რა კავშირია ყურის ხრტილის პირსინგსა და შაკიკს შორის?
შაკიკს ხშირად ახასიათებს ღებინება, თავბრუსხვევა, მგრძნობელობის მომატება სინათლისა და ხმის მიმართ.
სიმპტომები შეიძლება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს.
არსებობს მოსაზრება, რომ ყურის ხრტილის პირსინგი თავის ტკივილებს, შაკიკსა და შფოთვას ამცირებს.
ეს დადასტურებული არ არის.
ყურზე გვაქვს ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, ფიქრობენ, რომ სწორედ მას ააქტიურებს ნახვრეტი, რაც თავის ტკივილის სიმპტომებს ამცირებს.
2017 წელს ჩატარდა კვლევები, რიგ შემთხვევებში დადებითი შედეგი აჩვენა აღნიშნულმა ექსპერიმენტმა.
თუმცა საჭიროა მეტი კლინიკური კვლევები. მკვლევრები აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ პლაცებოს ეფექტი.
რამდენად უსაფრთხოა ხრტილის გახვრეტა?
ყველა სახის პირსინგი გარკვეულწილად სარისკოა, თუმცა ხრტილი უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. მას შეიძლება მოჰყვეს შემდეგი გარულებები:
• ინფექცია
• სისხლდენა
• შეშუპება
• ნაწიბურები
• აბსცესის განვითარება
• შეიძლება გაუარესდეს შაკიკის სიმპტომები
პირსინგის შემდეგ ზოგს მართლაც შეუმცირდა შაკიკის შეტევები.
თუმცა ის, რაც ერთი ადამიანისთვის სასარგებლოა, მეორესთვის, შესაძლოა არ იღმოჩნდეს ეფექტური.
გასათვალისწინებელია, რომ საფუძვლიანი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, რომელიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებს.