ტინიტუსი და ხმის თერაპია
ტინიტუსი შესაძლოა მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს, ერთ-ერთია ხმაურის გრძელვადიანი ზემოქმედება, თუმცა არსებობს გამომწვევი სხვა წყაროებიც.
არსებობს სიმპტომების შემსუბუქების და მათი გავლენის მინიმუმამდე დაყვანის გზები. ერთ-ერთი სტრატეგია ხმის თერაპიაა, რომელიც იყენებს გარე ხმაურს, რათა შეცვალოს ადამიანის რეაქცია ტინიტუსზე. კვლევა ვარაუდობს, რომ ხმის თერაპიას შეუძლია ჩაახშოს ტინიტუსი ზოგიერთ ადამიანში. არსებობს ხმის თერაპიის ორი ტიპი.
ერთ შემთხვევაში გამოიყენება ფონური ხმები,როგორიცაა ბუნების ხმები ან ატმოსფერული ხმები. ეს ნიღბავს ტინიტუსის ხმაურს და ხელს უწყობს მისგან ყურადღების გადატანას გარემოს ხმებზე. ყურსასმენების ან სხვა მოწყობილობების საშუალებით მუსიკის მოსმენამ შეიძლება ხელი შეუწყოს დროებით შვებას ტინიტუსის აღქმისგან.(ამ მეთოდს შენიღბვაც ეწოდება).
მეორე შემთხვევა (მიჩვევა) კი ეფუძნება ტვინის გავარჯიშებას, რათა მიეჩვიოს ტინიტუსს. ამ შემთხვევაში ადამიანები ხანგრძლივად უსმენენ ტინიტუსის მსგავს ხმებს. საბოლოოდ, ტვინი უგულებელყოფს ტონებს, ტინიტუსის ხმასთან ერთად. თერაპია სპეციალისტის ხელმძღვანელობით ტარდება და ჩვეულებრივ, 12-დან 24 თვემდე მერყეობს.