დიაგნოსტიკა

სიბერის ძირითადი სიმპტომები

სიბერის ძირითადი სიმპტომები
ბევრი ადამიანი ძალიან განიცდის ასაკის მატებას და ეშინია სიბერის. კომპანია Future You-ს მიერ ჩატარებულიგამოკითხვის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების ნახევარს ეშინია ხანდაზმულ ასაკში მეხსიერების დაკარგვის, ხოლო რესპოდენტების 29% წუხდა ფიზიკურ მდგომარეობაზე სიბერის გავლენის გამო.

სპეციალისტებმა დაბერების ძირითადი ნიშნების ჩამონათვალი გააკეთეს. კერძოდ, თუ ადამიანი ძირს დავარდნილი ნივთის აღებისას კვნესის ან ტელევიზორთან ეძინება, ე.ი. უკვე სიბერე იწყება. გარდა ამისა, მოახლოებული სიბერის ნიშნების სიაში შევიდა, სახსრების შებოჭილობა, ტკივილი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დაბერების პროცესის შენელება შესაძლებელია. ამისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი
წესის დაცვა და რაციონში ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა. ექსპერტები გვირჩევენ რძის პროდუქტების მიღებას. ეს კალციუმის საუკეთესო წყაროა, რაც ოსტეოპოროზისგან დაგვიცავს. სასარგებლო ბაქტერიები კი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებასა და სიჯანსაღეს უწყობს ხელს.

ლალი ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები
ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სიცოცხლის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია,
20-03-2019
სტატისტიკის თანახმად, სიკვდილიანობის დიდი პროცენტი გულთან დაკავშირებული პრობლემების შედეგია.
25-02-2019
რა არის ნაღველკენჭოვანი დაავადება? ნაღველკენჭოვან დაავადებას (ქოლელითიაზი) ახასიათებს ნაღვლის ბუშტში (ქოლეცისტოლითიაზი)
04-10-2018