ატროფიული ფარინგიტი - ფარინგოსპრეი ატროფიული ფარინგიტის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ატროფიული ფარინგიტი - ფარინგოსპრეი ატროფიული ფარინგიტის სამკურნალოდ

დაავადების ადრეულ სტადიებზე მკურნალობა პრობლემის აღმოფხვრის საშუალებას იძლევა, მაშინ როცა, არანამკურნალები ფარინგიტი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს და სხვა ორგანოთა პრობლემების მაპროვოცირებელიც გახდეს.

ფარინგიტის სხვადასხვა ფორმა არსებობს.

ატროფიული ფარინგიტის თავისებურებებსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ირაკლი ხუნდაძე:

- ბატონო ირაკლი, რა იწვევს ატროფიულ ფარინგიტს უხშირესად?

- ფარინგიტი, როგორც ხახის ლორწოვანი გარსის ნებისმიერი ანთება შეიძლება პროგრესირდეს ატროფიულ ფორმაში, რაც პათომორფოლოგიურად ხახის ლორწოვანის ზედაპირული სისხლძარღვების დილატაციით და ლორწოვანის გამოხატული ატროფიით ვლინდება.

ქრონიკული ატროფიული ფარინგიტი, ისევე, როგორც კატარული და ჰიპერტროფიული, მიმდინარეობის ხანგრძლივობით გამოირჩევა.

- ვის ემუქრება ფარინგიტის ეს ფორმა ძირითადად ანუ ვინ მოიაზრება რისკჯგუფში უპირატესად?

- ქრონიკული ატროფიული ფარინგიტი ინფექციურთან ერთად არაინფექციური მიზეზებითაა გამოწვეული. ამ მიზეზთაგან უხშირესია თამბაქოს კვამლი (როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველობა), სპირტის შემცველი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, ადგილობრივი გადაცივება (ცივი და გაზიანი სასმელები), საწარმოო მტვრის შესუნთქვა. დაავადების არცთუ იშვიათი მიზეზი კუჭის პათოლოგიაა, კერძოდ გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, კუჭის წვენის ხახაში გადასვლა და პერმანენტული გაღიზიანება ხახის ლორწოვანის ატროფიულ ცვლილებებს იწვევს, რაც უმრავლეს შემთხვევებში შეუქცევადია.

უნდა აღინიშნოს, რომ ატროფიული ფარინგიტი ძირითადად მამაკაცების დაავადებაა, თუმცა ბოლო წლებში აშკარაა პაციენთტთა გენდერული გათანაბრების ტენდენცია.

დაავადების ეტიოლოგიიდან გამომდინარე რისკ ჯგუფს მწეველებთან ერთად ის ადამიანებიც შეადგენენ, ვინც ხშირად ავადობს მწვავე ფარინგიტით. ასევე პაციენტები გასტრო-ეზოფაგური პათოლოგიებით.

- რით განსხვავდება ატროფიული ფარინგიტი სხვა ფორმებისგან?

- როგორც მოგახსენეთ, ატროფიული ფარინგიტი ქრონიკული ფარინგიტის ერთ-ერთი ფორმაა. ქრონიკული კატარული და ჰიპერტროფიული ფარინგიტისგან ის განსხვავდება როგორც კლინიკური მიმდინარეობით, ისე პათომორფოლოგიურადაც. ატროფიული ფარინგიტის დროს ფარინგოსკოპიულად სახეზეა ხახის ლორწოვანის გამოხატული ატროფია - განლევა. დაავადების შორსწასულ შემთხვევაში ხახის ნორმალური ეპითელიუმის ადგილს ალაგ-ალაგ მშრალი ქერქები იკავებს. ადექვატური მკურნალობის გარეშე პათოლოგიური პროცესი შეუქცევადია, რაც მდგომარეობას ართულებს.

- რას უჩივიან პაციენტები და რა სიმპტომებია უხშირესად გამოხატული?

- დაავადების ძირითადი სიმპტომი ყელის გამოხატული სიმშრალეა. პაციენტები უჩივიან, ასევე ხველას, ყლაპვის გაძნელებას და ხმის შეცვლას, უცხო სხეულის შეგრძნებას ყელში. მწვავე ფარინგიტისთვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომები იშვიათია, ისევე, როგორც ჰიპერსეკრეცია - ქრონიკული ჰიპერტროფიული ფარინგიტის ერთ-ერთი სიმპტომი.

- როგორ ხდება ატროფიული ფარინგიტის დიაგნოსტიკა?

- ატროფიული ფარინგიტის დიაგნოზი კლინიკური გასინჯვით ისმება; ფარინგოსკოპიით ხახის ლორწოვანის გამოხატული ატროფია აღინიშნება.

პაციენტის ჩივილები, ანამნეზი დიაგნოზის დადგენაში გვეხმარება.

ხახაში ატიპიური ფლორის გამოსავლენად ხახის ნაცხის ზოგადბაქტერიულ გამოკვლევას მივმართავთ.

faringo-orange-2-am-ge-mn-1637145637.png

- რას ეფუძნება მკურნალობა?

- ხახის ატროფიული ეპითელიუმი რეგენერაციას არ განიცდის, ამდენად მკურნალობა დაავადების სიმპტომების ელიმინაციას ეფუძნება.

ხახაში ატიპიური მიკრობული ფლორის არსებობის შემთხვევაში ადექვატური ანტიბაქტერიული მკურნალობა ტარდება.

ატროფიული ფარინგიტის მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ხახის ლორწოვანის ხშირ დატენიანებას ენიჭება. ამ მიზნით სხვადასხვა მცენარეული ზეთის ფარინგეალური გამოყენებაა მოწოდებული.

ატროფიული ფარინგიტის სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატი ფარინგოსპრეი, რომელიც სხვადასხვა ბუნებრივი ზეთის ნაკრებია. პრეპარატის ფარინგეალური მოხმარება (სპრეის შეფრქვევა ყელში) ხახის ლორწოვანზე დამცავ ფენას ქმნის, რაც ლორწოვანის დატენიანებას უზრუნველყოფს, შედეგად კი ყელში დისკომფორტს და სიმშრალეს ამცირებს, აუმჯობესებს ყლაპვას.

უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობის ეფექტურობისთვის აუცილებელია ყველა იმ გამღიზიანებელი ფაქტორის შეჩერება, რომელზეც უკვე მოგახსენეთ.

R