დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
კითხვა-პასუხი
დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის სინჯის აღების მეთოდებზე, ზოგად წესებსა და პრინციპებზე გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგე, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭარაშვილი: ბაქტერიული პათოგენის საიდენტიფიკაციოდ და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში ხდება სისხლის, თავ-ზურგტვინის, ასციტური, პლევრული, ფილტვის, შარდისა და სხვა სტერილური სითხეების, ასევე ხახის, ცხვირ-ხახის, ცხვირის, ნახველის, პირის ღრუს, კანის, ფეკალური, გენიტალური, ჭრილობების და სხვა პათოლოგიური მასალის გამოკვლევა.
შორეულ წარსულში ექიმი თავად ატარებდა გამოკვლევას, რაც მას პაციენტის მდგომარეობის უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევდა. საკვლევ ბიოლოგიურ მასალებს შორის უპირატესობა შარდს ენიჭებოდა, ხოლო პირველი პათოლოგია, რომელიც მისი გამოკვლევით გაშიფრეს, შაქრიანი დიაბეტი იყო. ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ცნობის თანახმად, ჩვ. წ. აღ-მდე ჯერ კიდევ 1500 წლით ადრე მედიკოსები შარდის შეფერილობის, მისი სუნისა და გემოს საფუძველზე სვამდნენ ამ დაავადების დიაგნოზს. ეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ ვითარდებოდა და იხვეწებოდა ლაბორატორიული კვლევის მეთოდებიც. სადღეისოდ ცნობილია რამდენიმე ათასი ლაბორატორიული ტესტი, რომლებიც კლინიკური მედიცინის მრავალ დარგში გამოიყენება. დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს, ძალიან მოკლე ხანში მივიღოთ ზუსტი შედეგი, დავსვათ სწორი დიაგნოზი და გადავარჩინოთ ადამიანი. სადღეისოდ არსებობს სწრაფი ანალიზის ორი სახეობა: სადიაგნოსტიკო ტესტ-ჩხირები და იმუნოანალიტიკური ტესტ-კასეტები. არსებობს სწრაფი დიაგნოსტიკის სამედიცინო ხელსაწყოები და სპეციალური ბიოაპარატებიც. სწრაფი დიაგნოსტიკის შესაძლებლობათა შესახებ გვესაუბრება ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პათომორფოლოგიური დეპარტამენტის ექიმი-მორფოლოგი, იმუნოჰისტოქიმიური კვლევითი ჯგუფის  ხელმძღვანელი არმაზ მარიამიძე:
ნაჩვენებია მე-6 გვერ 6 - დან
19 ნოემბერი 2018
შუახნის ასაკში წონის მატების თავიდან აცილება დღეში ერთი პეშვი ნიგვზის ან 1 სუფრის კოვზი არაქისის კარაქის
19 იანვარი 2018
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ მშობიარობისშემდგომი დეპრესიიდან
თუ გინდათ, საყვარელი ნივთი დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით, სათანადოდ უნდა მოუაროთ. იგივე შეიძლება
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება