როგორ ვავარჯიშოთ ვესტიბულური აპარატი - ნახეთ ვიდეო
თანდათან გაძლიერებისთვის; ვარჯიშები წარმოადგენს დამხმარე საშუალებას ვესტიბულური დისფუნქციით გამოწვეული თავბრუსხვევის მკურნალობაში.
შეასრულეთ თითოეული ვარჯიში 20-20-ჯერ 2-ჯერ დღეში.
გახსოვდეთ, ეს ვარჯიშები არ დაგეხმარებათ კპპვ ან მეინერით გამოწვეული თავბრუსხვევისას, რომლებსაც განსხვავებული მკურნალობა სჭირდებათ.
სწორი დიაგნოზისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ნევროლოგს.
გაფრთხილება: შეასრულეთ ეს ვარჯიშები ვინმეს თანდასწრებით რათა თავიდან აიცილოთ დაცემა და დაზიანება, რადგან ვარჯიშები იწვევს თავბრუსხვევას.
შენიშვნა: ტექსტში და ვიდეოში გამოყენებული შემოკლება კპპვ - კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო.
კპპვ თავბრუსხვევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა.
კპპვ ხასიათდება მსუბუქი ან ძლიერი თავბრუსხვევის შეგრძნების მოკლე ეპიზოდებით. უფრო ხშირად გამოწვეულია თავის პოზიციის შეცვლით, დაწოლით, საწოლში გადატრიალებით ან წამოჯდომით. თავბრუსხვევის შეგრძნება შესაძლოა სიარულისას ან ფეხზე დგომის დროსაც დაიწყოს.