კუჭის "ელექტროკარდიოგრამა" - ახალი სიტყვა გასტროენტეროლოგიაში - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
კუჭის "ელექტროკარდიოგრამა" - ახალი სიტყვა გასტროენტეროლოგიაში
კუჭის "ელექტროკარდიოგრამა" - ახალი სიტყვა გასტროენტეროლოგიაში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ელექტრული აქტივობის შესწავლა ბოლო დრომდე მხოლოდ სპეციალური დრეკადი კათეტერების საშუალებით იყო შესაძლებელი (ეს უკანასკნელი საყლაპავსა და კუჭში ცხვირის ღრუდან შეჰყავთ). ამ ინვაზიურ პროცედურას მკვლევარებმა ალტერნატივა მოუძებნეს. კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შექმნეს პორტატული მონიტორი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კუჭის აქტივობის პათოლოგიური რიტმის გამოკვლევა და ბევრად უფრო დაზუსტებული დიაგნოზის სწრაფად დასმა.

ახალშექმნილი მოწყობილობა პრაქტიკულად პატარა კოლოფია, რომელთანაც მიერთებულია 10 ელექტროდი, ისეთი, როგორიც ელექტროკარდიოგრამის რეგისტრაციისთვის გამოიყენება.

"ამ ელექტროდების დახმარებით 24 საათის განმავლობაში ანომალურ პროცესთა "დაჭერის" ალბათობა მაღალია. ახალი მოწყობილობის დახმარებით შეიძლება განისაზღვროს,
სწორედ ფუნქციობს თუ არა კუჭი საკვების მიღების პროცესში. რაც მთავარია, დადგინდეს, რა მდგომარეობაშია ორგანო იმ დროს, როდესაც პაციენტები უჩივიან ტკივილს კუჭის არეში, გულისრევის შეგრძნებას და სხვა სიმპტომებს" - აცხადებენ კვლევის ავტორები. 

ახალი მოწყობილობა უკვე გამოიცადა 11 ბავშვზე და კვლევის შედეგების დიდი სიზუსტე და სარწმუნოობა აჩვენა,
ბევრად უფრო სანდო, ვიდრე ტრადიციულმა ტრანსნაზალური კათეტერების გამოყენებამ.

აღნიშნული მოწყობილობა განსაკუთრებით გამოადგებათ შაქრიანი დიაბეტით და პარკინსონით დაავადებულებს, აგრეთვე მოხუცებსა და ორსულებს, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები ხშირად აღენიშნებათ.

თინათინ გოცაძე

თარიღი : 21-07-2018
აგნესა
სად შეიძლება გავიკეთოთ კუჭის ელქტროკარდიოგრამა,არის თუ არა საქართველოში და რა ღირს
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
კუჭის წყლულის მკურნალობა მრავალძარღვას ანდეთ

მაქვს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის წყლულოვანი დაავადება,
05-04-2018
ნაწლავში ბიფიდობაქტერიების რაოდენობის შემცირება საკვების მონელებაზე უარყოფითად აისახება.
04-03-2018
საქართველოში, რეგიონში პირველად, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში, გულის გადანერგვის ალტერნატიული ოპერაციის ჩატარება გახდება შესაძლებელი.

10-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინაში გაურკვეველმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ გამოკვლევის ეს მეთოდები
PET –გამოკვლევა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის უახლეს მეთოდს,
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჩაუბარებია ანალიზი კოპროგრამაზე.
სპირო - სუნთქვას ნიშნავს, მეტრია - გაზომვას. სპირომეტრია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის უმტკივნეულო და ეფექტური მეთოდია.
შარდის საერთო ანალიზი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია, რომელიც პათოლოგიის ფართო სპექტრის გამოვლენის საშუალებას იძლევა.
ქალა-ტვინის ტრავმები, განსაკუთრებით საშუალო სიმძიმის, საზოგადოდ, ძნელად დიაგნოსტირებადია. ამისათვის
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა