იცოდით, რომ ყურის ტკივილიც ალერგიაა?!
უკანასკნელ ხანს იმატა ისეთი პაციენტების რაოდენობამ, რომლებსაც ალერგიული რეაქციები სწორედ შუა ყურში განვითარებული ანთებითი პროცესის სახით უვლინდებათ. ამ დროს ტკივილს დაერთვის ქავილი. ეს პაციენტები უკეთესობას მხოლოდ მას შემდეგ გრძნობენ, რაც მკურნალობაში ანტიჰისტამინურ პრეპარატებსაც ჩართავენ. ასევე აუცილებელია იმ კონკრეტული ალერგენის გამოვლენა, რომლის მიმართაც ყური ამგვარ რეაქციებს ამჟღავნებს.
მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ძილი ალერგიას კურნავს! მშვიდი ძილი ორგანიზმის საუკეთესო წამალია, რადგან იმუნური სისტემა თავის დამცველობით ფუნქციებს ყველაზე უკეთ სწორედ ღამით, დასვენებისას ავლენს. დადასტურებულია, რომ ღამით ადამიანის იმუნიტეტი მიკროორგანიზმებს გაცილებით აქტიურად და ეფექტიანად ებრძვის, დღისით მისი ეს უნარი მინიმალურია. თქვენი იმუნური ძალების სიძლიერეს სპეციალური ცილები განსაზღვრავს, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური რეაქციებისა და ფუნქციათა რეგულირება-აღდგენა ევალებათ, ისინი თურმე უკეთ მუშაობენ ძილის დროს, როდესაც ორგანოებში ნივთიერებათა ცვლის ტემპი საგრძნობლად დაქვეითებულია. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს ჯანსაღი ძილის მნიშვნელობას.იძინეთ მეტი და ალერგია ვერაფერს დაგაკლებთ! იხილეთ ვრცლად