მწვავე ჩირქოვან ტონზილიტს წინ უძღვის კატარული ანგინა, რომელიც  იწყება მწვავედ, სიმშრალისა და წვის შეგრძნებით ყელში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვავე ჩირქოვან ტონზილიტს წინ უძღვის კატარული ანგინა, რომელიც  იწყება მწვავედ, სიმშრალისა და წვის შეგრძნებით ყელში

ის ხშირად ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის (გრიპის, ადენოვირუსის) ფონზე. მწვავე ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს სხეულის გადაცივება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები.

მწვავე ჩირქოვან ტონზილიტს წინ უძღვის კატარული ანგინა, რომელიც იწყება მწვავედ, სიმშრალისა და წვის შეგრძნებით ყელში. ხახის უკანა კედელი და სასის ტონზილები გაწითლებული და შეშუპებულია. ამას ემატება ზომიერი ტკივილი ყლაპვისას, თავის ტკივილი და ტეხის შეგრძნება. ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 37°გრადუსს არ აღემატება.

კატარული ანგინა 3-5 დღეში გაივლის. ის მსუბუქ დაავადებად არის მიჩნეული, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა, ვინაიდან შეიძლება გართულდეს და ფოლიკულურ ანგინაში - ტონზილების ლიმფოიდური ფოლიკულების ჩირქოვან ანთებაში გადაიზარდოს. ამ დროს ტონზილები გადიდებულია და მათ ზედაპირზე მოჩანს ქინძისთავისოდენა თეთრი ბურთულები - დაჩირქებული ფოლიკულები.

ავადმყოფობა იწყება ტემპერატურის 38-39°გრადუსამდე მომატებით, ძლიერი ყელის ტკივილით, რომელიც ხშირად ყურშიც გადაეცემა. ამ სიმპტომებს ერთვის ზოგადი სისუსტე, თავის, წელის ტკივილი. ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ, ხშირად ღებინებითაც კი მიმდინარეობს. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია. ავადმყოფობა საშუალოდ ერთ კვირას გრძელდება.

ამის შემდეგ ყალიბდება ლაკუნური ანგინა. ამ დროს ჩირქი ტონზილის ზედაპირზე საცობების სახით მოჩანს. სიმპტომები და ხანგრძლივობა ისეთივე აქვს, როგორიც ფოლიკულურ ანგინას.

ანგინის მკურნალობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

ანგინის დროს საჭიროა წოლითი რეჟიმი, ბევრი სითხე, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება. კარგია გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენის გამოვლება.

ეფექტური საშუალებაა თაფლი - ერთი საჩაროზე კოვზის წუწვნა დღეში სამჯერ, ჭამის წინ, თუმცა ალერგიის შემთხვევაში ეს მეთოდი მიუღებელია. მარგებელია ასევე ლიმონიანი ჩაი და უშაქრო ლიმონის ღეჭვაც.