რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    ანგინა, ყივანახველა და ქუნთრუშა - როგორ განვასხვაოთ? - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ანგინა, ყივანახველა და ქუნთრუშა - როგორ განვასხვაოთ?

    ხშირად მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის პირველივე ნიშნებიდან დედები იწყებენ ბავშვის მკურნალობას გაციების საწინააღმდეგო,სიცხის დამწევი მედიკამენტებით, თუმცა, ბანალური გაციების ნიშნებით შეიძლება უფრო სერიოზული დაავადება იყოს შენიღბული. ამდენად მნიშვნელოვანია დროულად მივაქციოთ ყურადღება ამ სიმპტომებს, გამოვავლინოთ დაავადება და ჩავუტაროთ ბავშვს სწორი მკურნალობა.

    ანგინა

    გაციების სიმპტომები:

    • ყელის ტკივილი;
    • ტემპერატურის მომატება.

    განმასხვავებელი ნიშნებია:

    • ნუშურების გადიდება;
    • ენასა და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე თეთრი ნადები;
    • თვალების მიდამოს ტკივილი;
    • ტემპერატურა 37,5°C-ზე მეტი;
    • ზოგადი სისუსტე და სხეულში მტვრევის შეგრძნება
    • ;ყლაპვისას ყელის ძლიერი მტკივნეულობა.

    ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება შეიძლება ჩვეულებრივ გაციებად მივიღოთ, თუმცა, აღნიშნული სიმპტომები ანგინის პირველი ნიშნები შეიძლება აღმოჩნდეს. ანგინა საშიშია გართულებებით.

    ამ დაავადების გამომწვევი სტრეპტოკოკი ხშირად აზიანებს გულსა და თირკმელებს. ამდენად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და მისი დანიშნულების შესრულება.

    ყივანახველა

    გაციების სიმპტომები:

    • მშრალი ხველა;
    • ტემპერატურის მომატება;
    • სურდო;

    განმასხვავებელი სიმპტომები:

    • ძლიერი მსტვინავი ხასიათის ხველა;
    • ღებინება.

    ადრეულ სტადიაზე ყივანახველას დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ვერ მოხერხდეს და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობაც ეფექტური აღმოჩნდეს. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვლინდება შეტევითი, მყივანა ხასიათის ხველა, რაც ამ დაავადების პირველი სიმპტომია. ხველის შეტევა შეიძლება დასრულდეს ღებინებით. დიაგნოზის დასადასტურებლად უნდა გაკეთდეს ხახის ნაცხის ანალიზი.

    ქუნთრუშა

    გაციების სიმპტომები:

    • ყელის ტკივილი;
    • ტემპერატურის მომატება;
    • საერთო სისუსტე.

    განმასხვავებელი სიმპტომები:

    • წვრილი წითელი გამონაყარი.

    დაავადების დაწყებიდან მეორე დღეს, ჩვეულებრივ, ბავშვის სხეულზე ჩნდება წვრილი წითელი გამონაყარი. განმასხვავებელი თავისებურებაა ის, რომ გამონაყარი არ ეხება ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ კანს.