ყურების დაგუბება, შუილი და გულისრევის შეგრძნება შესაძლოა, შიგნითა ყურში სითხის მატებას უკავშირდებოდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურების დაგუბება, შუილი და გულისრევის შეგრძნება შესაძლოა, შიგნითა ყურში სითხის მატებას უკავშირდებოდეს

რომელიც გამოწვეულია ენდოლიმფის მოცულობის მომატებით და მის შემადგენლობაში შემავალი ელექტროლიტების თანაფარდობის ცვლილებით. ენდოლიმფა სითხეა, რომლითაც ამოვსებულია შიდა ყურის სტრუქტურები - ლოკოკინა და ნახევარრკალოვანი არხები.

რატომ იმატებს შიგნითა ყურში სითხის რაოდენობა?

ზოგიერთ შემთხვევაში ენდოლიმფური ჰიდროფსის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ პირველად ანუ იდიოპათიურ ჰიდროფსს. იგი ცნობილია როგორც მენიერის დაავადება. მეორეული ენდოლიმფური ჰიდროფსის (მას ხშირად მენიერის სინდრომსაც უწოდებენ) ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ხერხემლის კისრის ნაწილის ბიომექანიკური ცვლილებები (ოსტეოქონდროზი), ენდოკრინული დაავადებები, ალერგია, ინფექციები და სხვა.

სიმპტომები

ენდოლიმფური ჰიდროფსი ვლინდება ყურების შუილით და დაგუბების შეგრძნებით, სმენის დაქვეითებით, მწვავე თავბრუხვევით, რომელიც საათობით გრძელდება და თან ახლავს გულისრევა და პირღებინება ან მსუბუქი შექანება, რწევა სიარულის დროს. შეტევა გრძელდება ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე. ახასიათებს გამეორება (2-3 დღეში ერთხელ). შუალედებში სიმპტომები, გარდა სმენის დაქვეითებისა, ქრება. განმეორებითი შეტევა აუარესებს სმენადობას. დაავადების საერთო ხანგრძლივობა უცნობია, ხანდახან ის ათეულობით წელიწადს გასტანს. ავადდებიან უმეტესად 30-50 წლის ქალები.

როგორ სვამენ დიაგნოზს?

პაციენტმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოს ექიმ ოტონევროლოგს, რომელმაც ჩივილებისა და ტესტირების შემდეგ შეიძლება ენდოლიმფური ჰიდროფსი ივარაუდოს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიზანშეწონილია ნევროლოგის, აუდიოლოგის კონსულტაცია.

როგორ მკურნალობენ?

მკურნალობის მიზანია ენდოლიმფის მოცულობისა და შემადგენლობის მუდმივობის უზრუნველყოფა. მკურნალობა კომბინირებულია და მოიცავს:

  • სპეციალურ დიეტას;
  • შარდმდენებს;
  • პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ენდოლიმფის რაოდენობისა და შემადგენლობის მუდმივობის შენარჩუნებას (ასეთია, მაგალითად, ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი (ბეტასერკი, ვაზოსერკი)).

როდესაც თავბრუხვევა ხშირია, შესაძლოა დაინიშნოს სედაციური პრეპარატი. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი. მეორეული ენდოლიმფური ჰიდროფსის დროს აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა.