ტატუირების ახალ მეთოდს რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე შეუძლია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ტატუირების ახალ მეთოდს რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე შეუძლია
ტატუირების ახალ მეთოდს რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე შეუძლია
მეცნიერებმა შეიმუშავეს ტატუირების მეთოდი (ახალი ტატუ), რომელსაც რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე შეუძლია. სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში Science Translational Medicine. აღნიშნულ ტატუს შეუძლია კიბო გამოავლინოს ჯერ კიდევ იმ სტადიაზე, როდესაც ძირითადი სიმპტომები არ არის გამოხატული, ან კიდევ გამოხატულია სისუსტე და ანორექსია, სპეციფიკური ნიშნების გარეშე.

როგორც ცნობილია, მკერდის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და ფილტვის კიბო განაპირობებს კალციუმის მომატებულ შემცველობას ორგანიზმში. ამიტომაც სპეციალისტებმა სწორედ ამ ელემენტის მაჩვენებელზე დაკვირვება გადაწყვიტეს. შექმნეს უჯრედები, რომლებშიც კალციუმის დონის ხანგრძლივად მომატების შემთხვევაში აქტიურდება კალციუმ-მგრძნობიარე რეცეპტორები. ეს უკანასკნელი ააქტივებს ფერმენტს,
რომელიც ასტიმულირებს მელანინის (მუქი პიგმენტის) სინთეზს. აქედან გამომდინარე კანის უბანი შესაბამის ადგილზე მუქდება.
ამგვარად, ტატუს შეუძლია კიბო ადრეულ სტადიაზე გამოავლინოს, ბევრად ადრე, პათოლოგიის სპეციფიური სიმპტომების გამოვლენამდე.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ხალის (ანუ პიგმენტირებული, გამუქებული უბნის) შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება. ტატუირების ახალმა მეთოდმა ტესტირება გაიარა
ვირთაგვებზე. ის ჯერ კიდევ პროტოტიპის სახით არსებობს.

სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონის მომატება) მხოლოდ სიმსივნური პროცესის მანიშნებელი არ არის, ის სხვა პათოლოგიების დროსაც შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად, ახალი ტატუ დამატებითი კვლევების ჩატარებისათვის ნიშანი იქნება.

თინათინ გოცაძე


ტეგები: ტატუ კიბო
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
როდესაც ორგანიზმი ქიმიოთერაპიისა და რადიაციული დასხივების შედეგად ტოქსინებით იტვირთება, იმუნური სისტემა
07-11-2018
ჩინელმა მეცნიერებმა ციანსუს პროვინციაში დაავადებათა კონტროლის სახელმწიფო ცენტრიდან, დაადგინეს, რომ
31-10-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჩაუბარებია ანალიზი კოპროგრამაზე.
სპირო - სუნთქვას ნიშნავს, მეტრია - გაზომვას. სპირომეტრია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის უმტკივნეულო და ეფექტური მეთოდია.
შარდის საერთო ანალიზი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია, რომელიც პათოლოგიის ფართო სპექტრის გამოვლენის საშუალებას იძლევა.
ქალა-ტვინის ტრავმები, განსაკუთრებით საშუალო სიმძიმის, საზოგადოდ, ძნელად დიაგნოსტირებადია. ამისათვის
ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი პლასტირი, რომელიც ინფიცირებისას ფერს იცვლის. მკვლევარი ტობი
ადამიანთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უგულებელყოფს და ყურადღებას არ აქცევს “შემოპარული” დაავადების ამა თუ იმ სიმპტომს.
19 ნოემბერი 2018
შუახნის ასაკში წონის მატების თავიდან აცილება დღეში ერთი პეშვი ნიგვზის ან 1 სუფრის კოვზი არაქისის კარაქის
19 იანვარი 2018
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ მშობიარობისშემდგომი დეპრესიიდან
თუ გინდათ, საყვარელი ნივთი დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით, სათანადოდ უნდა მოუაროთ. იგივე შეიძლება
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება