ადენოიდები და სკლერომა - მარტივი რჩევები ცხვირ-ხახის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადენოიდები და სკლერომა - მარტივი რჩევები ცხვირ-ხახის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ

მოსახლეობა მათ პოლიპებს უწოდებს, ისინი იზრდება ცხვირის ღრუს ლორწოვანში. მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა ყველაზე ხშირად ეს ქრონიკული ანთებაა. საინტერესოა, მამაკაცებს პოლიპოზი 4-ჯერ უფრო მეტად აღენიშნებათ, ვიდრე ქალბატონებს.

გადიდებული ადენოიდები ცხვირის გასავალ არხებს და წიაღების შესასვლელებს ბლოკავენ, რის გამოც რთულდება სუნთქვა და ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ცხვირის გაჭედვა, ცხვირ-ხახის ხშირი ანთება, ისინი ავიწროებენ ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს და გარსიც, მოკლებული კვებას, კარგავს მასზე დაკისრებული ბარიერული ფუნქციის შესრულების უნარს. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია დუდუნა მეტყველება, ყნოსვისა და სმენის დაქვეითება.

პოლიპოზის მკურნალობა ოპერატიულია, თუმცა ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია ანთების საწინააღმდეგო და ანტიჰისტამინური პრეპარატებით, იმუნიტეტის გამაგრებით, სპეციფიკური იმუნოთერაპიით კონსერვატიული მკურნალობაც შედეგიანი აღმოჩნდეს.

სკლერომა

სკლერომა ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. იგი ვითარდება ნელ-ნელა, რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველაფერი იწყება იმით, რომ სასუნთქი გზების ლორწოვანზე ჩნდება ერთგვარი კვანძები, რომლებიც დროთა განმავლობაში ნაწიბუროვან ქსოვილად ყალიბდებიან და იწვევენ ლორწოვანის დაზიანებას, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას. ჩნდება მუდმივი ძილიანობის შეგრძნება, სისუსტე, თავის ტკივილი.

სკლერომის მკურნალობა მედიკამენტურია, ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გართულებულ და მძიმე შემთხვევებში. ქალების სკლერომა გაცილებით იშვიათია, ვიდრე მამაკაცების, ხდება ისეც, რომ ზოგჯერ დაავადება ოჯახის რამდენიმე წევრს ერთდროულად ემართება, ყველაზე ხშირად ეს 15-20 წლის ასაკს ემთხვევა.

ცხვირ-ხახის დაავადებათა პროფილაქტიკა

ცხვირ-ხახის დაავადებათა რისკის შესამცირებლად გირჩევთ გაითვალისწინოთ საიმედო პროფილაქტიკის ეს წესები:

  • თავი არიდეთ გაციებას, მართალია თავად სიცივე არ იწვევს სურდოს, მაგრამ დაბალი ტემპერატურა იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და ლორწოვან გარსს დაავადების გამომწვევებისადმი მეტად მიმღებელს ხდის;
  • ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და გამონადენის გაჩენისას ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი, განსაკუთრებით ეს საჭირო და აქტუალურია ზამთარსა და შემოდგომაზე, გრიპის ეპიდემიის პერიოდში, აგრეთვე გაზაფხულზე მცენარეთა ყვავილობის დაწყებისას;
  • გამოსარეცხად გამოგადგებათ ჩვეულებრივი მარილწყალი, რომელიც აქტიურად გამორეცხავს ბაქტერიებსა და ალერგენებს;
  • რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, მასში უნდა ჭარბობდეს ნატურალური პროდუქტები – ხილი და ბოსტნეული, ახალი ხორცი და თევზი, მარცვლოვნები;
  • მაქსიმალურად შეამცირეთ ფასტფუდი და ნახევარფაბრიკატების გამოყენება;
  • ზამთრისპირს მიიღეთ იმუნიტეტის გამაძლიერებლი პრეპარატები: C ვიტამინი, რომელსაც დიდი ოდენობით შეიცავს ციტრუსები, კომბოსტო, ასკილი, A ვიტამინით მდიდარი სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფოთლოვანი ბოსტნეული, თუთიის შემცველი ნებისმიერი მწვანე ბოსტნეული, კვერცხი, მაგნიუმი და სელენის შემცველი წიწიბურა, შვრია, მუქი ბრინჯი.
  • გაიძლიერეთ ამტანობა ადაპტოგენებით - ჟენშენი, ელეუტეროკოკი, ჩინური ლიმონურა;
  • რადგან ცხვირ-ხახის სხვადასხვა დაავადების კლინიკური ნიშნები ერთმანეთის მსგავსია, დაავადების დამოუკიდებლად განსაზღვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია;
  • გახსოვდეთ: ეფექტიანი საშუალებანი შესაძლოა სხვა შემთხვევაში არ გამოგადგეთ, ამიტომ გაცილებით გამართლებულია, არ დახარჯოთ თანხა უშედეგო თვითმკურნალობაზე და პირველივე უსიამოვნო სიმპტომების გაჩენისას მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს.