დიაგნოსტიკა

კანფეტის სახის უნიკალური სენსორით ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი

კანფეტის სახის უნიკალური სენსორით ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი
მიუნხენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის ახალი, არაინვაზიური (არატრავმული) მეთოდი. ეს არის ჟელატინის კანფეტის ფორმის სენსორი, რომლითაც შესაძლებელია ტვინისა და გულის მუშაობის მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე დაკვირვება.

მიკროსკოპული სენსორები დღეს უკვე აღარ ითვლება რევოლუციურ მიგნებად, თუმცა სტანდარტულმა მაგარმა სენსორებმა შეიძლება დააზიანოს სხეულის ქსოვილები და გამოიწვიოს ანთებითი პროცესები. ამიტომ გერმანელმა მეცნიერებმა რბილი გარსის შექმნა გადაწყვიტეს, რისთვისაც ჟელატინი გამოიყენეს.

თავად კანფეტი-სენსორი შეიქმნა სამგანზომილებიან პრინტერზე. გამოვიდა მძლავრი დიაგნოსტიკური იარაღი, რომელსაც შეუძლია დააფიქსიროს გულისცემის რითმი, თავის ტვინის სიგნალები, კუნთოვანი უჯრედების აქტივობა. პერსპერქტივაში კანფეტი-სენსორები შეიძლება კარდიოსტიმულატორებადაც მოგვევლინოს.

ლალი ჩხიკვაძე