkurnali.ge6) უეცარი რისხვა

დეპრესიის მძიმე ფორმებით დაავადებული პაციენტების ნახევარზე მეტი უეცარი რისხვის მსხვერპლია. ამ პრობლემას მხოლოდ წამლით ვერ უმკურნალებ, ხშირად ფსიქოლოგის დახმარებაცაა აუცილებელი.

თუ ატყობთ, რომ ორი კვირის განმავლობაში უმნიშვნელო წვრილმანებზეც კი ღიზიანდებით, განრისხება გეუფლებათ, აუცილებელია საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს. არანამკურნალები (ე.წ. შორსწასული, მიშვებული) დეპრესია შესაძლოა ობსესიურ-კომპულსურ დარღვევებში გადაიზარდოს.

7) მუდმივი ხველა

როგორც წესი, ხველა სრულებით არ ნიშნავს კიბოს, თუმცა ხველის გახანგრძლივებული შეტევები თვალსაჩინო მიზეზების (გაციება, ალერგია, ასთმა) გარეშე უკვე ეჭვს ბადებს სიმსივნურ პროცესზე. სამწუხაროდ, მუდმივი ხველა შეიძლება ფილტვის პროგრესირებად კიბოზე მიანიშნებდეს. თუ ამ სიმპტომს ხმის ჩახლეჩაც ახლავს - ხახის ან ყელის კიბოა სავარაუდო.

აქედან გამომდინარე, ონკოლოგიური გამოკვლევა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ.